Home ახალი ამბები გია ვოლსკი ”ნაცმოძრაობაზე“ : წაგებული პაექრობის შემდეგ უკეთესია გამოიყურებოდე დაჩაგრულ მხარედ -ეს...

გია ვოლსკი ”ნაცმოძრაობაზე“ : წაგებული პაექრობის შემდეგ უკეთესია გამოიყურებოდე დაჩაგრულ მხარედ -ეს ბრძოლის მოძველებული მეთოდია

722

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმით არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ვოლსკიმ განმარტა, ”ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს ძველი მეთოდით იმოქმედოს და საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიიქციოს.

“წაგებული პაექრობის შემდეგ უკეთესია გამოიყურებოდე დაჩაგრულ მხარედ, იქნებ ამით მიიქციო საერთაშორისო ყურადღება. ესეც ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდია, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” იყენებს, მაგრამ მე მაინც მოძველებული მეთოდი მგონია. არ მგონია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ იმაზე მეტი თქვას, ვიდრე უკვე ითქვა და არ მგონია იმაზე ნაკლებად შეაფასოს საქართველოში ეს პროცესი, ვიდრე უკვე შეაფასა. ასე რომ მე ვფიქრობ, არასწორი გადაწყვეტილებაა”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს. შესაბამისი გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ გუშინ მიიღო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here