მთავარი სამართალი გერმანიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

გააზიარეთ

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. შემთხვევა ქალაქ მაიჰამში მოხდა. არსებული ინფორმაციით, 32 წლის მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა სავარაუდოდ დანით აქვს მიყენებული. საქმეს გერმანიის პოლიცია იძიებს.


გერმანიაში მოკლული საქართველოს მოქალაქის ახლობლების ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილი სავარაუდოდ ქართველია. არაოფიციალური ცნობით, მკვლელობას წინ უძღოდა შელაპარაკება, რომელიც სუფრაზე დაიწყო. როგორც მედიას საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გერმანიის მხარემ დაადასტურა, რომ 10 აპრილს, ძალადობრივი ჩარევის შედეგად საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.

„ბერლინში საქართველოს საკონსულოს სამსახურში ოფიციალური შეტყობინება გერმანიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან ჯერ არ შესულა. გაიმართა სატელეფონო საუბარი კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელსა და კონსულს შორის, რა დროსაც, გერმანულმა მხარემ დაადასტურა, რომ 10 აპრილს ძალადობრივი ჩარევის შედეგად გარდაცვლილია საქართველოს მოქალაქე. დღეს ჩატარდება ექსპერტიზა. მიმდინარეობს გამოძიება და დამატებით დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

არაოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ცივი იარაღით ავტომანქანაში მოკლეს.

 

 

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here