Home სხვადასხვა დაიჯესტი გერმანიაში მიგრანტი მასწავლებლის გაუპატიურების გამო ციხეში ჩასვეს

გერმანიაში მიგრანტი მასწავლებლის გაუპატიურების გამო ციხეში ჩასვეს

692
გერმანიაში მიგრანტი მასწავლებლის გაუპატიურების გამო ციხეში ჩასვეს

გერმანიის ფედარაციულ რესპუბლიკაში გისოსებს მიღმა მოათავსეს ერაყელი მიგრანტ _ 33 წლის სალამი გაუპატიურების ბრალდებით. ჰანოვერის სასამართლომ იგი 4,5 წლით ციხეში ჩასვა. იგი 2019 წლის აგვისტოში თავს დაესხა 39 წლის ქალს. ეს ქალი, რომელიც გერმანულს ასწავლიდა ლტოლვილებს, საღამო ხანს შინ ბრუნდებოდა. ტრამვაის გაჩერებაზე მას აეკიდა ორი ერაყელი, მათგან ერთერთი ენის შესწავლის კურსებზე დადიოდა. მიგრანტები ირწმუნებოდნენ, რომ პედაგოგი ნასვამი იყო.

ტრამვაის გაჩერებაზე ჩამოსულ პედაგოგს ერთ-ერთი მიგრანტი, რომელსაც იგი არ იცნობდა, უკან გაჰყვა.

სასამართლო სხდომაზე აჩვენეს ვიდეო, რომელზეც ჩაწერილი იყო, როგორ ჰკრა ხელი ერაყელმა ქალს, ჩააგდო ბუჩქებში, ჩახადა შარვალი და გააუპატიურა. ამასთანავე, იგი ქალს დანით ემუქრებოდა და აიძულა, ორალური სექსი.

დაზარალებული გონს მხოლოდ კვირის თავზე მოეგო. ნახევარი თვის შემდეგ იგი შემთხვევით ქუჩაში გადაეყარა მოძალადეს, იცნო და თავის მეგობარს სთხოვა, გამოეძახა პოლიცია.

ერაყელი, რა თქმა უნდა, აცხადებდა, რომ სექსი ორმხრივი თანხმობით იყო განხორციელებული და მას დანაშაული არ ჩაუდენია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here