მთავარი დაიჯესტი გერმანიაში არ მოსწონთ, როცა ბავშვებს შავკანიან მოგვებად წარმოგვიდგენენ

გერმანიაში არ მოსწონთ, როცა ბავშვებს შავკანიან მოგვებად წარმოგვიდგენენ

157
გააზიარეთ
გერმანიაში არ მოსწონთ, როცა ბავშვებს შავკანიან მოგვებად წარმოგვიდგენენ

გერმანიაში კათოლიკური ქრისტეშობის ზეიმზე ბავშვები მცირე სცენებს დგამენ, განასახიერებენ მოგვებს და ალილოზე ჩამოივლიან ხოლმე. ქრისტიანული იკონოგრაფიის თანახმად, ერთერთი მოგვი მავრი იყო.

მაგრამ წლეულს, როგორც ჩანს, ამ საუკუნოვან ტრადიციაზე უარს იტყვიან. ულმის რეგიონულმა განყოფილებამ დაგმო ბავშვებისთვის სახეზე შავი მაკიაჟის გაკეთება, რითაც სოლიდარობა გამოუცხადა ანტირასისტულ მოძრაობას “შავკანიანების ცხოვრება მნიშვნელოვანია”, რომელმაც გასულ ზაფხულს აშშ-ში რადიკალური ხასიათი მიიღო.

“კანის ფერის გაიგივება წარმომავლობასთან დღეს მიუღებელია”, _ განაცხადა საბრინა ასისმა ულმის ბავშვთა მისიიდან.

ინიციატივას მხარი დაუჭირა ვიუტენბურგის ეპისკოპოსმა ფრანკ ოტფრიდ იულიმ. “გზა, რომელიც ამჟამად ულმაში აირჩიეს, უპერსპექტივოა”, _ თქვა მან.

ცოტა ხნის წინათ გერმანიაში გამართული რასიზმის საწინააღმდეგო დებატები ტოპონიმების გადარქმევის მოძრაობაში გადაიზარდა. ბერლინში აპირებენ, სახელი შეუცვალონ მარტინ ლუთერის ქუჩას იმიტომ, რომ იგი ვერ იტანდა ებრაელებსა და მუსლიმებს. ინიციატორები მოითხოვენ, ქუჩას შუა საუკუნეების კუდიანი ქალის სახელი მიანიჭონ.

გერმანიაში არ მოსწონთ, როცა ბავშვებს შავკანიან მოგვებად წარმოგვიდგენენ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here