Home სხვადასხვა დაიჯესტი გერმანიას აიძულებენ, დაიწყოს “შებრუნება” აღმოსავლეთისკენ

გერმანიას აიძულებენ, დაიწყოს “შებრუნება” აღმოსავლეთისკენ

630
ტრამპი და მერკელი

დონალდ ტრამპის აგრესიული საგარეო პოლიტიკა და მისი ლოზუნგიამერიკა უწინარეს ყოვლისა!” სულ უფრო აშორებს აშშ მის ტრადიციულ მოკავშირეებს. ან თეთრი სახლის მკვიდრს აერია ვასალური დამოკიდებულება მოკავშირულში, ან ევროპელებს აღარ სურთ, აღიქვან ვაშინგტონი, ვითარცა მათი სიუზერენი. სულ უფრო აშკარაა განხეთქილება აშშსა და ევროკავშირის წამყვან სახელმწიფოს _ გერმანიას შორის.

პრეზიდენტ ტრამპის მოქმედება მუდმივად ძაბავს ევროპელებს. მაგალითად, თეთრი სახლის მეთაურმა გააძლიერა ანტირუსული სანქციების რეჟიმი და იმავეს მოითხოვს ევროკავშირისგან, რაც მის (ევროკავშირის) ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება. დონალდ ტრამპი გამოვიდა კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებიდან, რომელიც, მისი აზრით, ამუხრუჭებდა ამერიკის ეკონომიკის განვითარებას. მანვე დააწესა გაზრდილი საბაჟო გადასახადები ალუმინსა და ფოლადზე, რაც საზარალოა ევროპის, განსაკუთრებით კი, გერმანული კომპანიებისთვის.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი კანცლერ ანგელა მერკელისგან მოითხოვს, უარი თქვას გაზგამტარზე “ჩრდილოეთი ნაკადი-2”, რომელიც რუსეთთან ერთად გაჰყავს. ტრამპი ამით ლობირებს ბუნებრივი აირის ამერიკელ მომპოვებლებსა და მეწარმეებს, რითაც ამცირებს გერმანელების კონკურენტუნარიანობას. გერმანია კი დაინტერესებულია “ცისფერი საწვავის” მიწოდების გაზრდაში, რადგან თავისი მრეწველობა სრულად გადაჰყავს ბუნებრივ აირზე და უარს ამბობს ქვანახშირისა და ატომურ ელექტროენერგეტიკაზე. დონალდ ტრამპი ევროპელი მოკავშირეებისგან მოითხოვს, გაზარდონ თავიანთი შენატანები ნატოს მომსახურებისთვის, რითაც ამერიკელი იარაღის მწარმოებლების ინტერესებს იცავს.

მაგრამ ბოლო წვეთი, რომელმაც ევროპელების მოთმინების ფიალა აავსო, არის ირანთან დაკავშირებული სიტუაცია. ისლამური რესპუბლიკა ევროპას სჭირდება, როგორც გასაღების ბაზარი და ნახშირწყალბადების მიღების წყარო. ტრამპი კი ცალმხრივად გამოვიდა “ბირთვული გარიგებიდან” და დააწესა ახალი სანქციები თეირანის წინააღმდეგ; ამასთან ერთად, მეორადი სანქციებით დაემუქრა ყველას, ვინც ირანთან საქმეს დაიჭერს. ეს ყველაფერი კი ევროკავშირისადმი ტრამპის მოკავშირულ ურთიერთობას არ ჰგავს.

მეტიც, ისრაელის კარნახით აშშ-მა ისლამური რესპუბლიკის ნაპირებისკენ დაძრა ავიამზიდების დამკვრელი ჯგუფი, რომლებიც აღჭურვილია ბირთვული იარაღის მქონე ბომბდამშენებით. პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის, საჭიროების შემთხვევაში გააძლიეროს ეს შემტევი გაერთიანება. ეს, როგორც ჩანს, დაკავშირებულია ირანის მზადყოფნასთან _ გაარღვიოს ამერიკული ბლოკადა და პირდაპირ გავიდეს ხმელთაშუა ზღვაში, ამასთანავე, ხელთ იგდოს ბაზა სირიის ლატაკიაში. ამისთვის თეირანს სჭირდება კავშირი ბაღდადსა და დამასკოსთან. ეს შესანიშნავად ესმით ვაშინგტონში და ბევრისთვის მოულოდნელად აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩადის ერაყის დედაქალაქში, რომლის ტერიტორიაზეც უნდა გაიაროს რკინიგზამ ირანიდან სირიამდე. პომპეომ განაცხადა, რომ თეირანი მზარდი საშიშროების სახით მოევლინა რეგიონს და მოკავშირეებს “სიმტკიცისკენ” მოუწოდა.

ეს ყველაფერი ბერლინში არ მოეწონათ. მით უფრო, რომ პომპეომ გერმანიის კანცლერთან შეხვედრას ბაღდადში ვიზიტი ამჯობინა. გამოცემა Suddeutsche zeitung-მა ფრიად მჭევრმეტყველურად და გულახდილად შეაფასა “ამერიკელი მოკავშირეების” ქმედება:

დიპლომატიის სივრცეში არსებობს ხეპრეობა. ასეთია, მაგალითად, მნიშვნელოვან საერთაშორისო შეხვედრებში, რომლებშიც საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობენ, უარის თქმა ან ხანგრძლივი მოლაპარაკება პარტნიორებთან პირველი ვიზიტის დროს. და ეს არის თავხედობა. აშშის სახელმწიფო მდივანმა უარი თქვა ბერლინში ჩასვლაზე გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრამდე და თავის კოლეგა ჰაიკო მაასთან საუბრის გამართვამდე მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე”.

იმას, რაც ხდება, რა თქმა უნდა, ვერ მიაწერ მხოლოდ ტრამპის ხეპრეობას და თავხედობას. მიმდინარეობს მსოფლიო მოწყობის ძირფესვიანი რღვევა და აშკარავდება გლობალიზაციის პროექტის ნაადრევად დასრულების ტენდენცია. აშშ მხოლოდ სათავისოდ ირჯება. იმავე გერმანიაში უკვე მიხვდნენ, რომ მათი გუშინდელი მოკავშირე და მფარველი უშუალო კონკურენტი გახდა. საჭიროა ახალი ალიანსები და უჩვეულო კონფიგურაციები.

ისე ჩანს, რომ ბერლინში უკვე იწყებენ “აღმოსავლეთისკენ შებრუნებას”. საქმე ეხება რუსეთსა და ჩინეთთან თანამშრომლობას. სანქციების მიუხედავად, რუსეთსა და გერმანიას შორის საქონელბრუნვა ბოლო წლებში გაიზარდა, რუსეთში ამოქმედდება გერმანული ავტომობილების ამწყობი ქარხნები.

“ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის კვალზე, არსებული პრობლემების მიუხედავად, უკვე ლაპარაკობენ მომდევნო ანალოგიურ პროექტებზე. ბერლინში სულ უფრო მეტად ინტერესდებიან ჩინეთის ინვესტიციებით, რომლებიც ჩაენაცვლება შეწყვეტილ ამერიკულ ინვესტიციებს.

ვლადიმერ ვოლკონსკი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here