მთავარი პოლიტიკა გარყვნილება-გათახსირების მეტი დასავლეთიდან საქართველოში ჯერჯერობით არაფერი შემოსულა

გარყვნილება-გათახსირების მეტი დასავლეთიდან საქართველოში ჯერჯერობით არაფერი შემოსულა

1938
გააზიარეთ
გარყვნილება-გათახსირების მეტი დასავლეთიდან საქართველოში ჯერჯერობით არაფერი შემოსულა

წინამდებარე წერილი გაზეთის წინა ნომერში გამოქვეყნებული სტატიის გაგრძელებად მქონდა ჩაფიქრებული, რაც სრულიად ბუნებრივია, რადგან მას შემდეგ იმავე ვითარებას ვუყურებთ _ ერთი მხრივ, საფუძვლიანად ნდობადაკარგულიქართული ოცნებადა, მეორე მხრივ, ასევე საფუძვლიანად არასანდო, ათასღობეზეგადამხტარი .. გაერთიანებული ოპოზიცია ჯიუტი თხებივით არაფერს უთმობენ ერთმანეთს. ამ ჭიდილის ყურება სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს. ამ დაქცეული ქვეყნის გადარჩენა ნუთუ მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება თუ შერეულით?! მით უმეტეს იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობამ ან არ იცის, ვინც იცის, უკაცრავად და, სულ ფეხებზე ჰკიდია ნებისმიერი საარჩევნო სისტემა.

აქედან გამომდინარე, ყველა ნორმალურ ადამიანს ნერვები გვაწყდება, როდესაც მავანი ქართველი ერის სახელით ლაპარაკს ბედავს, ქუჩაში იქნება ეს თუ სამთავრობო ტრიბუნიდან. მაგრამ განსაკუთრებით გამაღიზიანებელია, როდესაც დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დამცველებად, ქართველი ხალხის გუშინდელი ჯალათები გვევლინებიან ევროპული თუ, უბრალოდ, ნაცების სახით… სწორედ ამ უზნეობის ბრალია, რომ, მიუხედავად ოპოზიციციური პარტიების გაერთიანებისა, პარლამენტის შენობის წინ ერთი ბეწო მოედნის გავსებასაც ძლივს ახერხებენ.

რასაც ახერხებენ, უახლესი წარსულიდან გამომდინარე, არც ეგ არის ხელწამოსაკრავი. ის კინო, რომელიც დღეს გადის რუსთაველზე, უკვე ნანახი გვაქვს და დღეს იმ კინოს თანამედროვე ვარიანტს ვუცქერით _ ძველ სცენარს ახალი აქტორების შესრულებით _ “კმარა” “გაბედე-შეცვალეს” შეუცვლია, თეა თუთბერიძე _კაპიტან ეკა გიგაურს და ა.შ.

ჰო, კინაღამ დამავიწყდა: იმჟამინდელი “რუსთავი 2”, რომლის პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა ე.წ. ვარდების რევოლუცია, ერთბაშად ორმა “დამოუკიდებელმა” ნაციონალურმა არხმა _ “მთავარმა” და “ტვ პირველმა” ჩაანაცვლეს და ახლა მათი უწყვეტი პირდაპირი ეთერების საშუალებით ვუყურებთ სახელმწიფო გადატრიალების მორიგ მცდელობას, ჯერჯერობით, მხოლოდ მცდელობას…

ერთადერთი განსხვავება ე.წ. ვარდების რევოლუციის წინა პერიოდსა და სახელმწიფო გადატრიალების დღევანდელ მცდელობას შორის არის ის, რომ მაშინ გიჟვრაცუა მიშა სააკაშვილის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” ქართველი საზოგადოების უმრავლესობას, ასე თუ ისე, სჯეროდა.

სამაგიეროდ დღევანდელ პუტჩისტებს მემკვიდრეობად ჯორჯ სოროსის მილიარდები ერგოთ და, როგორც ამბობენ, სწორედ სოროსის მილიონებით არის დაფინანსებული ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია და ამით ახერხებს ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ათასი აქტივისტის პერმანენტულ მობილიზებას, რაც, ხალხის კრიტიკული მასის ქუჩაში გამოსაყვანად თუ არა, ხელისუფლებისთვის მუდმივად დისკომფორტის შესაქმნელად ნამდვილად საკმარისია. ყოველივე ზემოთქმულს თუ იმ ფაქტსაც დავუმატებთ, რომ თბილისში აკრედიტებული დიპკორპუსის წარმომადგენელთა უმრავლესობა ღიად თუ ფარულად უჭერს მხარს ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციას, დამეთანხმებით, რომ გულარხეინობისთვის ნამდვილად არ გვაქვს საქმე…

“დამეთანხმებით”-ში მათ ვგულისხმობ, ვინც, მიუხედავად ცარიელი მაცივრებისა და კუჭებისა, ჩემსავით არასდროს იტყვის, რომ მიშას მმართველობის პერიოდში ცხოვრება სჯობდა დღევანდელ, თუნდაც ცრუპენტელა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში ცხოვრებას.

წერილზე მუშაობის პარალელურად, რომ იტყვიან, ცალი თვალით ვუცქერდი ხსენებული “ობიექტური” ტელევიზიების პირდაპირ ეთერში გადაცემულ რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე პროცესებს, რომელთგან ჯერჯერობით მხოლოდ ის დასკვნა გამოვიტანე, რომ გაზეთის მორიგი ნომრის გამოსვლამდე მოვლენების კვანძის გახსნა არ მოხდება და ამიტომ გადავწყვიტე, წერილობით ციცერონობას (თუ ასე თქმა შეიძლება) თავი დავანებო და წინამდებარე წერილის თემატიკას ტელევიზორის გარეშე, სხვა კუთხით, გლობალურ კონტექსტში შევხედო, რასაც ბოროტსა და კეთილს შორის მარადიული ომი ჰქვია; ხოლო ის, რაც დღეს რუსთაველზე ხდება, ამ ომის შემადგენელი ერთი პატარა ბრძოლაა; პატარა _ მსოფლიოსათვის, თორემ ჩვენთვის?

ზემოთ ხსენებული რაღაცები, რა თქმა უნდა კრემლის, რუსეთის და, ასე გასინჯეთ, პირადად ვლადიმერ პუტინის ბრალია. შესაბამისად, რუსეთის ინტერესია… არადა, სამწუხაროდ, ასე არ არის, რადგან რუსეთს საქართველო სულ ფეხებზე ჰკიდია.

დიახ, სამწუხაროდ, რადგან სააკაშვილის უტვინობის გამო 2008 წლის ომის შედეგად რუსეთმა ყველაფერი მიიღო, რაც სურდა, და ამიტომ მას შემდეგ საქართველო რუსეთის პოლიტიკური რადარებიდან გაქრა და ამის გამო, მრავალი წელია, “მცოცავი პრობლემები” არ გველევა.

ადრეც არაერთხელ გვითქვამს და ახლაც გავიმეორებთ: მსოფლიოში ბოროტსა და კეთილს შორის მიმდინარე მარადიულ ომში ფრონტის ერთ მხარეს მართლმადიდებელი რუსეთია, ხოლო მეორე მხარეს _ აშშის მეთაურობით მთელი დასავლეთი. ამის გამო ამ ომს მართლმადიდებლობასა და სატანისტებს შორის დაპირისპირებასაც უწოდებენ.

ამ შემთხვევაში სად უნდა იდგეს საქართველო, არაერთხელ გვისაუბრია ილიას, აკაკის, ნიკო ნიკოლაძის, იაკობის, ტატო ბარათაშვილის, გრიგოლ ორბელიანისა და სხვა გამოჩენილი ქართველების ენით, ამიტომ მათ ციტატებს აქ აღარ გავიმეორებთ. მკითხველს მხოლოდ უტყუარ ფაქტებს შევახსენებთ:

236 წლის წინათ რუსეთთან შეერთებამ გვიხსნა ქართველები ფიზიკური განადგურებისა და ისლამიზაციით მენტალური გადაგვარებისგან; სსრკ-ის შემადგენლობაში საქართველოს სსრ-მ არნახული აღორძინება-განვითარება განიცადა. მას შემდეგ კი, რაც საქართველომ “დამოუკიდებლობა” მოიპოვა, ქართველი ერის საქმე უკან-უკან წავიდა _ დავკარგეთ ტერიტორიები და კვლავ ფიზიკურ-მენტალური განადგურების საფრთხის წინაშე აღმოვჩნდით. თუ ადრე ისლამიზაციის გზით გვემუქრებოდა გადაგვარება, ახლა იმავეს ტოტალური ლგბტ-ზაცია გვიქადის, რომლისგან ხსნასაც მხოლოდ ისევ რუსეთისგან უნდა ველოდოთ.

ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ ჩვენს ლიბერასტ ოპონენტებს ერთი “რკინისებური არგუმენტი” აქვთ: დასავლეთი მხოლოდ ლგბტ არ არის, იქაც ნორმალური სქესობრივი ორიენტაცის ხალხია უმრავლესობა, რაშიც ვეთანხმებით, ოღონდ ერთი “უმნიშვნელო” შენიშვნით _ კი, ბატონო, დასავლეთშიც ნორმალური ხალხია უმრავლესობა, მაგრამ უბედურება ის არის, რომ ამ უმრავლესობას უმცირესობა მართავს, კანონი და სამართალი პედერასტების მხარესაა. სოციოლოგიური კანონის თანახმად, მასები მიჰყვებიან ელიტებს და ამიტომ დასავლეთის მმართველი წრეები ელიტების ლგბტ-ზაციას წარმატებით ეწევიან? ქსავიე ბეტელი _ ლუქსემბურგის პრემიერმინისტრი 2015 წლიდან, კანონიერ გეიქორწინებაშია არქიტექტორ გოტიე დესტნესთან. ბელგიის ყოფილი პრემიერი ჰელიო დერუპო, სიცილიის გუბერნატორი როზარიო კროჩეტო, შვედეთის დემოკრატიისა და კულტურის მინისტრი ამანდა ლინი და ათობით ყოფილი თუ მოქმედი პოლიტიკოსი ამაყობს საკუთარი სოდომისტურ- ლესბოსური ორიენტაციით.

გერმანელმა ფილოსოფოსმა ოვალდ შპენგლერმა 1918 წელს გამოაქვეყნა ვრცელი ნაშრომი “ევროპის დაისი”, რომელშიც იგი წინასწარმეტყველებდა, რომ ადამიანთა თეთრ რასას 100 წლის შემდეგ დაუდგებოდა კრიზისი, როდესაც მას კონკურენციას გაუწევდა იმ მომენტში მათთან შედარებით განუვითარებელი, მაგრამ მომავლის მქონე რასა და მართლაც, რადგან დღეს ძირძველი ევროპელები უხალისოდ მრავლდებიან. მაგალითად, ქრისტიანულ ავსტრიაში ახალშობილი ვაჟის ყველაზე გავრცელებული სახელი მუსლიმური მოჰამედია, ხოლო ბერლინში ყოველ მეხუთე სკოლაში გერმანელი ბავშვები უმცირესობაში არიან, ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება _ ევროკავშირი ახლო აღმოსავლეთიდან უკონტროლო მიგრაციის გამო ძალიან შეიცვალა.

მერე რაო? _ იკითხავს მავანი და ერთი შეხედვით სამართლიანადაც. _ ევროკავშირმა საკუთარი თავი ინაღვლოს, ჩვენ რა გვენაღვლებაო?

რა და, რუსთაველზე დღეს, ძირითადად, ის ძალა აცხადებს ხელისუფლებაში მოსვლაზე პრეტენზიას, რომლისთვისაც სულაც არ არის უცხო ზემოხსენებული “ღირებულებები” და ამიტომ გაისმის შიგადაშიგ რუსოფობიური რიტორიკა. გარადა, გარყვნილება-გათახსირების გარდა, საქართველოში დასავლეთიდან ჯერჯერობით არაფერი შემოსულა და არც მომავალში უნდა გვქონდეს უკეთესის იმედი.

დასასრულ, მცირე ლირიკული გადახვევა დასკვნების გამოსატანად:

აი, რა იწინასწარმეტყველა ცნობილმა ამერიკელმა წინასწარმეტყველმა ედგარ კეისმა (1877-1944), რომელსაც რუსოფილიას ვერც ჩვენი ლიბერასტები დასწამებენ:

სწორედ რუსეთი ჩაუდგება სათავეში დედამიწის აღორძინებულ ცივილიზაციას და ამ აღორძინების ცენტრი ციმბირი იქნება. რუსეთი იქნება იმედი მსოფლიოში მტკიცე და სამართლიანი წესრიგისა”… და იქვე _ ყველასთვის ცნობილი ვანგა: “არ არსებობს ძალა, რომელიც შეძლებს რუსეთის გატეხვას. იგი მის სავალ გზაზე ყველაფერს აღგვის პირისაგან მიწისა და არა მხოლოდ გადარჩება, არამედ მსოფლიოს მბრძანებელი გახდება”…

ათონის მთაზე მოღვაწე წმინდა ბერი იოსებ ვატაპეცკი, რომელიც 2009 გარდაიცვალა, ამბობს:რუსეთი უძლიერესი იმპერიაა, მაგრამ მას ძნელი მისია აკისრია. სწორედ მას მოუწევს დასავლეთის მომაკვდავ ცივილიზაციასთან დაპირისპირება”. ათონის წმინდა მიწაზე მოღვაწე ბერი რაფაელ ბერისტოვი: “ზეციური ძალები და მხედრობა აღდგებიან და დაეხმარებიან რუსეთს. მოვა ხელმწიფე მრავალტანჯულ მიწაზე. დასავლეთთან უთანასწორო ბრძოლაში მართლმადიდებელი რუსეთი გაიმარჯვებს”…

დავით მხეიძე

გააზიარეთ

8 COMMENTS

  1. თავქვე რომ დამკიდონ და ქვემოდან ცეცხლი შემინთონ, ვერაფერი მათქმევინებს იმას, რომ მიშას დრო ჯობდა დღევანდელ ვ თარებას

  2. უკეთესობისკენ თუ არ შეიცვალა ცხოვრება კარგი არაფერი იქნება საქართველოში, ევროპას ძალით ანგრევენ, მილიონობით მიგრანტს რომ შეუშვებ უკონტროლოდ და 80-90%მუსლიმანია, რომლებსაც ერთ ადგილზე კიდიათ ევროპა და მისი ფასეულობები და გეომეტრიული პროგრესიით მრავლდებიან და თანაც ამ უსაქმურები ფულს უხდი, დასაქმებული ევროპელების ჯიბეებიდან გადაგაშენებენ აბა რას გიზავენ

  3. Srulad vetanmxmebi avtors. Es yvelaferi nateli gaxdeba 2020 wlis noembersa da 2024 wlamde, roza shedgeba yaltas nairi shexvedra rusetis, usa da chinetis shoris. Mashin unda gaaxseno am brbos eg statiebi.

  4. ეხლა დავწერ სიმართლეს მაგრამ ვიცი არ გამომიქვეყნებთ რადგან სიმართლე არ გაწყობთ და სიმართლეს არ ემსახურება ეს ინტერნეტ გვერდი. კი ნამდვილად სწორია რომ საქართველოში არანორმალური რეჟიმი მძვინვარებს. შემოდის აგრესიული, ძალმომრეობითი, დაჟინებითი, თითქოს გარდაუვალი მენტალიტეტი. გინდა თუ არა ეს მოიწონეთ და მიიღეთო. დასავლური კულტურა ეს საერთოდ არაა. ვიღაც მიზანმიმართულად გვაძულებს ევროპას და ევროპელ ხალხს. კი მართალია იქ ლგბტ წევრები საერთოდ თავისუფლად დადიან, მაგრამ იქ ამის გარდა ისეთი ღირებულებები აქვთ გაოგნდებით. ყველაფერი თავის დონეზეა. ევროპაც ნელნელა მივიდა ლგბტ თემის მიღებაზე თავიდან არავინ არ შევარდნიათ მათ და არავის დაუძალებია გინდა თუ არა ესენი გიყვარდნენო. აქ კი გვაიძულებენ და გვაკაჩავებენ მიიღე თორე მე შენ..
    მოკლედ ეს არანორმალურობაა. ეხლა ამას რუსეთის ხელისუფლებაც უყურებს და უხარია არიქა ჩემს პოზიციებს გავიმყარებ ისევო. მოისყიდის აქ ვინმე ხარბ და სულმდაბალს( რუსეთს უნდა ვუმადლოდეთ ისე ამდენი სულმდაბალი არარაობა რომ გვყავს) და დააფინანსებს. მისცემს ტელევიზიას , რადიოს , ინტერნეტ გვერდს რომ თავისი ,,ბრძნული” აზრები აფრქვიონ. ლანძღონ ევროპა და ამის ფონზე შექმნან საზოგადოებრივი აზრი თუ როგორ ჯობიან ევროპელებს. სინამდვილეში კი შეიძლება ლიბერასტულ მანტიაში მოსხმული ისევ რუსის აგენტები იყვნენ. ჩვენ კი არავინ გვყავს დამცველი.ერთ მართალ და პატრიოტულ სტატიას ვერ წაიკითხავს ადამიანი მთელს ინტერნეტ და ტელევიზიაში ხომ მართალს რას იტყვიან. ხოდა ვართ ჩვენ უბრალო ხალხი სულ მკითხაობაში.ამისთვის მადლობა ღრუსეთს, გონებას გავივარჯიშებთ დაჩლუნგების მაგივრად. არ ვიცი ამდენი უღირსებო რატომ არსებობს .ადამიანს როცა ღირსება არა აქ ის ყველაფერზე მიდის. საქართველოს ყიდის ადვილად უღირსი. ანუ ის ადამიანი ვინც ვერ ცნობს სიმართლეს. მისთვის ადვილია დაჩაგრულს უთავაზოს წიხლი ვიდრე შეებრძოლოს უსამართლო ურჩხულს რადგან ეშინია და იხიბლება ყალბი ძალმოსილებით. დიახ ყალბი იმიტომ რომ სიყალბეა ბოროტება და ყველა ძალმომრეობითი იმპერია ბორიტის მსახურია და დაიფერფლება ბოლოს თავისივე ტყუილში.

    • Nana es sibindzure yvelaferi damkvidrda 1991 rodesac satana amerikam moatria jer shevardnadze da shemdeg uinteleqto,dzveli KGB-ki utvino,usulo saakashvili[ebraeli] da ivanashvili.waikitxe alen dalasis doqtrina:rogor gavanadgurot erebi da mixvdebi tu saidan modias es yvelaferi!!!

  5. ! გული მერევა თქვენზე ! დავიღალე ქართველობას გვართევენ ძახილით_ რაღა ვერ გამამათმავლდით და გასოდომისტდით ამდენ ხანს? აკინის კინოდან მაინც როგორ არ გადმოგედოთ!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here