მთავარი საზოგადოება გამოფხიზლდით! ვაი, ჩვენს თავს!

გამოფხიზლდით! ვაი, ჩვენს თავს!

1382
გააზიარეთ
ლუგარის ლაბორატორია

მკითხველს ბოდიშს ვუხდი სტატიის ამ სიტყვებით დაწყებისთვის, მაგრამ ვიმედოვნებ, გაიზიარებს ჩემ და ჩემისთანების გულისწყრომას ქვემოთ მოყვანილი ორი საკითხის გამო. პირველი მარიხუანის მოყვანაგაყიდვაა, მეორე კი აშშის სენატორის _ ლუგარის სახელობის ყბადაღებული სამეცნიეროკვლევითი ლაბორატორია.

პირველის თაობაზე ლაპარაკი, არცთუ დიდი ხანია, მიმდინარეობს; მეორე უფრო ხანდაზმულია და საზოგადოებაც მეტნაკლებად არის ინფორმირებული, თუნდაც იმიტომ, რომ გაზეთმასაქართველო და მსოფლიომარაერთი წერილი მიუძღვნა ქვეყნისთვის ამ ერთობ სახიფათო პრობლემას.

უწინ იყო ხელისუფალთა ახსნაგანმარტებები, თავის მართლების მსგავსი. იყო უცხოეთის გამოხმაურებაც, განსაკუთრებით, ამერიკელი და ბულგარელი ჟურნალისტების მხრიდან.

შედეგი? _ პრიმიტიული, ანუმობრძანდით და თვითონ ნახეთდონეზე. ამითდაკმაყოფილდაკიდეც მეზობელი რუსეთის მედიის წარმომადგენლის სურვილი, დაეთვალიერებინა თბილისის აეროპორტის სიახლოვეს აშენებული .. უწყინარი კვლევითი ცენტრი.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ოცნების” გამარჯვებას გარკვეული ლიბერალური ნაბიჯებიც მოჰყვა, მათ შორის, რუსი ჟურნალისტების ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაც.

ლუგარის ლაბორატორიის ორი სართულის დათვალიერებამ ფრიად ზედაპირულად თუ გაარკვია ზოგიერთი ჟურნალისტი, რადგან მინით გამიჯნული დერეფნიდან ლაბორატორიის ოთახების ხილვა არაფრის მომცემი იყო. მოითხოვეს ლაბორატორიის დათვალიერება, დაათვალიერებინეს და “კრება დარჩა მხიარული”.

საქმეში ჩახედული ჟურნალისტები კი განგაშს ტეხენ. მაგალითად დავასახელებ ამერიკელ ჯეფრი სილვერმანს, რომელიც ისეთ ამბებს ყვება, მკითხველ-მსმენელს რომ შეაღონებს.

სილვერმანის ინფორმაციით, აშშ-მა პოსტსაბჭოთა სივრცეში 20-ზე მეტი ასეთი ლაბორატორია გახსნა. ეს ლაბორატორიები პენტაგონს ეკუთვნის და დაფინანსებაც იქიდან მოდის. ამასთანავე, ემსახურება აშშ-ის ინტერესებს და არა იმ ქვეყნებისას, რომლებშიც ფუნქციონირებს.

თბილისის ლაბორატორია, რომელიც პენტაგონს 350 მილიონი დოლარი დაუჯდა, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში აშენდა და ამუშავდა. გახსნის ცერემონიალს აშშ-ის სენატორი ლუგარი ესწრებოდა. სწორედ მისი სახელობისაა საქართველოს მოსახლეობისთვის ამერიკელების მიერ მირთმეული ეს “საჩუქარი”. ასეთი ბიოლოგიური კვლევის ცენტრები აშშ-ის სამხედრო უწყების ინტერესებს ემსახურება და მის მიერ კონტროლდება.

თბილისის ლაბორატორიის ამოქმედების შემდეგ იქვე მცხოვრები მოსახლეობა ჩივის ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევების ნეგატიური ზემოქმედების გამო. ალბათ, ეს იყო “ოცნების” ხელისუფლების მხრიდან სწრაფი რეაგირებისა და ჟურნალისტების იქ შეშვების მთავარი მიზეზი.

მოსახლეობის ჩივილი კი არ შეწყვეტილა.

ცნობილია, რომ აშშ-მა ხელი მოაწერა ბაქტეოროლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციას, ამიტომაა, რომ თავს იზღვევს და ასეთი იარაღის დასამზადებლად აუცილებელ კვლევებს ატარებს საკუთარი ტერიტორიიდან ფრიად დაშორებულ ქვეყნებში. კვლევის შედეგები პრაქტიკული ცდებით უნდა შემოწმდეს. ამიტომ იყო, რომ საქართველოში დროდადრო ვრცელდებოდა ისეთი ეგზოტიკური დაავადებები, როგორიც იყო “ღორის გრიპი”, “ზიკას” ვირუსი და სხვა ამგვარი.

მაგრამ ლუგარის ცენტრის უდიდესი ფიასკო იყო 2016 წლის აპრილში ამ ლაბორატორიის 30 თანამშრომლის ერთსა და იმავე დღეს გარდაცვალება, მაისში კი _ 13 ადამიანის დაღუპვა. ამ ტრაგედიამ გაჟონა, მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და ამერიკელებმაც, ხელი რომ დაებანათ, აიკრეს გუდა-ნაბადი, აკრიფეს ყველაფერი, რაც სჭირდებოდათ, და წავიდნენ; ცენტრი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გადასცეს. ახლა აცხადებენ: თუ რამ შეკითხვა გაქვთ, საქართველოს მთავრობას მიაკითხეთო.

ლუგარის ლაბორატორიის კვლევების თემაზე სულ ახლახან რუსეთის ტელესივრცეში ილაპარაკა მოსკოვში მცხოვრებმა საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ.

მისმა სენსაციურმა განცხადებამ უმალ მიიპყრო რამდენიმე ტელეარხის, მათ შორის _ НТВ-ს, ОРТ-სა და Ðრყყმჭ-ს პოლიტიკური თოქშოუების ყურადღება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური ნოტით მიმართა აშშ-ის საელჩოს ახსნა-განმარტებისთვის.

გიორგაძე რამდენიმე დღის განმავლობაში დომინირებდა საინფორმაციო გადაცემებშიც. კრიტიკის ობიექტი _ საქართველო კი ისე არის გატრუნული, თითქოს არაფერი ესმის. და ეს მაშინ, როცა რუსეთის ტელესივრცეში ოდნავი აუგი საქართველოს მიმართ უმალ აქაური პოლიტიკოს-პოლიტოლოგებისა და ჟურნალისტების მწვავე განხილვის საგანი ხდება.

გავა დრო და სხვა პრობლემები წამოიწევს წინა პლანზე, ლუგარის ლაბორატორიის კვლევების თემა მინელდება ახალ დაავადებებამდე და სიკვდილიანობამდე, ნიადაგის, შინაური ცხოველების მასობრივ განადგურებამდე, მცენარეების გავერანებამდე, საქართველოში მასობრივად რომ ხმება და ნადგურდება.

ლუგარის ლაბორატორიის მომაკვდინებელ კვლევებს არაფრით ჩამოუვარდება საქართველოს ხელისუფლების ინიციატივით წამოწყებული ახალი პროექტი მარიხუანის მოყვანა-გასაღების თაობაზე. ეს ინიციატივა საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მმართველი პარტიის შეკრებიდან, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

კრებამ დადებითად შეაფასა შს მინისტრ გახარიას კანონპროექტი და მწვანე შუქი აუნთო პარლამენტისკენ _ განსახილველად, ანუ დასაკანონებლად. მარიხუანასთან დაკავშირებულმა ასეთმა სისწრაფემ _ ცივი წყლის თავზე დასხმის ეფექტი გამოიწვია საზოგადოებაში.

მარიხუანის დეკრიმინალიზაციალეგალიზაციასთან დაკავშირებული პერიპეტიებისაქართველო და მსოფლიოსმკითხველისთვის კარგად არის ცნობილი.

გავიხსენოთ პარტია “გირჩის” დამოკიდებულება ნარკოტიკების, მათ შორის, მარიხუანის მოხმარების მიმართ და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. სატელევიზიო ეთერში გამოსულმა კობა დავითაშვილმა ბრძანა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლა ხელისუფლებამ განახორციელა, მაგრამ ხელისუფლება ამას ვერ გაბედავდა, თუ არა მასზე განხორციელებული ზემოქმედება _ თუ ვისი მხრიდან, მკითხველისთვის ცნობილია.

საქართველოში 200-ზე მეტი პარტიაა და მათ შორის _ “გირჩი”, რომლის ინიციატივებზე საკონსტიტუციო სასამართლოს დაუყოვნებელი რეაგირება გამორიცხავს შემთხვევითობას და წინა პლანზე წამოსწევს მიზანმიმართულ გეგმას, რომელიც წლების განმავლობაში მზადდებოდა მაღალ ეშელონებში. აღმოჩნდა, რომ მარიხუანა კარგია, მისი მოხმარება არ ვნებს ადამიანს, რომ ის გამოიყენება მედიცინასა და პარფიუმერიაში, ხოლო მისი საექსპორტოდ გატანა მილიარდობით შემოსავალს მოუტანს ქვეყანას.

ტელესივრცეში გაჩნდნენ ექსპერტები, რომლებიც მოუწოდებენ საზოგადოებას, პრაგმატულად აღიქვას მარიხუანის მოყვანა-გაყიდვის საკითხი; ხელისუფლებისა და “გირჩის” წარმომადგენლები ერთმანეთს ასწრებენ მარიხუანის ქებაში.

30 წლის წინათ დამოუკიდებელი არსებობისთვის საჭირო რესურსებსაც ერთობ პრიმიტიულად ვეძებდით. ნათქვამი _ “ჩვენ, თავის სარჩენად “ბორჯომი და ჩაიც გვეყოფა”, ისეთივე უსაფუძვლო გამოდგა, როგორც ბევრი სხვა. ვგონებ, ახლაც იმ წარსულის გამოძახილი ჩაგვესმის _ მარიხუანა ქვეყანას გაამდიდრებს.

ვის სჭირდება ნარკოტიკით გამდიდრებული ქვეყანა?!

რა შეიძლება დავარქვათ ნარკოტიკის მწარმოებელგამსაღებელ ქვეყანას _ იქნებბარიგლენდი”?!

რა რეპუტაცია ექნება მას საერთაშორისო არენაზე?

ეს და სხვა კითხვები უკვე ისმის, მაგრამ ხელისუფალთა მხრიდან რეაქცია ნულია. ტელეკომპანიები, მედია საერთოდუხილავმაზეძალამ ისე დაჭედა, რომ ეთერში მხოლოდ დადებითი ისმის, და თითოოროლა, ისიც კანტაკუნტად _ უარყოფითი.

და ეს ხდება საქართველოში _ ტრადიციული სოფლის მეურნეობის ქვეყანაში, რომელიც მის მიერ წარმოებული ჩაით ვეება საბჭოთა კავშირის მოთხოვნას 97%-ით აკმაყოფილებდა. აღარაფერს ვამბობ ციტრუსებზე, ხილზე, ბოსტნეულზე, ალკოჰოლურ სასმელებზე და სხვა პროდუქციაზე.

ერთ-ერთ გაზეთში ამოვიკითხე ორგანიზაცია “ჰერბიას” პრეზიდენტ ზურაბ ჯანელიძის განცხადება მწვანილის მოყვანა-გატანის თაობაზე. ეს ორგანიზაცია მწვანილით ბულგარეთს ამარაგებს, სამომავლოდ ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებშიც აპირებს მის გატანას. ჩამონათვალში თვალი ვერ მოვკარი რუსეთს, დსთ ქვეყნებს, რომლებშიც პროდუქციის გატანა გაცილებით იოლი და მომგებიანია, ბაზარიც ისეთია, საქართველო რომ ვერასოდეს ამოავსებს. რატომ არ ვფიქრობთ ამაზე?

რატომ არაფერს ვაკეთებთ ჩაის გავერანებული პლანტაციების რეაბილიტაციისა და “მწვანე ოქროს” წარმოების მხრივ? რატომ არ ვფიქრობთ ხორბლის და საერთოდ, მარცვლეულის წარმოების გაზრდაზე, ხილის ბაღების გაშენებაზე, ანუ ტრადიციული დარგების აღორძინებაზე?

მარიხუანის მოყვანა-ექსპორტი უდავოდ მოახდენს უკვე დაბოლილი ახალგაზრდების კიდევ უფრო დაბოლებას, გამოთაყვანებას, განადგურებას, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს ისედაც გაუარესებულ დემოგრაფიულ მდგომარეობაზე. გამორიცხული არ არის, “მარიხუანულმა” გენოციდმა, ლუგარის ლაბორატორიისა არ იყოს, წერტილი დაუსვას ქართველი ერის არსებობას.

ვაი, ჩვენს თავს! გამოფხიზლდით! ნუ დააგვიანებთ, თორემ შემდეგ მარიხუანით ტვინგადაბრუნებულებს რაღა გამოაფხიზლებს?!

ომარ მარგველაშვილი

საქართველოსა და რუსეთის დამსახურებული ინჟინერი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოსა და საერთაშორისო საინჟინრო აკადემიების აკადემიკოსი

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here