მთავარი მსოფლიო გამოგონილი ქვეყანა ბინომო, სპეისის ხელი პოროშენკოს მუხლზე და გაეროში აშშ-ის წარმომადგენელი

გამოგონილი ქვეყანა ბინომო, სპეისის ხელი პოროშენკოს მუხლზე და გაეროში აშშ-ის წარმომადგენელი

პრანკერებმა ნიკი ჰეილი გააბითურეს

1894
გააზიარეთ
გამოგონილი ქვეყანა ბინომო, სპეისის ხელი პოროშენკოს მუხლზე და გაეროში აშშ-ის წარმომადგენელი

რუსმა პრანკერებმა ვოვანმა და ლეკსუსმა გაეროში აშშის წარმომადგენელ ნიკი ჰეილის დაურეკეს და მას პოლონეთის პრემიერმინისტრად წარუდგნენ. ქალბატონი ნიკი არ შეუცბუნებია იმ ამბავს, რომ არარსებულ, გამოგონილ სახელმწიფოში ვითარებაზე ესაუბრებოდნენ, _ წერს Vesti.ru

პრანკერები: _ კიდევ ერთი რამ მაინტერესებს _ ბინომო. ეს არც ისე შორს არის ვიეტნამიდან, ჩინეთის სამხრეთითაა. თქვენ გსმენიათ ბინომოს შესახებ?

ჰეილი: _ დიახ, დიახ.

პრანკერები: _ დამოუკიდებლობა სურთ.

ჰეილი: _ მართალია.

პრანკერები: _ მათ არჩევნები ჩაატარეს, ვვარაუდობთ, რომ იქ რუსეთი ჩაერია.

ჰეილი: _ ჰო, რა თქმა უნდა.

პრანკერები: _ და ახლა ეს ბინომო ვითარებას ამწვავებს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში.

ჰეილი: _ ჩვენ გაფრთხილებული ვართ ამის შესახებ და ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას. ვფიქრობ, განვაგრძობთ დაკვირვებას ისევე, როგორც სხვა საკითხებზე, რომლებიც ეხება სამხრეთი ჩინეთის ზღვას.

პრანკერები: _ რა ზომები გატარდება ბინომოს მიმართ?

ჰეილი: _ გავიგებ, როგორია აშშ-ის რეალური პოზიცია ამ საკითხზე და შეგატყობინებთ, რა უნდა გააკეთოთ.

პოლონეთის პრემიერს რომ არ ელაპარაკებოდა, ჰეილი ვერც მას შემდეგ მიხვდა, როცა მას კევინ სპეისსა და პეტრე პოროშენკოზე ჰკითხეს.

პრენკერები: _ მინდა, ჩვენი საუბარი პოლიტიკურ ნოტაზე დავასრულოთ. წაიკითხეთ ბატონი პოროშენკოს დღევანდელი ინტერვიუ?

ჰეილი: _ არა, მაგრამ აუცილებლად გავეცნობი.

პრანკერები: _ პოროშენკომ თქვა, რომ კევინ სპეისი 2015 წელს უკრაინას სტუმრობდა.

ჰეილი: _ დიახ, ეს სასაცილოა.

პრანკერები: _ და ვახშმობისას პრეზიდენტს აეტორღიალა, ხელი დაადო მუხლზე.

ჰეილი: _ რას ამბობთ?

პრანკერები: _ ჰო, ეს სიგიჟეა.

ჰეილი: _ ძალიან სასაცილოა. აუცილებლად წავიკითხავ ამ ინტერვიუს…

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here