Home რუბრიკები საზოგადოება გაზეთი “საქართველო და მსოფლიო” 10 წლისაა _ ვულოცავთ!

გაზეთი “საქართველო და მსოფლიო” 10 წლისაა _ ვულოცავთ!

873
საქართველო და მსოფლიო

2009 წელს, 18-24 თებერვლის თარიღით, გაზეთსაქართველო და მსოფლიოსპირველი ნომერი ვიხილეთ. მან მალე მიიპყრო მკითხველთა ყურადღება. ჩვენს შორის არის პიროვნება, რომელსაც ხელთ აქვს ამ დიდებული გაზეთის ყველა ნომერი _ პირველიდან დაწყებული 474-ის ჩათვლით, თანაც ამაყობს, რომ ამ 10 წლის განმავლობაში გაზეთის გვერდებზე მისი 40 წერილია გამოქვეყნებული.

გაზეთს პირველი დღიდანვე რედაქტორობდა ბატონი ირაკლი თოდუა, რომელიც, სამწუხაროდ, 42 წლისა გარდაიცვალა. სიკეთითა და კეთილშობილებით აღსავსე პიროვნებამ ხალხის დიდი სიყვარული დაიმსახურა. ამაზე ნათლად მეტყველებს ის დიდი პატივისცემა, რომელსაც მის მიმართ “საქართველო და მსოფლიოს” კოლექტივი ავლენს.

ჩვენ, ქუთაისელი მკითხველები, ამ გაზეთმა დაგვატყვევა, უპირველესად, თავისი სიმართლით, ობიექტურობით, ღრმად ინტელექტუალურ-აზროვნებითი პუბლიცისტიკით. ქართულ მასმედიაში გაზეთი “საქართველო და მსოფლიო” ორიგინალური სტილითა და ერთხელ არჩეული გენერალური ხაზისადმი ერთგულებით გამოირჩევა; კერძოდ, გაზეთისთვის საქართველო მდებარეობს არა ბისკაის ყურეში ან ადრიატიკის სანაპიროზე, როგორც ეს გზააბნეულ ხელისუფალთ, ოპოზიციას, მათ მიერ გაბრიყვებულ ადამიანებს ჰგონიათ _ არამედ ევრაზიის აზიურ ნაწილში, სამხრეთ კავკასიაში, სადაც 700-კილომეტრიანი საერთო სამეზობლო საზღვარი აქვს ზესახელმწიფო რუსეთთან. ცხადია, რომ გაზეთის რედაქცია არ იზიარებს ხელისუფალთა მცდარ, გეოპოლიტიკურად ბრმა საგარეო პოლიტიკურ კურსს.

სიმართლისათვის მებრძოლი გაზეთის ცხოვრება არ ყოფილა დალხენილი; პირველსავე წელს მისი რედაქცია სააკაშვილის ნაცებმა ორჯერ დაარბიეს.

ჩვენ ყოველთვის დიდი ინტერესით ვეცნობით ბატონების _ დიმიტრი მონიავას, დავით მხეიძის, ბაკურ სვანიძის, ჯაბა ჟვანიას, გიორგი გაჩეჩილაძის, ბესო ბარბაქაძის, ლუკა ნემსაძის, ქალბატონების _ დარეჯან ანდრიაძის, ეკა ნასყიდაშვილის, საერთოდ, ყველას დიდებულ წერილებს.

რაინდული შემართებით თავი გამოიჩინა ბატონმა გრიგოლ ონიანმა, რომელმაც იოსებ სტალინის მეტად მდიდარი და რთული ფენომენის კვლევის საქმეში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა და მეცნიერების საპატიო დოქტორის წოდებასაც უცილობლად იმსახურებს. “საქართველო და მსოფლიოს” მშვენებაა თანამედროვე ქართული ჟურნალისტიკის ბერმუხა _ დიდოსტატი, ბატონი არმაზ სანებლიძე.

მაშ, მარადიული დღეგრძელობა ჩვენს სათაყვანებელსაქართველო და მსოფლიოს”!

ქუთაისელი მკითხველები:

მარინე ქაცარავა, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი;

მზია მაჩიტიძე, საქონელთმცოდნე;

ფრიდონ ასათიანი, ექსპერტანალიტიკოსი;

ზურაბ კაჭკაჭიშვილი, ინჟინერტექნოლოგი;

სურენ მარტიროსიანი, პედაგოგი, ქართველოლოგი;

ჯუმბერ ლომსიანიძე, დამსახურებული ექიმი;

ზურაბ ხარატიშვილი, ინჟინერმექანიკოსი;

გივი გურეშიძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი

ქუთაისი, თებერვალი, 2019 .

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here