მთავარი მსოფლიო გაეროს გენმდივანმა სირიაში საკონსტიტუციო კომიტეტის შექმნის თაობაზე განაცხადა

გაეროს გენმდივანმა სირიაში საკონსტიტუციო კომიტეტის შექმნის თაობაზე განაცხადა

252
გააზიარეთ
ანტონიუ გუტიერეშმა.

მოხარული ვარ, გამოვაცხადო, რომ სირიის მთავრობა და მოლაპარაკებების სირიის კომიტეტი შეთანხმდნენ დაბალანსებული, სანდო და ინკლუზიური საკონსტიტუციო კომიტეტის შექმნის თაობაზე”, _ განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტიერეშმა.

გაეროს გენერალური მდივნის თქმით, საკონსტიტუციო კომიტეტი უახლოეს დღეებში შეუდგება მუშაობას ჟენევაში. გუტიერეშმა მადლობა გადაუხადა რუსეთს, თურქეთსა და ირანს კომიტეტის შექმნაში მონაწილეობისთვის.

გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სირიის საკითხებში _ გეირ პედერსენი დამასკოში ჩავიდა, სადაც გეგმავს შეხვედრას სირიის საგარეო საქმეთა მინისტრ ვალიდ მუალემთან. აგვისტოს ბოლოს პედერსენმა განაცხადა, რომ სირიის საკონსტიტუციო კომიტეტი თითქმის ჩამოყალიბებულია. 16 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ირანისა და თურქეთის ლიდერებთან _ ჰასან რუჰანისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ანკარაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ მხარეები იმედოვნებენ, რომ საკონსტიტუციო კომიტეტი გადამწყვეტ გავლენას იქონიებს სირიაში ვითარების ნორმალიზებაზე.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here