Home რუბრიკები ეკონომიკა გადახდისუუნარო პირების სიაში 238 562 მოქალაქეა

გადახდისუუნარო პირების სიაში 238 562 მოქალაქეა

1522
ვალი

საქართველოს საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მოვალეთა სიაში 238 562 მოქალაქეა.

მოვალეთა სიაში პირი აღებული ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხვდება. ეს ადამიანები გადახდისუუნარო (გადახდისუუნარობა ნიშნავს მოვალის უუნარობას ვადაში დააკმაყოფილოს კრედიტორის მოთხოვნა) პირებად მიიჩნევიან და მათ სახელზე რეგისტრირებული ანგარიშები და ქონება ყადაღას ექვემდებარება.

ვებგვერდზე მოქალაქის სახელის, გვარის ან პირადი ნომრის ან ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით შეგიძლიათ გაარკვიოთ, არის თუ არა ის გადახდისუუნარო პირთა სიაში. მონაცემები ხელმისაწვდომია ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირისთვის.

მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ პირს ეზღუდება მის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი, რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების განკარგვა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here