Home რუბრიკები საზოგადოება გაბუნიას გამოსვლა, მისი გაუნათლებლობის, უკულტურობისა და უზრდელობის დემონსტრაცია იყო

გაბუნიას გამოსვლა, მისი გაუნათლებლობის, უკულტურობისა და უზრდელობის დემონსტრაცია იყო

489
გაბუნია

ომის ვეტერანების აღშფოთება

დიდი სამამულო ომის ვეტერანები საშინლად აღგვაშფოთა .. 7 ივლისსრუსთავი 2”-ის წამყვან გიორგი გაბუნიას უწმაწურმა, შეურაცხმყოფელმა მიმართვამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისადმი. საშინელი მოსასმენი იყო ამ უზარმაზარი ქვეყნის პრეზიდენტის უცენზურო სიტყვებით ლანძღვა და, საერთოდ, როგორ შეიძლება ტელეეთერში ასეთი ლექსიკით საუბარი?!

გაბუნიას თავხედური გამოსვლა არაფრით განსხვავდებოდა ქუჩის ბიჭის საქციელისაგან. მისი საუბარი არანაირ ეთიკურ ნორმებში არ ჯდებოდა. მან ფსიქიკურად არანორმალური ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. თავისი ბინძური გამოსვლით გაბუნიამ შეურაცხყო არა იმდენად რუსი ხალხი და მისი პრეზიდენტი, არამედ, უწინარესად, ჩირქი მოსცხო ქართველ ერს, ქართულ კულტურას. მართალია, დღეს რუსეთთან საომარ მდგომარეგობაში ვიმყოფებით, მაგრამ ეს უფლებას არ გვაძლევს, ასე სამარცხვინოდ, ქართული კულტურისთვის მიუღებელ სტილში ვლანძღოთ იგი.

აი რას წერს რუსი დიპლომატი დიმიტრი პესკოვი გაბუნიას თავხედურ გამოსვლაზე: რაც შეეხება ჩვენი ქვეყნისა და პრეზიდენტის შეურაცხყოფას, რა თქმა უნდა, მიუღებლად მიგვაჩნია და ვგმობთ, მაგრამ ასეთი რამ არ არის ღირსეული საქციელი კულტურული ტრადიციებით მდიდარი ქართველი ხალხის მხრიდან და სამარცხვინო ქმედებაა”. ძნელია, არ დაეთანხმო! სამწუხაროდ, არაფერი გვაქვს სათქმელი. გაბუნიას გამოსვლა მისი სიბეცის, გაუნათლებლობის, უკულტურობისა და უზრდელობის დემონსტრაცია იყო. ასეთ ადამიანებს რა ესაქმებათ ტელევიზიაში?! სამწუხაროდ, დღეს ჩვენს ქვეყანაში წესრიგი არ არის, თორემ, ასეთი რამ როგორ უნდა ხდებოდეს?! სიმართლე უნდა ითქვას: ხელისუფლებას თავის დროზე ნაციონალებისთვის თავისი ადგილი რომ მიეჩინა კანონის ფარგლებში, დღეს ქვეყანაში წესრიგი გვექნებოდა.

ომის ვეტერანები ვგმობთ გაბუნიას ყოვლად უმსგავსო, ამაზრზენ გამოხდომას და ძალიან გვტკივა გული, რომ მომავალ თაობას ასეთ მოუწესრიგებელ ქვეყანას ვუტოვებთ!

ჩვენ დიდ სამამულო ომში ამისთვის არ გვიბრძოლია.

დიდი სამამულო ომის ვეტერანების სახელით:

შოთა ბუაძე,

იოსებ ტუხაშვილი,

ტარას იჩქიტიძე,

გიორგი ნონიკაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here