Home ახალი ამბები მსოფლიო ბრიტანელი ფანები “მესამე მსოფლიო ომის” დაწყებას აპირებენ მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე

ბრიტანელი ფანები “მესამე მსოფლიო ომის” დაწყებას აპირებენ მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე

1235
ბრიტანელი ფანები

რადიკალურად განწყობილი გულშემატკივრების რამდენიმე ჯგუფი აპირებს გაერთიანებას და რუსეთის ფეხბურთის მოყვარულებისთვისჭკუის სწავლებას” 2018 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე, _ იუწყება Daily Star.

ამას გარდა, ბრიტანელები ამბობენ, რომ უნდა დაიცვან თავიანთი თანამემამულეების უსაფრთხეობა, რადგან, მათი აზრით, რუსეთში არ არსებობს არავითარი დაცვა, შესაძლო დაპატიმრებებისა კი ფანებს არ ეშინიათ.

ერთ-ერთი რადიკალური ჯგუფის წარმომადგენელმა Daily Star -ს განუცხადა: “თუ ადამიანები ფიქრობენ, რომ ჩვენ ვითამაშებთ ფეხბურთს, გავაბოლებთ და მშვიდობიანად ვიყბედებთ, ცდებიან, ასეთი რამ არ მოხდება. ჩვენთან არიან 50-60 წლის კაცები ნიუკასლიდან. მათ ერთი სული აქვთ, დაესწრონ მსოფლიო ჩემპიონატს. ეს იქნება მსოფლიო ომი _ მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე”.

ფეხბურთის ფანატიკოსი მოყვარული ამტკიცებს, რომ არ ღირს მისი და მისი თანამოაზრეების დაშინება. დაე, მოწინააღმდეგეებმა გამოიყენონ არმატურა და დანები, ბრიტანელები მუშტებით შეუტევენ, _ წაიტრაბახა ფანატმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა: ეშმაკს არ ძინავს!

გაზეთი აღნიშნავს, რომ ფეხბურთის ფანატებს შემუშავებული აქვთ “რუსეთში შეჭრის” ლამის “სამხედრო ოპერაციის გეგმა”. “საპასუხო დარტყმის” განსახორციელებლად გაერთიანდნენ “მილუოლის”, “ვესტ ჰემის”, “მანჩესტერის”, შოტლანდიური “რეინჯერსისა” და ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილის ფეხბურთის მოყვარულთა დაჯგუფებები. შემთხვევით ადამიანებს გაერთიანებაში არ იღებენ. ამის თაობაზე Daily Star-ს განუცხადეს, რომ ისინი მხოლოდ მათთან ერთად იბრძოლებენ, ვისაც იცნობენ და ენდობიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here