Home სხვადასხვა დაიჯესტი ბრიტანეთის პრემიერობის ოთხმა კანდიდატმა აღიარა, რომ ნარკოტიკებს მოიხმარდნენ

ბრიტანეთის პრემიერობის ოთხმა კანდიდატმა აღიარა, რომ ნარკოტიკებს მოიხმარდნენ

353
ბრიტანეთის პრემიერობის ოთხმა კანდიდატმა აღიარა, რომ ნარკოტიკებს მოიხმარდნენ

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის პოსტისა და კონსერვატიული პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლამ რაღაც უცნაური ხასიათი შეიძინა. 8 ივნისს Dayli Mailისთვის მიცემულ ინტერვიუში მაიკლ გოუვმა აღიარა, რომ რამდენჯერმე მოიხმარა კოკაინი. მისი თქმით, ეს მოხდა ერთერთ ღონისძიებაზე 20 წლის წინათ. ამჟამად, გამოკითხვის შედეგების მიხედვით, პრემიერობის კანდიდატთა შორის გოუვი მეორეა ბორის ჯონსონის შემდეგ, რომელმაც, თავის მხრივ, 2008 წელს აღიარა, რომ ოქსფორდში სწავლისას კოკაინს ყნოსავდა.

პრემიერმინისტრობის სხვა კანდიდატებიც გამოტყდნენ, რომ ნარკოტიკს მოიხმარდნენ. ესენია: რორი სტიუარტი და ჯერემი ჰანტი. ბრიტანელები ხუმრობენ, რომ სია იმ კანდიდატებისა, რომლებსაც ნარკოტიკი არ გაუსინჯავთ, სწრაფად მცირდება, სხვა პრეტენდენტებს კი აქვთ დრო და შესაძლებლობა, საზოგადოებას მოუყვნენ თავიანთ დამოკიდებულებაზე ნარკოტიკების მიმართ.

რედაქციისგან: პოლიტიკოსთა ასეთი “გულახდილობა” შემთხვევითი არ არის. მათი საქციელი ნარკოტიკების შეფარული პროპაგანდაა და ახალგაზრდების გადაგვარების გზაზე დაყენების ფარული მცდელობა. ყველა მათგანი ახალგაზრდობაში ჩადენილ “შეცდომაზე” ყვება და მათი შემყურე უმწიფარი ახალგაზრდაც მიმბაძველობის მსხვერპლი ხდება _ ხედავ, ამ ხალხისთვის ახალგაზრდობაში ნარკოტიკებით გატაცებას ხელი არ შეუშლია, ცხოვრებაში წინ წასულიყო, მოდი, მეც გავსინჯავ, მათთვის თუ შეიძლებოდა, ვინც დღეს ჩვენს ცხოვრებას წარმართავს, ჩემთვის რატომ არ შეიძლება? _ აი, დაახლოებით ასეთ ფიქრებს აღძრავს ახალგაზრდებში ეს ვითომ უწყინარი “მონანიება”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here