Home სხვადასხვა დაიჯესტი ბიჭი, რომელზეც მაიკლ ჯექსონი დაქორწინდა

ბიჭი, რომელზეც მაიკლ ჯექსონი დაქორწინდა

2655
მაიკლ ჯექსონი

ამერიკელმა ჯეიმ სეიფჩაკმა, რომელმაც ბრალი გაუპატიურებაში დასდო მაიკლ ჯექსონს, გაასაჯაროვა პოპმეფესთან თავისი ურთიერთობის გულისამრევი ფაქტები. გაირკვა, რომ, როცა ბიჭი მხოლოდ ათი წლის იყო, გარყვნილმა მომღერალმა მორიგი გაუპატიურების შემდეგ თავის საძინებელ ოთახში მასთან ფიქტიური დაქორწინების აქტი მოაწყო. 30 წლის მაიკლ ჯექსონმა ბავშვსროლექსისბეჭედი აჩუქა და დაიფიცა, რომ ყოველთვის ეყვარებოდა ჯეიმსი.

“მაშინ მე ძალიან მომწონდა საიუველირო სამკაულები. მან მითხრა, რომ მომცემდა ძვირად ღირებულ საჩუქარს, მაგრამ მანამდე მისთვის სანაცვლოდ ზოგი რამ უნდა მიმეცა. მაჩუქა ბეჭედი სექსუალური ქმედებისთვის. ჩვენ ერთმანეთს საუკუნო ერთგულება შევფიცეთ. ბეჭედი ლამაზი იყო, საქორწინო”, _ აღიარა ჯეიმს სეიფჩაკმა. მის სიტყვებს ბეჭდავს ტაბლოიდი Daily Mail.

სეიფჩაკს თუ დავუჯერებთ, ჯექსონმა იგი 1987 წელს “პეპსის” რეკლამის გადაღების დროს გაიცნო. რამდენიმე თვის შემდეგ მომღერალმა განაახლა ურთიერთობა ბიჭთან და დაიწყო მასზე “ემოციური მანიპულირება”. ჯეიმსი ამბობს, რომ მას უცებ შეუყვარდა მუსიკოსი და ურთიერთსასიყვარულო აქტის დროს ორივენი “სიყვარულით იყვნენ აღვსილნი”.

ჩვენ ვსეირნობდით ან შოპინგით ვერთობოდით, შემდეგ კი მთელ ღამეს ერთად ვატარებდით ან ვესტვუდის მის აპარტამენტებში მივდიოდით და იქ რამდენიმე ღამეს გავატარებდით ხოლმე”, _ აღნიშნავს სეიფჩაკი და აცხადებს, რომ იმ ძველი ამბების გახსენება დღესაც უჭირს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here