Home სხვადასხვა დაიჯესტი ბიოლოგიური ომი: აშშ ქოლერას იემენის მცხოვრებთა დასახოცად იყენებს

ბიოლოგიური ომი: აშშ ქოლერას იემენის მცხოვრებთა დასახოცად იყენებს

1823
ქოლერა

2015 წლის მარტიდან აშშ მხარს უჭერს საუდის არაბეთსა და მის მოკავშირეებს იემენის წინააღმდეგ დანაშაულებრივ ომში. სწორედ ამ საკითხს ეძღვნება ინტერნეტრესურს Global Researchის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა Biological Warfare: US & Saudis use Cholera to kill yemens (‘ბიოლოგიური ომი: აშშ ქოლერას იემენის მცხოვრებთა უმოწყალოდ დასახოცად იყენებს”).

აშშ-ის სამხედრო დანაშაულები შეეხო იმ ადამიანებსაც, რომლებიც ახლა ქოლერის ეპიდემიის მსხვერპლად იქცნენ. ამ დაავადებამ უკვე შეიწირა 400 ათასი ადამიანის სიცოცხლე. ქოლერას იწვევს ბაქტერია Vibro cholera, რომელიც აშშ-ის ხელში იარაღად იქცა იაპონიის (მეორე მსოფლიო ომში), სამხრეთი აფრიკის (აპარტეიდის პერიოდში), ერაყისა (სადამ ჰუსეინის მმართველობისას) და სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ.

“კარგი შედეგი” რომ გამოიღოს, ქოლერა წყლით უნდა გავრცელდეს. სწორედ ეს ხდება დღეს იემენში. 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაბომბვებმა მნიშვნელოვნად დააზიანა იემენის ინფრასტრუქტურა: დაზიანებულია წყლის მომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები, საავადმყოფოები, შედეგად, 25 მლნ ადამიანი ქოლერისგან დაუცველია.

მსოფლიოს ერთ-ერთი ღარიბი ქვეყნის წინააღმდეგ გაჩაღდა ბიოლოგიური ომი, რომელსაც მხარს უჭერდა და უჭერს აშშ-ის ორი ადმინისტრაცია, ამიტომ მისი შეწყვეტის ნიშნები ჯერ არ ჩანს. ბოლო პერიოდში მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების შემთხვევებმა კიდევ უფრო მოიმატა არა მხოლოდ ავღანეთში, არამედ ერაყის ქალაქ მოსულიში და სირიის რაკაში. ეს არის ის, რასაც აკეთებს იმპერია, როცა მისი ავტორიტეტი ეცემა.

იემენში აშშ განაგრძობს მხარდაჭერასა და მონაწილეობას დანაშაულებრივ ქმედებებში და აშშ-ის კონგრესი, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისა და საზოგადოების დიდი ნაწილი ამის წინააღმდეგ არ გამოდის. როგორც ჩანს, განზრახ ავრცელებენ ტოქსინს, რომელიც, ძირითადად, აზიანებს ბავშვებს. თუ მკურნალობა ხელმისაწვდომი არ არის, ქოლერა ადამიანს რამდენიმე დღეში კლავს.

ქოლერა სწრაფად ვრცელდება ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის იემენი. აქ წყლის მომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები დაბომბილია და სწორედ ეს არის მაღალი მოკვდავობის მიზეზი.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი ამჟამად 124 ქვეყანაა. მისი იურისდიქცია ვრცელდება საერთაშორისო დანაშაულებზე, აგრესიის გამოვლენაზე, გენოციდზე, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ ან სამხედრო დანაშაულებზე. აშშ არ არის ამ ორგანიზაციის წევრი. იყო დრო, როდესაც “იურიდიული ვალდებულებების” არმქონე აშშ-ს ჰქონდა მორალური ვალდებულებები, არ ჩაედინა ასეთი დანაშაულები, მაგრამ ახლა გაურკვეველმა ნაციონალურმა ინტერესებმა აშშ მიიყვანა იქამდე, რომ ეს ქვეყანა სასტიკი პოლიციური სახელმწიფოების კომპანიაშია _ საუდის არაბეთის, ეგვიპტის, ბაჰრეინისა და კუვეიტის. ეს ქვეყნები თავს ესხმიან იემენის დაუცველ მოსახლეობას, რომლის უმრავლესობაც _ ჰაუტები _ საკუთარი უფლებების დასაცავად იბრძვის.

აშშ, დიდი ხანია, არის სახელმწიფო, რომელიც მშვიდად ყოფნის საშუალებას არავის აძლევს. შეუძლებელია, ეს კარგად დასრულდეს.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here