Home ახალი ამბები მსოფლიო ბესლანის ტრაგედიიდან 15 წელი გავიდა

ბესლანის ტრაგედიიდან 15 წელი გავიდა

739
ბესლანის ტრაგედიიდან 15 წელი გავიდა

15 წლის წინათ მოხდა ერთერთი საშინელი ტრაგედია თანამედროვე რუსეთის ისტორიაში. ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანის #1 სკოლაში ბოევიკებმა მძევლად აიყვანეს 1128 ადამიანი _ მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები.

ბესლანის ტრაგედიიდან 15 წელი გავიდა

ბესლანის ტრაგედიიდან 15 წელი გავიდა

ტერორისტებს სამი დღის განმავლობაში დანაღმულ შენობაში ჰყავდათ დატყვევებული მძევლები, არ აძლევდნენ მათ არც წყალს და არც საკვებს. შენობა შტურმით აიღეს 3 სექტემბერს, მხოლოდ მას შემდეგ, რაც სკოლის სასპორტო დარბაზში ტერორისტებმა ბომბი ააფეთქეს, გაჩნდა ხანძარი და შენობა ნაწილობრივ ჩამოინგრა. მიუხედავად იმისა, რომ მძევლების უმრავლესობა გაათავისუფლეს, დაიღუპა 333 ადამიანი, მათ შორის, სპეცრაზმელები. მსხვერპლთა შორის იყო 186 ბავშვი. 800-ზე მეტი ადამიანი სხვადასხვა ხარისხით დაიჭრა.

ბესლანის ტრაგედიიდან 15 წელი გავიდა

ამ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა დაიკისრა ტერორისტმა შამილ ბასაევმა.

მოამზადა

ნიკოლოზ აბაშიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here