მთავარი ისტორია ბელარუსში მიმდინარე პროცესების გამოძახილი

ბელარუსში მიმდინარე პროცესების გამოძახილი

ბელარუსის მუშათა კლასმა აჩვენა მსოფლიოს, როგორ იაფად იყიდება იგი, როგორ ადვილად ტყუვდება

521
გააზიარეთ
ბელარუსში მიმდინარე პროცესების გამოძახილი

სკკპ ცენტრალური კომიტეტის მდივანი, სსრკის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და 1952-1956 წლებში გაზეთპრავდისმთავარი რედაქტორი დიმიტრი შეპილოვი იგონებს: “სტალინთან ცნობილი ისტორიკოსის წიგნი შევიტანე იმის გასაგებად, რა აზრი ჰქონდა მას წიგნისთვის სტალინური პრემიის მინიჭებაზე.

_ მე ვერ მოვასწარი წიგნის წაკითხვა. თქვენ თუ წაიკითხეთ? _ მკითხა სტალინმა, მე დადებითად ვუპასუხე.

_ და რას გვთავაზობთ?

მოვახსენე:

_ აგიტპრომი მხარს უჭერს ამ წიგნისთვის პრემიის გადაცემას.

_ ამ წიგნში არის რამე ბაქოელ კომისრებზე? _ იკითხა სტალინმა.

_ დიახ, არის, ამხანაგო სტალინ, _ მივუგე მე.

_ და მათ საქმიანობას წიგნის ავტორი დადებითად აფასებს?

_ დიახ, _ ვუპასუხე.

_ თუ ასეა, არ შეიძლება ამ წიგნისთვის პრემიის მინიჭება, _ განაცხადა სტალინმა, _ ბაქოელი კომისრები არ იმსახურებენ დადებით შეფასებას, მათ დაამხეს ხელისუფლება, ქვეყანა მტრებს უბრძოლველად ჩააბარეს, ჩასხდნენ გემში და წავიდნენ. ჩვენ ისინი შევიბრალეთ, არ ვაკრიტიკებთ. რატომ? მათ მიიღეს მოწამეობრივი სიკვდილი _ დახვრიტეს ინგლისელებმა; ამიტომ ვინახავთ მათ ხსოვნას, თუმცა მათ ეკუთვნოდათ მკაცრი შეფასება. ისინი ცუდი პოლიტიკოსები აღმოჩნდნენ. როდესაც ისტორია იწერება, უნდა დაიწეროს სიმართლე. სხვა საქმეა, შეინახო ხსოვნა, ჩვენ ამას ვაკეთებთ; მეორე საქმეა, მოვლენის სწორი შეფასება (“ენციკლოპედია სტალინი”, 2007 წ. გვ. 50-51).

* მოსკოვი, 1941 წლის 28 ნოემბერი. გიორგი ჟუკოვი გადაჭრით სთხოვს გენერალურ შტაბს ფრონტის შტაბის გადატანას პერხუშკოვოდან (სოფელი მოსკოვის ოლქში _ გ.ო.) მოსკოვის ბელორუსიის ვაგზალზე.

გენერალური შტაბის უფროსმა სერგეი შტემენკომ დაუყოვნებლივ მოახსენა სტალინს ჟუკოვის მოთხოვნა. სტალინი ცოტა ხნით ჩაფიქრდა და დინჯი, მაგრამ ფოლადივით მტკიცე ხმით თქვა:

_ გადაეცით ჟუკოვს: მას საკმარისი ძალები ჰყავს იმისთვის, რათა აღკვეთოს მტრის წინსვლა და ვუბრძანებ, შეასრულოს ჩემი დავალება, რადაც უნდა დაუჯდეს. რაც შეეხება ჟუკოვის წინადადებას ფრონტის შტაბის პერხუშკოვოდან ზურგში ევაკუაციის შესახებ, ეს უკვე მოსკოვის დათმობას ნიშნავს. წუთიერი დუმილის შემდეგ მომესმა სტალინის მეორე ბრძანება. მან იქვე მჯდომ ვასილევსკის მიმართა: გადაეცით დასავლეთის ფრონტის სამხედრო საბჭოს _ თუ ჟუკოვი გადავა პერხუშკოვოდან ბელორუსიის ვაგზალზე, მის ადგილს სტალინი დაიკავებს” (“გენერალური შტაბი დიდ სამამულო ომში”, შტემენკოს მოგონებებიდან).

* მოსკოვი, 1941 წლის 1 დეკემბერი. “გერმანელები ჩემს გვამზე გადაივლიან და მოსკოვში ისე შევლენ” (“გენერალური შტაბი დიდ სამამულო ომში”, შტემენკოს მოგონებებიდან).

* მოსკოვი, კრემლი, 1945 წლის 28 მარტი. “სლავების ცხოვრების ისტორია გვასწავლის, რომ ჩვენ კავშირი გვჭირდება სლავების დასაცავად. აი, თუნდაც ბოლო ორი მსოფლიო ომი, რატომ დაიწყო იეს ომები? _ სლავების გამო. გერმანელებს სლავების დამონება სურდათ. ვინ დაზარალდა ყველაზე მეტად ამ ომებში? _ როგორც პირველ, ასევე მეორე მსოფლიო ომში ყველაზე მეტად დაზარალდნენ სლავი ხალხები: რუსები, უკრაინელები, ბელორუსები, სერბები, ჩეხები, სლოვაკები, პოლონელები. ესე იგი, გერმანელებისგან ყველაზე მეტად სლავები იტანჯებოდნენ და ახლა ჩვენ ძლიერად ვურტყამთ გერმანელებს და ბევრს ჰგონია, რომ ისინი ვეღარასოდეს დაგვემუქრებიან. არა, ეს ასე არ არის. მე მძულს გერმანელები, მაგრამ სიძულვილმა არ უნდა შეგვიშალოს ხელი მათ ობიექტურ შეფასებაში. გერმანელები დიდი ერია, ძალიან კარგი ტექნიკოსები და ორგანიზატორები არიან, დაბადებიდანვე მამაცი ჯარისკაცები. გერმანელების განადგურება შეუძლებელია. ისინი დარჩებიან. ჩვენ ვურტყამთ გერმანელებს და საქმე დასასრულისკენ მიდის, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოკავშირეები ეცდებიან, გადაარჩინონ გერმანელები და მოელაპარაკონ მათ. ჩვენ დაუნდობლები ვიქნებით გერმანელთა მიმართ, ხოლო მოკავშირეები შეეცდებიან, რბილად მოექცნენ, ამიტომ ჩვენ, სლავები, მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ გერმანელები, შესაძლოა, ისევ დადგნენ ფეხზე და გამოვიდნენ სლავთა წინააღმდეგ. ამიტომ ჩვენ _ ახალი სლავიანოფილები, მედგრად მოგიწოდებთ სლავი ხალხების კავშირისკენ” (ვ. მალიშევი, “დღიური”).

ალექსანდრე ლუკაშენკო
ალექსანდრე ლუკაშენკო

* “მე მაქვს წერილი იმის შესახებ, რომ ჩვენ, კომუნისტები, ბელორუსთა ეროვნებას ვითომ ხელოვნურად ვნერგავთ. ეს არ არის მართალი, იმიტომ, რომ არსებობს ბელორუსი ერი, რომელსაც აქვს თავისი, რუსულისგან განსხვავებული ენა, რომლის გამოც ბელორუსი ხალხის კულტურის ამაღლება მხოლოდ მის დედა ენაზე შეიძლება. ასეთივე სიტყვები ისმოდა ხუთი წლის წინათ უკრაინაზეც, უკრაინელ ერზე, ხოლო ცოტა ხნის წინათ კიდევ ამბობდნენ, უკრაინის რესპუბლიკა და უკრაინელი ერი გერმანელების გამონაგონიაო. სინამდვილეში უკრაინელი ერი არსებობს და მისი კულტურის განვითარება კომუნისტების მოვალეობას შეადგენს. არ შეიძლება ისტორიის წინააღმდეგ წასვლა. ცხადია, თუ უკრაინის ქალაქებში აქამდე კიდევ ჭარბობენ რუსული ელემენტები, დროთა განმავლობაში აუცილებლად მოხდება ამ ქალაქების უკრაინიზაცია.

40 წლის წინათ რიგა გერმანული ქალაქი იყო, მაგრამ, რადგან ქალაქები სოფლების ხარჯზე იზრდება, ხოლო სოფელი ეროვნების შემნახველია, დღეს რიგა ლატვიური ქალაქია. იგივე დაემართება ბელორუსიასაც, რომლის ქალაქებში ჯერ კიდევ ჭარბობენ არაბელორუსები” (ი. სტალინი, თხზულებანი, ტ. 5, გვ.52).

* “უეჭველად მცდარად უნდა ჩაითვალოს, აგრეთვე, სემიჩის ცდა _ განიხილოს ნაციონალური საკითხი იუგოსლავიაში საერთაშორისო ვითარებისა და ევროპის მოსალოდნელი პერსპექტივების გაუთვალისწინებლად. სემიჩი ეყრდნობა იმას, რომ ამჟამად ხორვატებსა და სლოვენიელებში არ არსებობს სერიოზული სახალხო მოძრაობა დამოუკიდებლობისთვის და იმ დასკვნამდე მიდის, რომ ერთა თვითგამორკვევის უფლების საკითხი აკადემიური საკითხია. ყოველ შემთხვევაში, აქტუალური არ არის. ეს, რა თქმა უნდა, არასწორია. კიდევაც რომ დავეთანხმოთ, რომ ეს საკითხი ამჟამად აქტუალური არ არის, იგი შეიძლება აქტუალური გახდეს, თუ ომი დაიწყო ან, როცა ომი დაიწყება, თუ ევროპაში რევოლუცია მოხდა ან როცა იგი მოხდება, ხოლო ომი აუცილებლად რომ დაიწყება და ისინი წაეკიდებიან ერთმანეთს, უეჭველია, თუ მხედველობაში ვიქონიებთ იმპერიალიზმის ბუნებასა და განვითარებას” (სტალინი, თხზულებანი, ტ.7, გვ. 79).

* “ზედმეტი არ იქნება, მოკლედ განვიხილოთ ომის ის გეგმები, რომლებსაც ახლა ამუშავებენ ბურჟუაზიული პოლიტიკოსების წრეებში. ერთნი ფიქრობენ, რომ ომი უნდა მოეწყოს ერთ-ერთი დიდი სახელმწიფოს წინააღმდეგ; ფიქრობენ, გამანადგურებელი ლახვარი ჩასცენ მას და გამოასწორონ თავიანთი საქმეები მის ხარჯზე. დავუშვათ, მათ მოაწყვეს ასეთი ომი. რა შეიძლება მოჰყვეს მას? როგორც ვიცით, პირველი იმპერიალისტური ომის დროსაც უნდოდათ, მოესპოთ ერთერთი დიდი სახელმწიფო _ გერმანია და ხელი მოეთბოთ მის ხარჯზე. მერე რა გამოვიდა აქედან? გერმანია მათ ვერ მოსპეს, მაგრამ დათესეს ისეთი სიძულვილი გამარჯვებულთა მიმართ და შექმნეს ისეთი მდიდარი ნიადაგი რევანშისთვის, რომ ჯერ კიდევ აქამდე ვერ შეძლეს და, ალბათ, ვერც შეძლებენ, მალე გამოასწორონ მათ მიერვე შეთითხნილი საზიზღარი საქმე. სამაგიეროდ, მათ მიიღეს კაპიტალიზმის განადგურება რუსეთში, პროლეტარული რევოლუციის გამარჯვება რუსეთში და ცხადია, საბჭოთა კავშირი. სად არის გარანტია, რომ მეორე იმპერიალისტური ომი მათ მისცემს უკეთეს შედეგებს, ვიდრე მისცა პირველმა? განა უფრო სწორი არ იქნება, ველოდოთ საწინააღმდეგო შედეგს (სტალინის შორსმხედველობა ნათლად დაადასტურა მეორე მსოფლიო ომმა, რომელმაც გამოიწვია ნახევარი ევროპის გაწითლება _ გრ. ონიანი)?

მეორენი ფიქრობენ, რომ ომი უნდა დაიწყოს ერთერთი ისეთი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც სუსტია სამხედრო თავდაცვის მხრივ, მაგრამ ფართოა, როგორც ბაზარი, მაგალითად, ჩინეთის წინააღმდეგ, რომელიც, თურმე, არ შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფოდ ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით, არამედ წარმოადგენს მხოლოდარაორგანიზებულ ტერიტორიას”, რომლისთვისაც საჭიროა, რომ იგი დაიპყრონ ძლიერმა სახელმწიფოებმა, მათ, როგორც ჩანს, უნდათ ამ ქვეყნის საბოლოოდ დაყოფა და თავიანთი საქმეების გამოსწორება მის ხარჯზე. დავუშვათ, მოაწყვეს ასეთი ომი. რა შეიძლება მოჰყვეს ყველაფერს ამას? ცნობილია, რომ მე-19 საუკუნის დამდეგს სწორედ ასე უყურებდნენ იტალიასა და გერმანიას, როგორც ამჟამად უყურებენ ჩინეთს, ესე იგი, ამ ქვეყნებს თვლიდნენ “არაორგანიზებულ ტერიტორიებად”, არასახლემწიფოებად და იმონებდნენ. მერე რა გამოვიდა აქედან? _ როგორც ვიცით, გერმანიისა და იტალიის ომი დამოუკიდებლობისთვის. ამას მოჰყვა ამ ქვეყნების ხალხთა გულში გამარჯვებულებისადმი სიძულვილის გაძლიერება, რომლის შედეგების ლიკვიდაცია ჯერ კიდევ არ მომხდარა და, ალბათ, კარგა ხანს არ მოხდება.

მესამენი ფიქრობენ, რომ ომი უნდა მოაწყოსუმაღლესმა რასამ”, ვთქვათ, გერმანულმარასამ”, “დაბალი რასის”, პირველ ყოვლისა _ სლავების წინააღმდეგ, რომ მხოლოდ ასეთ ომს შეუძლია მდგომარეობიდან გამოყვანა, რადგანუმაღლესი რასამოწოდებულია, გაანაყოფიეროსდაბალი რასადა იბატონოს მასზე. დავუშვათ, რომ ეს უცნაური თეორია, რომელიც ისეა დაშორებული მეცნიერებას, როგორც ცა დედამიწას, განახორციელეს პრაქტიკულად. რა შეიძლება მოჰყვეს მას? ცნობილია, რომ ძველი რომი სწორედ ისე უყურებდა ახლანდელი გერმანელებისა და ფრანგების წინაპრებს, როგორც ამჟამად “უმაღლესი რასის” წარმომადგენლები უყურებენ სლავურ ტომებს. ცნობილია, რომ ძველი რომი დაცინვით უწოდებდა მათ დაბალ რასას, ბარბაროსებს, რომლებიც მოწოდებულნი არიან, მუდამ ემორჩილებოდნენ უმაღლეს რასას, თანაც ძველ რომს ამისთვის ჰქონდა ერთგვარი საფუძველი, რაც არ შეიძლება ითქვას ახლანდელი უმაღლესი რასის წარმომადგენლებზე. მერე რა გამოვიდა აქედან? გამოვიდა ის, რომ არარომაელები, ე.ი., ყველა “ბარბაროსი” გაერთიანდა საერთო მტრის წინააღმდეგ და დაამხო რომი. ჩნდება კითხვა _ სად არის გარანტია, რომ ამჟამინდელიუმაღლესი რასისწარმომადგენელთა პრეტენზიები არ მიიყვანს მათ ანალოგიურ სავალალო შედეგებამდე? სად არის გარანტია, რომ ფაშისტი პოლიტიკოსები ბერლინში უფრო ბედნიერი აღმოჩნდებიან, ვიდრე იყვნენ ძველი და გამოცდილი დამპყრობლები რომში? განა უფრო მართებული არ იქნება, წარმოვიდგინოთ საწინააღმდეგო შედეგი?

ბოლოს, მეოთხენი ფიქრობენ, რომ ომი უნდა მოეწყოს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ისინი ფიქრობენ, გაანადგურონ საბჭოთა კავშირი, გაინაწილონ მისი ტერიტორია და ხელი მოითბონ მის ხარჯზე. შეცდომა იქნებოდა, ჩაგვეთვალა, რომ ასე ფიქრობს მხოლოდ ზოგიერთი სამხედრო წრე იაპონიაში. ჩვენ ვიცით, რომ ასეთივე გეგმები მზადდება ევროპის ზოგიერთი სახელმწიფოს პოლიტიკურ ხელმძღვანელთა წრეებში. დავუშვათ, რომ ეს ვაჟბატონები სიტყვიდან საქმეზე გადავიდნენ. რა შეიძლება მოჰყვეს მას? არ მგონია, საეჭვო იყოს, რომ ომი ყველაზე საშიში იქნება ბურჟუაზიისთვის. ის იქნება ყველაზე უფრო საშიში არა მხოლოდ იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირის ხალხები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებენ რევოლუციის მონაპოვრებისთვის. იგი ყველაზე საშიში იქნება ბურჟუაზიისათვის, აგრეთვე, იმიტომ, რომ ომი იწარმოებს არა მხოლოდ ფრონტზე, არამედ მოწინააღმდეგის ზურგშიც. ბურჟუაზიას შეუძლია, ეჭვი არ შეიტანოს იმაში, რომ საბჭოთა კავშირის მუშათა კლასის მრავალრიცხოვანი მეგობრები ევროპასა და აზიაში შეეცდებიან, ზურგიდან დაჰკრან მჩაგვრელებს, რომლებმაც დაიწყეს დანაშაულებრივი ომი ყველა ქვეყნის მუშათა კლასის სამშობლოს წინააღმდეგ. და ჩვენ ნუღარ გვისაყვედურებენ ბატონი ბურჟუები, თუ მათ ასეთი ომის მეორე დღეს სათვალავში დააკლდებათ მათთვის ახლობელი მთავრობები, რომლებიც ამჟამად განცხრომით მეფობენ “წყალობითა ღვთისათა” (ი. სტალინი, საანგარიშო მოხსენება, პარტიის XVII ყრილობა).

ყველა ზემოთ მოყვანილი მასალა მიგვანიშნებს, რომ შექმნილ სახელმწიფოს დაცვა და შენარჩუნება სჭირდება. მიუხედავად ქვეყნის ეკონომიკური სისუსტისა, სტალინის მიერ შექმნილი სახელმწიფო სისტემა დაცული იყო გარეშე პოლიტიკური ინტრიგებისგან. პოლიტიკური ბუნტი საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ ეწყობოდა ქვეყნის ტერიტორიის გარეთ, პოლიტიკური ბრძოლის მოედანზე, საიდანაც დისტანციური მართვის წყალობით ყველა პოლიტიკური ორთაბრძოლა საბჭოთა კავშირის გამარჯვებით მთავრდებოდა (ეს ხომ სტალინის პოლიტიკური ჯადოქრობა გახლდათ).

სტალინმა კარგად იცოდა ცამდე აწვდენილი გოდოლის მშენებლობის შეწყვეტის ლეგენდის ამბავი, რომ ერთ ენაზე მოლაპარაკე ხალხი მწყობრად და ტემპში აშენებდა გოდოლს და მის ბოლომდე აშენებას ვერაფერი შეაჩერებდა გარდა იმისა, რომ მშენებლებს სხვადასხვა ენაზე ელაპარაკათ.

იმპერიალიზმის ვირთხებმა 1975 წელს ჰელსინკში დაგებულ კაკანათში შეიტყუეს საბჭოეთისა და დემოკრატიული ქვეყნების ლიდერები და უფასო ყველის ნაჭერზე მიიპატიჟეს, ბოლოს კარი გამოუხურეს, მათი ქვეყნები კი ატლანტის მგლების სათარეშოდ აქციეს. მშვიდობის საბჭოური ბურჯი და მსოფლიოს ჩარგრულ ხალხთა მხსნელის, სოციალური სამართლიანობისა და ადამიანთა თანასწორუფლებიანობისთვის ბრძოლის ბაირახტარი ქვეყანა დაშალეს და კიდევ უფრო გააძლიერეს მონების მონობა და მდიდართა გამდიდრება.

მაშინაც კი, როდესაც კორონავირუსის გამო პლანეტა თითქმის გააჩერეს და კვამლი არსაიდან არ ამოდიოდა, რაც პირველი ცდა იყო კონტინენტური ერთიანი მმართველობისა, მსოფლიოს 26-მა მილიარდერმა კაცმა 500 მილიარდით გაამდიდრა თავისი კაპიტალი და ვინ დათვლის, რამდენით დააზარალეს მსოფლიოს მოსახლეობა.

დედამიწის მოსახლეობა დღეს კოლიზეუმში ზის და უყურებს ცხოველისა და ათლეტის ბრძოლას. გამძვინვარებულ პროლეტარიატს წითელ ნაჭერს უფრიალებენ თვალწინ, რითაც უფრო ღიზიანდება თავისუფლების მოყვარე, თავისუფლება შეზღუდული ცხოველი და გაშმაგებით უტევს ყველაფრით დაცულ ათლეტ მეომარს.

ასეა დღეს მსოფლიოს ფარული ხელი, ჩაგრულ ხალხებს მათ აღსასრულს ტაშისცემით რომ აყურებინებს.

სტალინი და სლავების გაერთიანების პოლიტიკური წინასწარხედვა იმიტომ მოვიყვანე მაგალითად, რომ სლავებს რუსეთის დანგრევით ხერხემალი გადაუტეხეს. ოლიგარქიაზე გამობმული ვლადიმერ პუტინი აღარ არის მსოფლიო პროლეტარიატის ბელადი. ის “მე-20 საუკუნის გეოპოლიტიკური კატასტროფის” მომწყობთა ბელადია, რომლებიც საიმედოდ ჰყავს დაცული.

ალექსანდრე ლუკაშენკო  კი დღეს სწორედ ის ხარია, რომელიც ბოლოს გამოიყვანეს კოლიზეუმის არენაზე და მსოფლიოს თვალწინ უნდათ დაჰკრან, რასაც, ალბათ, ტაშით შეხვდება მაყურებელი.

გამოთქმა  “ხალხი ბრძენია”  ეშმაკის შემოგდებულია. ეშმაკი ხალხის სახელით ეშმაკობს და ხალხებს ხაფანგში აბამს. ამის ნათელი დადასტურებაა ის, რასაც ბელარუსში მოგუგუნე მძიმე თუ მსუბუქი ინდუსტრიის მუშათა კლასი სჩადის, რასაც აკეთებს ამ ქვეყნის აგრარული სექტორი.

არასწორად მიმაჩნია სტალინის დებულება, რომ მუშათა კლასი არის მებრძოლი კლასი, რომელმაც უნდა დაასამაროს ბურჟუაზია და მსოფლიო იმპერიალიზმი.

ბელარუსის მუშათა კლასმა აჩვენა მსოფლიოს, როგორ იაფად იყიდება იგი, როგორ ადვილად ტყუვდება. ბელარუსის მუშათა კლასის მოღალატეობრივი პოლიტიკა მით უფრო აშკარაა, რომ მას თვალწინ ჰქონდა უზარმაზარი პოსტსაბჭოთა სივრცე, რომელიც დაცარიელდა ყოველგვარი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნისგან. ხალხები გმინავენ უმუშევრობისა და შიმშილისგან, ბიუროკრატიისაგან, ადამიანის მიერ ადამიანის ჩაგვრისაგან. ბელარუსის მუშათა კლასი კი, რომლის ცხოვრების დონეც დღეს 50-ჯერ აღემატება ყოფილი საბჭოთა კავშირის მოწინავე რესპუბლიკის _ უკრაინის მუშათა კლასის ცხოვრების დონეს, ქარხნებს კეტავს და აჯანყების მოსაწყობად ქუჩაში გამოდის. ეს არ არის გადაგვარებისა და ადამიანთა გადაშენების წინაპირობა?

თუმცა ბელარუსს რას ვერჩით, როდესაც საქართველოს ეროვნული მოძრაობის “უთავლსაჩინოესი მოღვაწენი” _ ნოდარ ნათაძე და პაატა კოღუაშვილი _ სოფელ-სოფელ დადიოდნენ და მოუწოდებდნენ მოსახლეობას, შეჭრილიყვნენ სახელმწიფო ფერმებში და საქონელი დაეტაცათ; შესეოდნენ ვენახებს და დაეკრიფათ ყურძნის მოსავალი. სოფლად ასეთი პოლიტიკის გატარებას შეეწირა წითელწყაროს რაიონის უმდიდრესი კოლმეურნეობის ლეგენდარული თავმჯდომარე, სოციალისტური შრომის გმირი ნიკო ყოჩიაშვილი, რომელსაც გული გაუხეთქა ეროვნული მოძრაობის ამ ორმა წარმომადგენელმა.  უფრო დიდი უბედურება ანახვეს ზემო ქედის კოლმეურნეობის სწორუპოვარ თავმჯდომარეს არსენ კობაიძეს.

და კიდევ რამდენი უბედურება აწევს ცოდვად ჩვენი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ზოგიერთ წარმომადგენელს, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს უპატიოსნესი ოჯახის შვილის, უაღრესად ავტორიტეტული და უანგარო ადამიანის _ ზვიად გამსახურდიას სახელი. არადა, მას ნამდვილად შეეძლო შეექმნა ჭეშმარიტად ქრისტიანული საქართველო და იმის მაგივრად, რომ დღეს პოსტსაბჭოთა ქვეყნების  ყოფილი მუშათა კლასი აღდგეს და სიტყვიერად მაინც  მხარი დაუჭიროს  ქვეყნის პატრიოტს, მშრომელ და მებრძოლ ლუკაშენკოს, ისმის მისი კრიტიკა, რომ ის დიქტატორია. დიახ, ძველ რომში დიქტატორს ხალხი ირჩევდა განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო უფსკრულის პირას იდგა.

ლუკაშენკოს მკაცრმა ხელმა გადაარჩინა ბელარუსი ხალხი და ის სამაგალითო ქვეყნად იქცა პოსტსაბჭოთა სივრცეში და, თუ ბელარუსის მაგალითს მიბაძავს პუტინი თავისი რუსეთით, მაშინ კვლავ აღდგება ზესახელმწიფო რუსეთისა…

 გრიგოლ ონიანი

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here