მთავარი პოლიტიკა “ბებერი ევროპა” ერთიანდება… პერიფერიების გარეშე

“ბებერი ევროპა” ერთიანდება… პერიფერიების გარეშე

ვინ უნდა არჩინოს აღმოსავლეთი ევროპა?

437
გააზიარეთ
ემანუელ მაკრონი-მერკელი

საფრანგეთის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ორი ქვეყნის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ. ემანუელ მაკრონისა და ანგელა მერკელის შეხვედრამ უსიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა ევროპაზე: ევროკავშირის ორმა მთავარმა სახელმწიფომ უხეშად დაარღვია თამაშის წესები, როდესაც ევროკავშირის გვერდის ავლით ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას ინტეგრაციაზე. საფრანგეთისა და გერმანიის ალიანსის გაძლიერება ნიშნავსორსიჩქარიანი ევროპის იდეასთანდაბრუნებას, რომლის თანახმადაც ევროკავშირისბირთვისმდიდარი ქვეყნები განაგრძობენ ინტეგრაციას ერთმანეთში, აღმოსავლეთევროპული პერიფერია კი ახალი გაერთიანების მიღმა რჩება. “ბირთვისმოსამსახურის როლი მათ თითქმის ოფიციალურად გაუფორმეს.

საფრანგეთსა და გერმანიას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ადგილი სიმბოლურად იყო შერჩეული _ ქალაქი აახენი, კარლ დიდის იმპერიის დედაქალაქი. რომის იმპერიის დაშლის შემდეგ კაროლინგების სახელმწიფო გაერთიანებული ევროპის შექმნის პირველი მცდელობა იყო. კარლ დიდის იმპერიის ცენტრი _ ჩრდილოეთის ზღვის რეგიონიდან ალპებამდე _ კაროლინგების შემდეგ ათას წელზე მეტია, რჩება ღერძად, რომლის გარშემოც ბრუნავს ევროპის ისტორია. გასაკვირი არ არის, რომ ევროპული ცივილიზაციის ღერძის 6-მა მეზობელმა ქვეყანამ _ საფრანგეთმა, გერმანიამ, ბელგიამ, ნიდერლანდებმა, ლუქსემბურგმა და იტალიამ _ კარლ დიდიდან 12 საუკუნის შემდეგ შექმნეს გაერთიანება, რომელსაც მოგვიანებით ევროკავშირი ეწოდა.

ახლა კი ემანუელ მაკრონმა და ანგელა მერკელმა აახენში ხელი მოაწერეს შეთანხმებას საფრანგეთისა და გერმანიის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ.

* “მხარეები მოქმედებენ ეფექტიანი და ერთობლივი ძლიერი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ინტერესებით, აძლიერებენ და აღრმავებენ ეკონომიკურ და სავალუტო კავშირებს. ისინი მიისწრაფვიან ერთობლივი ბაზრის შექმნისა და კონკურენტუნარიანი კავშირის ჩამოყალიბებისკენ ძლიერი სამრეწველო ბაზის საფუძველზე”.

მერკელისა და მაკრონის აახენის ხელშეკრულებამ უსიამოვნოდ განაცვიფრა დანარჩენი ევროპა. სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის თანამედროვე ევროპაში, რბილად რომ ვთქვათ, კარგი ტონი არ არის. ევროკავშირში 27 სახელმწიფოა და მოლაპარაკებები ყველასთან საჭიროა. ევროკავშირის 2 მთავარი ქვეყანა კი ბრიუსელისა და სხვა ქვეყნების გვერდის ავლით თანხმდებიან, შექმნან კონკურენტული კავშირი ძლიერი სამრეწველო ბაზის საფუძველზე”.

ეს არის დაბრუნება “ორსიჩქარიანი ევროპის” კონცეფციასთან, რომლის თანახმად დასავლეთ ევროპის ყველაზე განვითარებული და მდიდარი სახელმწიფოები განაგრძობენ ერთმანეთთან გაერთიანებას, ხოლო ღარიბი, ჩამორჩენილი პერიფერია რჩება ევროპის ისტორიის გზის განაპირას და ახალ საინტეგრაციო პროექტებში არ მონაწილეობს.

ემანუელ მაკრონი-მერკელი

ორიოდე წლის წინათ გერმანიისა და საფრანგეთის პირველი პირები დაუფარავად სთავაზობდნენ მსოფლიოს, ეღიარებინა აშკარა ვითარება: “ერთობლივი ევროპაერთობლივი არ არის, ევროკავშირში შედიან განვითარების სხვადასხვა დონის ქვეყნები, და ევროკავშირის 27 სახელმწიფო ვერ შეძლებს ერთი სიჩქარით მონაწილეობას საინტეგრაციო პროექტებში. ეს იყო მცდელობა, რაც შეიძლება პოლიტკორექტულად აეხსნათ უბრალო რამ: ევროპაში არის მდიდარიცენტრიდა ღარიბიგარეუბნები”. “გარეუბნებიამუხრუჭებენცენტრისგანვითარებას და ეს ბალასტი მოსაშორებელია.

თვით უკიდურესად პოლიტკორექტურულმა ფორმულირებამ _ “სხვადასხვასიჩქარიანი ევროპა” _ ვერ იხსნა ბერლინი და პარიზი რუმინეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების გულისწყრომისაგან. აღმოსავლეთევროპული პერიფერია მიხვდა, რომ სურთ, ის წყნარად ჩამოწერონ ჯართად და მიყრუებულ, მივარდნილ ადგილას დატოვონ. გამოთქმა “ორსიჩქარიანი ევროპა” სალანძღავ სიტყვებად იქცა და დასავლეთევროპელებმა უარი თქვეს მათ გამოყენებაზე, თუმცა პრობლემები არ გამქრალა. ძახილით, “ევროპა გაერთიანებულია”, ევროპა არ გაერთიანებულა. ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებსა და რეგიონებს შორის გადაულახავი წინააღმდეგობები სისტემური კრიზისის წყაროა. დასავლეთ ევროპას არ სურს, გამოკვებოს აღმოსავლეთი ევროპა. აღმოსავლეთ ევროპას არ სურს, დაკარგოს დოტაციები. სამხრეთ ევროპას არ სურს, დაფაროს ვალები. ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა უარს ამბობს ლტოლვილების მიღებაზე, სხვა ქვეყნები აღშფოთებას ვერ მალავენ, რომ არ ეხმარებიან საიმიგრაციო ტვირთის შემსუბუქებაში.

საფრანგეთისა და გერმანიის კავშირი _ ეს არის მცდელობა, განზე გადგნენ ევროკავშირის წინააღმდეგობებისგან და განაგრძონ საკუთარი განვითარება ერთმანეთთან ინტეგრაციის საფუძველზე და ევროკავშირის ინსტიტუტების გვერდის ავლით.

მარტივად რომ ვთქვათ, საფრანგეთმა და გერმანიამ გადაწყვიტეს, მხოლოდ საკუთარ თავზე იზრუნონ და დანარჩენი ევროპა, პირველ რიგში, აღმოსავლეთი, საკუთარი ინტერესების მსახურად აქციონ.

* “ორი სახელმწიფო აღრმავებს კოოპერაციას საგარეო პოლიტიკის საკითხში, აგრეთვე, თავდაცვის, საგარეო და საშინაო უსაფრთხოების საკითხებში და ძალისხმევას მიმართავენ ევროპის ავტონომიური ოპერატიულობის განმტკიცების საქმეში. გერმანია და საფრანგეთი დაეხმარებიან ერთმანეთს ყველა საშუალებით, რომლებიც აქვთ, მათ შორის, შეიარაღებული ძალებით მათ ტერიტორიაზე აგრესიის შემთხვევაში”.

* “ორი სახელმწიფო აწესებს ფრანგულგერმანულ სამხედრო და უსაფრთხოების საბჭოს, როგორც პოლიტიკურ ორგანოს ერთობლივი ვალდებულებების სამართავად”. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ლაპარაკია სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნაზე, ისეთის, როგორიც არის, მაგალითად, რუსეთისა და ბელარუსის კავშირი.

ფრანგულ-გერმანული სამხედრო კავშირი იქმნება ნატოს შიგნით და ეყოლება გაერთიანებული შეიარაღებული ძალები.

ევროგრანდების ეს გადაწყვეტილება შეიძლება მივიჩნიოთ ასიმეტრიულ პასუხად სხვადასხვა ქვეყნის (მათ შორის, ბალტიისპირეთის ქვეყნების) მცდელობებზე, ხელი შეუშალონ ევროპის არმიის შექმნის პროექტს. ევროპას ერთობლივი არმია არ ეყოლება. არ ეყოლება იმიტომ, რომ ევროკავშირის 27 ქვეყანას შორის არსებობს განსხვავებები და წინააღმდეგობები. სამაგიეროდ, შეიძლება შეიქმნას საფრანგეთ-გერმანიის შეიარაღებული ძალები.

საფრანგეთ-გერმანიის ალიანსი, რომელშიც გაერთიანებული იქნება გერმანიის საწარმოო სიმძლავრე და საფრანგეთის ატომური იარაღი, შთამბეჭდავია. რა შეიძლება დაუპირისპიროს ამას აღმოსავლეთევროპულმა პერიფერიამ? და რა დარჩენია მას? _ იმედი უნდა დაამყარონ აშშ-ზე, რომლისთვისაც საფრანგეთისა და გერმანიის ტანდემი ისეთივე საფრთხე და გეოპოლიტიკური კორკურენტია, როგორიც რუსეთი ან ჩინეთი.

მაგრამ აქ არის ერთი სირთულე: აშშ თავის აღმოსავლეთევროპელ სატელიტებს არ აჭმევს. დასავლეთევროპელ “დონორებს” კი განზრახული აქვთ, თავიდან მოიშორონ ისინი და განაგრძონ ინტეგრაცია ორმხრივ საფუძველზე.

ვინ უნდა არჩინოს აღმოსავლეთი ევროპა?

ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here