მთავარი საზოგადოება ბატონო პრემიერო, რომელ ისტორიულ წყაროში ამოიკითხეთ ქართველებთან თურქების საუკუნოვან მეგობრობაზე, ნუთუ საქართველოს...

ბატონო პრემიერო, რომელ ისტორიულ წყაროში ამოიკითხეთ ქართველებთან თურქების საუკუნოვან მეგობრობაზე, ნუთუ საქართველოს ისტორიაში არასოდეს ჩაგიხედავთ?!

ბატონო პრემიერო, დაასახელეთ თურქეთის საქართველოსადმი მეგობრობის გამომხატველი თუნდაც ორიოდე ფაქტი

გააზიარეთ
გიორგი კვირიკაშვილი-რეჯეფ თაიფ ერდოღანი

პრემიერმინიტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ცოტა ხნის წინათსიბრძნედააფრქვია, _ თურქ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრობა საუკუნეებს ითვლისო, ამა წლის 2 თებერვალს კიისტორიული დღეუწოდა, როცა ევროპარლამენტმა ჯერ კიდევ ბოლომდე მიუყვანელი .. ვიზალიბერალიზაცია გვიბოძა, თანაც მისეული პროკრუსტეს სარეცლით.

ბატონო პრემიერო, მოგმართავთ ხანდაზმული, 87 წლის ისტორიკოს-პოლიტოლოგი ქუთაისიდან: რომელ ისტორიულ წყაროში ამოიკითხეთ ქართველებთან თურქების საუკუნოვან მეგობრობაზე, ნუთუ საქართველოს ისტორიაში არასოდეს ჩაგიხედავთ?! ხალხური სიბრძნე მოგვიწოდებს _ შვიდჯერ თვალი გადაავლე, ერთხელ ხმალი გადაავლეო. თქვენ კი, თანამდებობრივი მდგომარეობის გამო, ასჯერ გაზომვა მოგეთხოვებათ, ვიდრე რამეს იტყვით. რა მიგაჩნიათ მეგობრობად _ ის ხომ არა, თურქული და მისი მოდგმის ურდოები IX_X საუკუნეებიდან მოყოლებული განუწყვეტლივ რომ არბევდნენ ბედკრულ საქართველოს? ან იქნებ იმას თვლით მეგობრობად, საქართველოს სამხრეთის და სამხრეთ-დასავლეთის ისტორიული მიწა-წყალი _ სამცხე-ჯავახეთი, აჭარა, ტაო-კლარჯეთი, შავშეთი და სხვა მიწები რომ მიიტაცეს? იქნებ მეგობრობად ის მიგაჩნიათ, მიტაცებულ მიწებზე მცხოვრები ქართველები ძალით რომ გაამაჰმადიანეს, ქართული გვარ-სახელები თურქულით რომ შეუცვალეს და სხეულის ნაწილიც რომ წააჭრეს? ან, შეიძლება, იმას თვლით მეგობრობად, თურქი სოვდაგრები სტამბულის ბაზრებში ქართველი გოგო-ბიჭების ყიდვა-გაყიდვით ჯიბეებს რომ ისქელებდნენ? ან, ალბათ, იმას მიიჩნევთ მეგობრობად, თურქეთის მმართველებმა ახლახან რომ განაცხადეს: რიზე და ბათუმი ვინ გაჰყო, ორივე ჩვენიაო.

ბატონო პრემიერო, თუ თურქები ჩვენი საუკუნოვანი მეგობრები არიან, რატომ არ დაგვიბრუნეს საუკუნეთა განმავლობაში მიტაცებული ქართული მიწები? კვლავაც მოგმართავთ _ დაასახელეთ თურქეთის საქართველოსადმი მეგობრობის გამომხატველი თუნდაც ორიოდე ფაქტი.

სამცხე-ჯავახეთი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში თურქეთის საფაშოდ იყო გადაქცეული, 1828 წელს რუსი და ქართველი მეომრების მიერ ერთობლივად დაღვრილი სისხლის ფასად დავიბრუნეთ. 1877_78 წლების რუსეთ-თურქეთის ომში რუსი მეომრების გვერდით მამაცურად იბრძოდნენ და რუსეთის უმაღლესი მთავარსარდლობის შექება დაიმსახურეს ქართველმა გენერლებმა, ოფიცრებმა და მეომრებმა. სწორედ მაშინ დავიბრუნეთ აჭარა-ბათუმის მხარე, რასაც ქართული საზოგადოება, ილია ჭავჭავაძის თაოსნობით, აღფრთოვანებითა და მრავალმხრივ სასარგებლო, საჭირო ღონისძიებების განხორციელებით შეეგება; კერძოდ, იწყეს იაკობ გოგებაშვილის იმხანად ახალგამოქვეყნებული “დედა ენის” აჭარაში ფართოდ გავრცელება, რაშიც რუსული ადმინისტრაციაც დაეხმარა.

ზემოაღნიშნული რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად ტაო-კლარჯეთი, შავშეთი, სამხრეთ-დასავლეთი საქართველოს სხვა მიწებიც დავიბრუნეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, 1918 წელს, დადებული ბრესტის ზავის შემდეგ, ლენინმა და ტროცკიმ ეს ძირძველი ქართული მიწები თურქეთთან ვაჭრობის ობიექტად აქციეს და უკან დაუბრუნეს. მადააღძრული და გათავხედებული თურქები ბათუმის მიტაცებასაც შეეცადნენ, მაგრამ გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა იყოჩაღა და ისინი ბათუმიდან განდევნა. სტალინს, რომელიც იმხანად ჯერ კიდევ ვერ სტალინელობდა, ტაო-კლარჯეთისა და სხვა მიწების დაკარგვას ვერ დავაბრალებთ; ეს უბედურება მხოლოდ ლენინისა და ტროცკის დამსახურებაა.

ბატონო პრემიერმინისტრო, როგორც ვხედავ, ისტორიული ქარტეხილების სწორად გაგების საქმეში მრჩეველი გჭირდებათ. თქვენს ყურადღებას ერთ ისტორიულ ფაქტზე შევაჩერებ:

1945 წლის ოქტომბერში სტალინი სოჭის მახლობლად ისვენებდა, იქ მან იხმო გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსები _ სსრ კავშირისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიების წევრი სიმონ ჯანაშია და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი ნიკოლოზ ბერძენიშვილი. მათი საქმიანი საუბარი სტალინთან რამდენიმე დღეს გაგრძელდა. სტალინის თხოვნა ასეთი იყო: სიმონ ჯანაშიასა და ნიკოლოზ ბერძენიშვილს ერთობლივ ვრცელ წერილში უნდა დაესაბუთებინათ თურქეთის ხელში ჯერ კიდევ დარჩენილი, დაახლოებით 20 ათასი კვადრატული კილომეტრი ტერიტორიის ქართული წარმომავლობა. ასეთი წერილი გამოქვეყნდებოდა, როგორც ქართულ, ისე რუსულ ენაზე. მეცნიერებმა თხოვნა წარმატებით შეასრულეს და 1945 წლის 14 დეკემბრის გაზეთკომუნისტისნომერში გამოაქვეყნეს წერილი სათაურით: “თურქეთისადმი ჩვენი კანონიერი პრეტენზიების შესახებ”. ამ წერილის რუსული თარგმანი ერთი კვირის შემდეგ, 20 დეკემბერს, “პრავდასადაიზვესტიაშიგამოქვეყნდა.

სტალინის მიზანდასახულებამ _ თქვენი “მეგობარი” თურქეთის მიერ მიტაცებული ქართული მიწები დაებრუნებია საქართველოსთვის, ქვეყანაში ეროვნულ-პატრიოტული აღტყინება, ხოლო თურქეთში შეშფოთება-აფორიაქება გამოიწვია. კვალის წაშლის განზრახვით თურქებმა ქართული ეკლესიამონასტრების კედლებიდან იწყეს იმ ქვების ჩამოღება, რომლებზეც ქართული წარწერები იყო. ამ ქვებს ზღვაში ყრიდნენ. თურქთა ეს ვერაგობა დრამატურგმა ილო მოსაშვილმა ასახა პიესაშიჩაძირული ქვები”, რომელიც ქართულ თეატრებში წარმატებით იდგმებოდა. სულ მალე ცნობილი პოეტისა და მწერლის _ გრიგოლ აბაშიძის ლექსების ციკლი გამოქვეყნდა სათაურითსამხრეთის საზღვრებთან”. პატრიოტული სულისკვეთებით გაჟღენთილი ამ ლექსებისათვის მან სტალინური პრემია დაიმსახურა.

სტალინს დასახული მიზნის მიღწევა არ დასცალდა, ხოლო თურქეთმა თავის გადასარჩენად აშშ-ის ინიციატივით შექმნილ ნატოს სამხედრო ორგანიზაციაში შეჰყო თავი.

დღეს, ბატონო გიორგი, როცა თურქეთის ხელისუფალნი თავხედურად აცხადებენ, რიზეც და ბათუმიც ჩვენიაო, ლოგიკური იქნება, თუ გაღმა შევედავებით და შევახსენებთ, რომ თურქეთს მიტაცებული აქვს ჩვენი ისტორიული მიწები _ ტაო-კლარჯეთი, შავშეთი და სხვ. საჭიროა, ერთხელ კიდევ გამოვაქვეყნოთ სიმონ ჯანაშიასა და ნიკოლოზ ბერძენიშვილის ცნობილი წერილი, გრიგოლ აბაშიძის ხსენებული ლექსების ციკლი, ილო მოსაშვილის პიესა.

თქვენ, ბატონო პრემიერო, თურქეთთან საუკუნოვან მეგობრობაზე იცრუეთ, ქართველებს თვალში ნაცარი შემოგვაყარეთ და ისტორიის არნახული ფალსიფიცირება მოახდინეთ, რაც ნამდვილად შეშურდებოდა ჩვენს ბევრ ქამელეონისტორიკოსს, რომლებიც საქართველოს უახლესი ისტორიის ფალსიფიკაციით არიან დაკავებულნი.

რამდენიმე წინადადებით თქვენეული 2 თებერვლის, ანუ “ისტორიული დღის” შესახებ, რომელსაც ხბოს აღტაცებით შეეგებეთ, მე კი თქვენს აღტაცებას _ სიცილით. რატომ?

იმიტომ, ბატონო პრემიერო, რომ ევროპარლამენტის მიერ ბოძებულ ე.წ. ვიზალიბერალიზაციას ახლავს პროკრუსტეს სარეცელიც (იმედია, იცით, რას ნიშნავს), ანუ მოთხოვნა, სადამდე გავჭიმოთ ფეხები. თუ გავითვალისწინებთ იმ ჭეშმარიტებას, რომ ქართველები, ტრადიციულად, კანონურჩობით გამოვირჩევით, რაც ძვალსა და რბილში გვაქვს გამჯდარი, ევროპარლამენტის მიერ თავსმოხვეულ პროკრუსტეს სარეცელს სულ მალე დავარღვევთ და ბოძებულ ვიზასაც გამოვეთხოვებით. ევროპარლამენტის მიერ ბოძებული ვიზა თოკზე გამობმულ ფინიას მაგონებს. ამ თოკის ბოლო ხელში უჭირავს პატრონს, ანუ ევროპარლამენტს. გაიქაჩება ფინია? _ მას პატრონი მოთოკავს.

სიბრიყვე და სასაცილოა, ბატონო გიორგი, როცა ამბობენ, ჩვენი ვიზით აფხაზები და ოსებიც ისარგებლებენო.

მე, პოლიტოლოგი, დაბეჯითებით ვაცხადებ: ეგ თქვენი სათაყვანო ვიზა უფრო საზიანოა ქართველებისთვის, ვიდრე სასარგებლო. არ დაგავიწყდეთ თქვენთვის “ისტორიული დღის”, 2 თებერვლის, აღნიშვნა ყოველწლიურად ქართული კალენდრის გვერდებზე.

ფრიად სასარგებლო რჩევას შემოგთავაზებთ, ბატონო გიორგი: იმისათვის, რომ განიკურნოთ თქვენ და თქვენნაირები “თურქულის” მძიმე ავადმყოფობისგან, აუცილებელია, წაიკითხოთ ბატონი ვანო სულორის წერილები სათაურით: “ქართველ პოლიტიკოსებს “თურქული” შეეყარათ”. წერილები გამოქვეყნებულია ყოველთვის მართლისმთქმელი ყოველკვირეული გაზეთის _ “საქართველო და მსოფლიოს” გასული წლის 39-47-ე და მიმდინარე წლის 1-5 ნომრებში. თუ ამ გაზეთში გამოქვეყნებულ წერილებს გულდასმით გაეცნობით, ბევრი სენისგან განთავისუფლდებით, ბატონო პრემიერო.

თქვენ და, სამწუხაროდ, ქართველთა დიდ ნაწილს დასავლეთმა თავს მოახვია მძიმე სენი, რომელსაც მე გეოპოლიტიკური სიბრმავე ვუწოდე. ეს სენი დაკავშირებულია ისეთ ობიექტურ კანონზომიერებასთან, როგორიც არის ქართული გეოგრაფიული სივრცე. თქვენ ისე დაგაბრმავათ ამერიკამ, რომ დღემდე ვერ გაგითვითცნობიერებიათ, სად და რომელი კონტინენტის სივრცეშია ბედკრული საქართველო, ამიტომ ატარებთ ისეთ საგარეოპოლიტიკურ კურსს, თითქოს საქართველო სადღაც, ბისკაის ყურეში, მდებარეობდეს საფრანგეთესპანეთის საზღვრებთან და არა სამხრეთ კავკასიაში _ რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ირანის სამეზობლოში, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან წყეული ნატოს სამხრეთ კავკასიაში შემოჭრას. გაიგეთ, ბატონო პრემიერო, რომ თქვენი ქადაგება _ ნატოში გაერთიანება ჩვენთვის შეუქცევადიაო, გეოპოლიტიკური სიბრმავეა, საქართველოს უფსკრულში გადაჩეხვა, მისი საბოლოო დაღუპვა. თუ ასე თავდავიწყებით ეტრფით ნატოს, მაშინ მოიხმეთ ნატოს ყველა მოთაყვანე, დაწყებული დოლარ-გრანტიჭამიებით, ამოჭერით დე ფაქტო ქართული მიწები სამხრეთ კავკასიიდან, შემოიდეთ ზურგზე და ჩადეთ ადრიატიკის სანაპიროზე მონტენეგროს, იმავე ჩერნოგორიის გვერდით. აი, მაშინ კი უყოყმანოდ შეძვრებით საოცნებო ნატოში. ჩემი რჩევაა: დაუყოვნებლივ გააუქმეთ დანაშაულებრივი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სამინისტრო, რომელიც ბლოკავს აფხაზებსა და ოსებთან სასარგებლო კონტაქტებს; ამით ბორკილები აეხსნება შერიგების სამინისტროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სამინისტროც გასაუქმებელია, როგორც უნაყოფო, ზედმეტი ხარჯი.

ჩემი რჩევაა, რადიკალურად შეიცვალოთ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია და მომავალ არჩევნებში იმოქმედოთ სლოგანით _ არა _ ნატოს, კი _ რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობას!”. ამით 8 ოქტომბრის არჩევნებში შინ დარჩენილი თითქმის ნახევარი ელექტორატის, სულ ცოტა, 20-25 პროცენტს მიიყვანთ საარჩევნო ყუთებთან და კვლავ გაიმარჯვებთ.

არ ვარ გულუბრყვილო და ვიცი, რომ ამ რჩევას თქვენ და მთელი “ვაიოცნება” ყურად არ იღებთ, რადგან აშშ-ის ელჩზე ხართ ჩამოკიდებული და მისი თანხმობის გარეშე დაცემინებასაც ვერ ბედავთ.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩამოყალიბდება ჭეშმარიტად ქართული პოლიტიკური ძალა, რომელიც მიბაძავს ფინეთს, იბრძოლებს სამხედრო ნეიტრალიტეტისთვის; ფინეთის მსგავსად, რუსეთთან დადებს თანამეგობრობის ჩარჩო ხელშეკრულებას, გადაარჩენს საქართველოს, მოამზადებს პირობებს ქვეყნის გასამთლიანებლად.

პირველი პაასიკივის გამოჩენას ველოდები, ბატონო პრემიერო!

გივი გურეშიძე,

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი

17 COMMENTS

  1. გული სიხარულით ამევსო ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ,მოკლეთ რომ ვთქვა თითქოს ზურგიდან რაღაც მძიმე ტვირთი მომეხსნა და შვებით ამოვისუნთქე.არც დამავიწყდება ეს შეგონება ჩვენი მთავრობისთვის. გენაცვალე ენა-პირში ბატონო გივი.

  2. დიდი მადლობა ამ საუკეთესო სტატიისათვის ბატონო გივი.ყველაფერი მართალია.

  3. ერთი ანეგდოტი გამახსენდა, კი უნდა ჰქონდეს გაგონილი ქუთაისელ ბაბუსაც: კახელმა მოიყვანა ქუთაისელი გოგო ცოლად და მოყვრების მიპატიჟებისას საგანგებოდ გააფრთხილეს: შენებურად „დედამოუა“ კი არ დაიწყო, კულტურული ქალაქიდან არის და ზრდილობიანად ელაპარაკეო. – კაიო, დაეთანხმა ისიც და შეხვდნენ თუ არა ერთმანეთს, მოიკითხა: – ხომ კარგად ბრძანდებით, სიმამრ ბატონოო. – მადლობთ, კარგადო, – უპასუხა იმანაც. ერთი წუთის შემდეგ იგივეს ეკითხება – ხომ კარგად ბრძანდებიო. – კიო, პასუხობს ისიც. შეეკითხა მესამედაც… – რატომ წუხდები, შვილო, ამდენი მოკითხვით, გარგად ვარ, აბა რა ვიქნები, კარგად რომ გხედავთო. მთლად დაიშაქრა სიმამრი. – ზდილობის გულიზა, თორემ შენი დედა არ …-ო, – გამოურია კახელმა კახური… ისეა აქაც – პროტოკოლი ითვალისწინებს ასეთ ლექსიკას 🙂

    • სპირიდონი – ყოჩაღ, მაგარი ანეგდოტია, ამას ვერ აცნობიერებს დოქტორი, პოლიტოლოგი,

      • ყოჩაღ ნიკო და სპირიდონ თქვენ ნამდვილი პატრიოტები ხართ ?სასაცილოა სატირალი რო არ იყოს თქვენს მიერ გამოქვეყნებული წერილები .

  4. როგორ შეიძლება ასეთი უცოდინარი იყო,ანდა ასეთი დებილი თანაშემწე გეყოლება..დიპლომატიაში ეს დიდი მინუსია..

  5. იქნება ამის წაკითხვამ მაინც უშველოს გზააბნეულ, ერისა და ქვეყნის ღალატის ტოლფას დანაშაულის ჩამდენ ვაიპატრიოტებს.

  6. გეთანხმებით ქალბატონო. მაგრამ ის წარსული იყო და ჯერჯერობით ვერაფერს შევცვლით. თუ ეგეთ რასისტულ კომენტარებს ხშირად გავაკეთებთ მერწმუნეთ კიდევ დავკარგავთ მიწაწყალს.

  7. Istoriuli mezobloba unda etqva da albat camocda . Asea, Tu Shen tavs AR tvli tanamosaubrestan tol-scorad, mashin sacodavi xar da sakutari azris gadmocemisac geshinia (Tu gagachnia). Dzlieri xar, roca damoukideblad martav situacias da mastan ertad mcognec xar.

  8. ღმერთმა დიდხანს გამყოფოთ ბატონო გივი,დიდი მადლობა ამ სტატიიის დაწერისთვის,ჩვენნაირი ეროვნული ხალხი გაგვამრავლოს და გაგვახაროს,ჩემი აზრების გამოხატვაში დამასწარით ,მადლობელი ვარ,ღმერთმა გაგვამრავლოს და გაგვახაროს ერთიან ქართულ ქვეყანაში ქართველები,იმ არა ქართველებთან ერთად ვისაც ჩვენ ვუყვარვართ და არა მარტო ჩვენი მიწა წყალი.

  9. Gaixaret batono givi am saintereso statia-mentaristvis!!! Tqveni namogvacaris shesaxeb bevri msmenia da exhvis arasodes shemparvia tom martal saqmes emsaxurebit taobebis agzrdis saqmit dakavebuli. Gmertma didxans gacocxlot da mogilocavt yvela damdeg qristianul dgesascauls.
    P.s. chemgan premieris sityvebze komentaris gaketeba zedmeti iqneba…yvelaferi natqvamia… kargi iqneboda tviton premieri kitxulobdes an am cerils an 7-8 klasis istoriis saxelmzgvanelos(bodiss gixdit qartuli shriftis arqonis gamo).

  10. aramgonia amden kitxvas upasuxos mteli mtavrobac rom gaertiande ar ukofat maragi codnis. da mikvirs roca nacionalebs ar patiobda xalxi arafers am xelisuflebas ratom patiobs.. arafris azrze ar arian vafshe saertod. maniakebis sastavi jadoqrebi

  11. თავიდან რა კარგად დაიწყო და ბოლოს აურია!
    რუსეთთან შეუძლებელია კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარება ის ყველა მეზობლის მიწებსნისაკუთრებს და ნელნელა ანადგურებს ძულს სხვა ერები,თურქებიც იგივე პოლიტიკის მატარებლები არიან!
    ამიტომაცაა საჭირო და აუცილებელი საქართველო შეუართდეს ევროატლანტიკურ ალიანსს რათა ფიზიკურად გადარჩეს ამ ორი ფაშისტი და დაუნდობელი ,უსამართლო მეზობლის ხელში.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here