Home სხვადასხვა დაიჯესტი ბართოლომეოსი 150 მლნ დოლარს მიიღებს უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის განადგურებისთვის, ხოლო 38...

ბართოლომეოსი 150 მლნ დოლარს მიიღებს უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის განადგურებისთვის, ხოლო 38 ტაძარს _ ტომოსისთვის

2426
ბართოლომეოსი 150 მლნ დოლარს მიიღებს უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის განადგურებისთვის, ხოლო 38 ტაძარს _ ტომოსისთვის

რასკოლნიკურიუკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების ტომოსში იქნება პუნქტები კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში 38 ტაძრისა და სხვა ობიექტების გადაცემის შესახებ, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზეა.

ისრაელელი ჟურნალისტი სოლომონ მანი იერუსალიმის საპატრიარქოს წყაროზე მითითებით წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართოლომეოსს დაჰპირდა, გადასცეს უკრაინის ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე ტაძარი და ობიექტი. მან, აგრეთვე, დაარწმუნა კონსტანტინოპოლი, რომ ამ ტაძრების გადაცემას კანონმდებლობით განამტკიცებს. იქ პატრიარქი ბართოლომეოსი აპირებს საეგზარქოსოს დაარსებას, რათა პირდაპირ მართოს ტაძრები. აღსანიშნავია, რომ ე.წ. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ყველა რთული საეკლესიო წესის, ტექსტისა და რიტუალის უნიფიცირებას მოახდენს ბერძნულ ეკლესიასთან.

სოლომონ მანი წერს იმის შესახებაც, რომ უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის გასანადგურებლად პატრიარქმა ბართოლომეოსმა უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლებისა და აშშის სახელმწიფო დეპარტამენტისგან 150 მილიონი დოლარი მოითხოვა. სახელმწიფო დეჰპარტამენტი ამ თანხის ნახევარს ფენერის ანგარიშზე უკვე 2019 წელს გადარიცხავს, როდესაც უკრაინის ტომოსს გადასცემენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე რობერტ პალადინოს განცხადებით, “ამ ეკლესიის შექმნა უკრაინისთვის ისტორიული მოვლენაა”. მან აშშ-ის სახელით მიულოცა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, მიტროპოლიტ ეპიფანეს ამ პოსტზე არჩევა. აღსანიშნავია, რომ არც ერთ ადგილობრივ კანონიკურ მართლმადიდებელ ეკლესიას არ გაუგზავნია მისალოცი ე.წ. გამაერთიანებელი კრებისთვის და არც უკრაინის არაკანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.

მოამზადა

ნიკოლოზ აბაშიძემ

1 COMMENT

  1. მოდი და ამ ყველაფრის მერე ნუ დაიჯერებ რომ მართმადიდებლობას გააფთრებული ებრძვიან, ანადგურებენ მართმადიდებლურ ქვეყნებს და შლიან მათ ეკლესიებს, მოღალატეა პოროშენკო, უღმერთოა კონსტანტინოპოლის პატრიარქი და არანაირი მართმადიდებლობის პატრიარქი არაა, ცრუ ეკლესიის ლიდერია, რომის პაპის ტყუპის ცალი!!! ძირს განხეთქილება მართმადიდებლურ მრევლსსა და ეკლესიებში, დაიფარე უფალო საქართველო ამ მოსალოდნელი საფრთხისაგან რისი კამპანიაც უკვე დაწყებულია ჩვენთანაც:((((((((

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here