Home სხვადასხვა დაიჯესტი ახლა უკვე პოლონეთიც: პოლონეთმა შეიძლება ევროკავშირი დატოვოს

ახლა უკვე პოლონეთიც: პოლონეთმა შეიძლება ევროკავშირი დატოვოს

992
ახლა უკვე პოლონეთიც: პოლონეთმა შეიძლება ევროკავშირი დატოვოს

ევროპის საბჭოს მეთაურმა დონალდ ტუსკმა (პოლონეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა) განაცხადა, რომ ევროკავშირიდან პოლონეთის გასვლის საფრთხე სრულიად რეალურია. პოლიტიკოსის აზრით, ეს შეიძლება მოხდეს პოლონეთისა და ბრიუსელის ლიდერებს შორის კონფრონტაციის გამო, _ იუწყება ბრიტანული გამოცემა Express.

ტუსკი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მიერ პოლონეთის უზენაესი სასამართლოს რეფორმის მიუღებლობამ (ე.ი. ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევამ _ რედ.) შეიძლება აიძულოს ვარშავა, გავიდეს ევროკავშირიდან.

ევროპის საბჭოს ხელმძღვანელი ვითარებას “ძალიან სერიოზულს” უწოდებს. მან ისიც განაცხადა, რომ პოლონეთის მმართველი პარტიის მეთაურმა იაროსლავ კაჩინსკიმ შეიძლება ბიძგი მისცეს პროცესებს, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ქვეყანას ევროკავშირიდან გამოიყვანს.

“მე მაქვს დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერმინისტრ დევიდ კემერონთან მუშაობის გამოცდილება. ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობდით ბრექსიტის თავიდან ასაცილებლად. ვშიშობ, რომ ევროკავშირის შემადგენლობაში პოლონეთის შენარჩუნების სურვილი ევროპაში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს იყო დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში”, _ აღნიშნა ტუსკმა.

ამა წლის 3 ივლისს პოლონეთში ამოქმედდა ახალი კანონი, რომელიც ცვლის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცედურას და მოთხოვნებს მათ მიმართ. ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ ეს რეფორმა ეწინააღმდეგება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და მოსამართლეების შეუცვლელობის პრინციპებს. 2017 წელს ევროკომისიამ დაიწყო პროცედურა, რომელმაც შეიძლება განაპირობოს პოლონეთისთვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევა ევროსაბჭოში.

აგვისტოში ბრიუსელმა ერთი თვე მისცა ვარშავას რეფორმის კორექტირებისთვის, მაგრამ პოლონეთმა უარი თქვა მოთხოვნის შესრულებაზე. შედეგად ევროპის კომისიამ გადაწყვიტა, ევროკავშირის სასამართლოში ეჩივლა პოლონეთის ხელისუფლებისთვის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here