Home სხვადასხვა დაიჯესტი ახალ ზელანდიაში ტერაქტის კვალდაკვალ

ახალ ზელანდიაში ტერაქტის კვალდაკვალ

ერდოღანს თურქეთის დანაწევრებით ემუქრებიან

803
რეჯეფ თაიფ ერდოღანი

რა ელის საქართველოს?

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა (ისევე, როგორც სხვა ქვეყნების ლიდერებმა) “საზიზღარი და უზნეო უწოდა მოქმედებას ტერორისტებისა, რომლებიც 15 მარტს ახალი ზელანდიის ორ მეჩეთში ლოცვისას თავს დაესხნენ უიარაღო მუსლიმანებს”. მან განაცხადა, რომ მომხდარი არისმტრობის დაუფარავი გამოვლინება ისლამის მიმართ და დაგეგმილი იყო წინასწარ”, და რომდასავლელი საზოგადოება განიცდის გავლენას იდეოლოგიისა, რომელსაც ემსახურება მკვლელი, ამ მკვლელს კი სამიზნეში ჰყავს ამოღებული ჩვენი ქვეყანა, ხალხი და პირადად მე”.

ახალი ზელანდიის ტრაგედიაში მკვეთრად ჩანს თურქული კვალი. ერდოღანს შემთხვევით არ გაუგზავნია ახალ ზელანდიაში ვიცეპრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ. ერთ-ერთი თავდამსხმელი, ავსტრალიელი ულტრამემარჯვენე ნაციონალისტი, 28 წლის ბრენტონ ტარანტი 17 წუთის განმავლობაში მკვლელობების პირდაპირ ტრანსლაციას აწარმოებდა ქსელში. ვიდეოში ჩანს იარაღსა და საბრძოლო მასალებზე სხვადასხვა ენაზე წარწერები, რომლებიც მიუთითებს რეალური ადამიანების სახელებსა და ისტორიულ მოვლენებზე, დაკავშირებულს თურქეთთან. ესენი არიან მილოშ ობილიჩი, სიგიზმუნდ ლუქსემბურგელი, კაზიმირ პოტოცკი და სხვ. ბევრი ექსპერტის ვარაუდით, ტერორისტებმა გადაწყვიტეს, მოეწყოთ “ცივილიზებული ტერაქტი რელიგიურ ნიადაგზე”. ამას გარდა, ცოტა ხნით ადრე ტერაქტის შემსრულებელი მრავალგვერდიან მანიფესტში დაემუქრა ისლამურ სამყაროს, თურქეთსა და პირადად ერდოღანს, რომელიც მან დაახასიათა, როგორცკაცობრიობის ყველაზე ძველი მტერი და ევროპაში ისლამური ჯგუფის ლიდერი”. ჩანს, რომ თურქეთის პრეზიდენტს გააცნეს ამ დოკუმენტის ფრაგმენტები, შემდეგ კი მან განაცხადა, როგორც თურქული გამოცემა Yenicag-ი ციტირებს, რომ არსებობს ტერორისტი და მკვლელი, რომელსაც სურს გაყოს ჩემი ქვეყანა ანატოლიად და დასავლეთადდა, “თუ ეს დაუყოვნებლივ არ აღიკვეთება, ჩვენ შეიძლება ვიყოთ ახალი ტრაგედიების მოწმენი”. თუმცა, ტერორისტი, ალბათ, არ უნდა ჩაითვალოს იდეოლოგად, თანაც თურქეთი შორსაა ახალი ზელანდიისგან. ეს მაშინ შეიძლებოდა რაღაც ვერსიების შემუშავება და მოვლენების დაკავშირება გარე ძალებთან, როცა, მაგალითად, 2013 წლის მარტში ანკარაში განხორციელდა ტერაქტი, მაგრამ თურქულმა სპეცსამსახურმა შეძლო ერდოღანზე თავდასხმის თავიდან აცილება, თუმცა იმხანად ეს გარე ძალები საჯაროდ იდენტიფიცირებული არ ყოფილან.

როგორც ამერიკული გამოცემა The Ntional Interest-ი წერს, თურქეთი შეეჯახა ეროვნული ისტორიის ბარიკადებს, რომელთა გადალახვაც ერდოღანს განზრახული აქვს ვესტერნიზებული საზოგადოების ჰიბრიდის შექმნით რეანიმირებულ .. ახალ ისლამთან, ამით დაუპირისპირდეს ქემალისტებსა და ნაციონალისტებს, და ქვეყანა გადაიყვანოს შფოთის ეპოქაში”. დასავლურ გამოცემებში სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა უამრავი წერილი, რომლებშიც დაუფარავად მსჯელობდნენ თურქეთის დაშლის სცენარებზე “სეკულარულ დასავლეთად” და “ისლამურ აღმოსავლეთად”. ვარაუდობდნენ, რომ თურქეთის ჩათრევა “არაბული გაზაფხულის” მოვლენებსა და სირიის კრიზისში წარმოადგენდა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის გადანაწილების ნოველიზაციას, რომელსაც დაერთვოდა მისი ურთიერთობების გაფუჭება აშშ-სა და ევროკავშირთან”. ეს _ ერთი მხრივ; მეორე მხრივ _ ბრძოლის გამწვავებას საკუთარი კონსერვატიულ-ისლამური მოძრაობის შიგნით, შემდეგ კი წინ წამოსწევდნენ აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ ქურთულ პროექტს.

ახალ ზელანდიაში ტერაქტის კვალდაკვალ

აი, რას წერდა ამის თაობაზე ავსტრიელი ექსპერტი მარკო მაიერი:

“ქურთული კონფედერაცია” მოვლენების განვითარების სრულიად შესაძლო სცენარია. ქურთების განსახლების გათვალისწინებით კი მათ სურთ, ხელში ჩაიგდონ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის დიდი ნაწილი, ეს სისხლისმღვრელ ომსაც რომ მოასწავებდეს. დაიწყება ორი ქვეყნის ჩამოყალიბება. გაჩნდება პროდასავლური თურქეთი, რომელიც განაგრძობს ნატოს ბაზად ყოფნას და მიიღებდა ევროკავშირში შესვლის შანსსაც. ქვეყნის აღმოსავლეთში კი ჩამოყალიბდება აღმოსავლეთ თურქეთის კონსერვატიული სახელმწიფო, მსგავსი სასულთნოსი, რომელიც, ალბათ, კურსს აიღებს სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებთან დაახლოებაზე. ასეთ სცენარს, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, აქვს აზრი, მით უმეტეს, რომ საჭიროა, უბრალოდ, გააერთიანო თავსატეხის ხელთ არსებული ნაწილები, ის ნაწილები კი, რომლებიც აკლია, მოგვიანებით გამოჩნდება. 10-20 წლის შემდეგ ახლო აღმოსავლეთის რუკა სრულიად სხვანაირი იქნება და ცვლილებები ყველაზე მეტად შეეხება სირიას, ერაყსა და თურქეთს”.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ასეთი ტიპის მსჯელობა ბევრი იყო დასავლეთში, რასაც სპეციალური ანალიზი სჭირდება, ანუ ახალზელანდიელი ტერორისტის მუქარა “თურქეთის დასავლეთად და ანატოლიად” გაყოფის შესახებ ექსკლუზიური არ ყოფილა.

ამ მსჯელობაში იმეორებენ მხოლოდ იმას, რაც, დიდი ხანია, არსებობს დასავლურ საინფორმაციო სივრცეში, მაგრამ აი რა არის ინტრიგა: ერდოღანს არაერთხელ განუცხადებია, რომ ჩვენ ვეჯახებით ახალ, გაცილებით გრანდიოზულ სცენარს, რომლის მიზანია ჩვენი ქვეყნის გაყოფა”. თუმცა ამას ამბობდა შიგა მოხმარებისთვის, გარეშე მტრის სახის შესაქმნელად, ამით განზრახული ჰქონდა თავის გარშემო მოქალაქეების შემოკრება და დარაზმვა. მაგრამ, როდესაც ერდოღანი ლაპარაკობს 1923 წლის ლოზანის შეთანხმების შეცვლის აუცილებლობაზე ან გაუქმებაზე, რომლითაც განისაზღვრა თურქეთის თანამედროვე საზღვრები, რომლისფარგლებს გარეთ დარჩა ჩვენი მეჩეთები და სიწმინდეები”, ამას დასავლეთში აღიქვამენ, როგორცთურქეთის სახალიფოსპროექტის რეანიმაციასა და მისწრაფებას, შეიცვალოს თურქეთის როლი არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ ევროპაშიც. და ამაში ახალზელანდიელი ტერორისტი, რომელიც ერდოღანს “ევროპაში ისლამისტური ჯგუფის ლიდერად” მიიჩნევს, ორიგინალური არ არის. საფრთხე მდგომარეობს იმაში, რომ ტერორისტი ცდილობს, თურქეთის პრობლემების რეტრანსლაციას დანარჩენ ისლამურ სამყაროზე, და ამით, ფაქტობრივად, უპირისპირებს მას, როგორც ევროპას, ისე ახლო აღმოსავლეთს. ეს _ ერთი მხრივ, მეორე მხრივ, ტერაქტის ადგილად ახალი ზელანდიის არჩევით გარკვეული ძალები ქმნიან ახალ პოლიტიკურ ტურბულენტურობას სამხრეთაღმოსავლეთ აზიაში, სამომავლოდთურქული ფაქტორისჩართვით და ამით პოტენციურად ქმნიან ახალ ეგზისტენციურ გეოპოლიტიკურ გამოწვევებს.

ამიტომ ვითარების შეფასება ისე, როგორც ამას ამჟამად აკეთებს ანკარა, რომელიც გამოდის მოწოდებით, ბოლო მოეღოს დასავლეთში კულტივირებულ ისლამოფობიას, იგივეა, მკვდარს დაადო ცხელი საფენები. ლიონის უნივერსიტეტის მასწავლებელ მოჰამედშერიფ ფერჯანის მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში თურქეთს აშკარად უდებენ კვანტს, რადგან ის ბოლო წლებში ცდილობს, “გამოვიდეს სრულიად ისლამური სამყაროს სახელით, ადრე კი დრეიფობდა ეროვნული “მსუბუქი ისლამიდან” რადიკალური ისლამისტური დაჯგუფებების ალიანსისკენ და უკან”.

დასავლურ ცნობიერებაში ერთმანეთში აირივნენ კეთილსინდისიერი მუსლიმანები და რადიკალურად განწყობილი ისლამისტები. ფერჯანის თქმით, პრობლემა არის ის, რომ 1980-1990-იან წლებში სხვადასხვა მიზეზით აღმოცენებულ საზიზღარ ისლამოფობიას ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და სხვა რეგიონებში, სადაც ტერორისტული მოძრაობების აქციებს იყენებდნენ, როგორც ყველა მუსლიმანის წინააღმდეგ მიმართული რასიზმის გამამართლებელ არგუმენტს, ვიღაც ცდილობს, ახლა თურქების წინააღმდეგ გამოიყენოს. უფრო ზუსტად, “პოლიტიკურ ისლამს”, რომელიც შეიცავს “ანტიიმპერიალისტური” ბრძოლის ყველა ნიშანს, უბიძგებენ ისლამოფობიისა და ისლამთან დაკავშირებულ ყველაფრის სიძულვილის ზონაში. სხვა ისლამური სახელმწიფოები, კერძოდ, არაბული ქვეყნები რატომღაც კვლავ რჩებიან დასავლეთის საუკეთესო მეგობრებად და არ განიცდიან ასეთ შეტევებს. ასე რომ, ანკარას სერიოზული დაფიქრება და ბევრი რამის გარკვევა მართებს, რათა “ახალზელანდიური მოვლენა” უკონტროლოდ არ გაფართოვდეს.

სტანისლავ ტარასოვი

Regnum.ru

რედაქციისგან: როდესაც თურქეთს, ამ 80-მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყანას ასეთ დღეში ჩაგდებას უპირებს, “კეთილი ძია სემიდა სრულიად დასავლეთი, ხომ წარმოგიდგენიათ, რას დამართებენ პატარა საქართველოს, თუკი ის დასავლეთის დაკრულზე არ იცეკვებს?!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here