Home სხვადასხვა დაიჯესტი აშშ-ში პასტორმა 17 წლის ქალიშვილი ეკლესიაში გააუპატიურა

აშშ-ში პასტორმა 17 წლის ქალიშვილი ეკლესიაში გააუპატიურა

1200
აშშ-ში პასტორმა 17 წლის ქალიშვილი ეკლესიაში გააუპატიურა

ამ ბილწი დანაშაულის შესახებ იუწყება New York News.

ჯეიმს მესერი, პასტორი თენესის შტატიდან, დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც ქალიშვილის ოჯახმა პოლიციას აცნობა გაუპატიურების ფაქტი. ქალიშვილი ყვება, რომ პასტორთან ერთად საცურაოდ წავიდა, მაგრამ წყალსაცავის წყალი ძალიან დაბინძურებული აღმოჩნდა და იძულებული გახდნენ, დაბრუნებულიყვნენ ეკლესიაში. როგორც კი შენობაში შევიდნენ, ღვთისმსახურმა არშიყი დაუწყო, შემდეგ კი უბრძანა, ტანთ გაეხადა, ტაძრის იატაკზე დააწვინა და დაამყარა სექსუალური კავშირი.

მესერმა აღიარა, რომ სექსუალური აქტი კი შედგა, მაგრამ დაზარალებულის თანხმობითა და სურვილით. 150 ათასი დოლარის გირაოს საფასურად იგი გაათავისუფლეს. სექსუალური კავშირის თანხმობით დამყარების ასაკი სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვაა. ტენესის შტატში 18 წელიწადია, ხოლო სექსუალური კავშირი ადამიანთან, რომელიც ამ ასაკზე ახალგაზრდაა, გაუპატიურებად ითვლება.

1 COMMENT

  1. თუ ქალიშვილი (იყო თუ არა ქალიშვილი საკითხავია, ალბათ, უფრო არა) თავისი ნებით გაჰყვა პასტორს საცურაო აუზში (საცურაო აუზში პასტორი უკვე ადამიანია და არა ოდენ პასტორი) და ამის შემდეგ ეკლესიაში, საქმე გვაქვს „ქალიშვილის“ მხრივ ნებაყოფლობასთან და არა გაუპატიურებასთან. ქალიშვილები ეკლესიაში დადიან მრევლთან ერთად და არა საცურაო აუზიდან აღგზნებულ მარტოხელა „პასტორთან“ ერთად. რაც შეეხება 17 წელს, საკითხავია, იცოდა თუ არა ეს „პასტორმა“, და ისიც, უთხრა თუ არა ეს „ქალიშვილმა“?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here