მთავარი მსოფლიო აშშ-ში ინგლისურის მასწავლებლების ნაწილი უარს ამბობს შექსპირზე “ჰომოფობიის, რასიზმისა და კლასობრივი დისკრიმინაციის”...

აშშ-ში ინგლისურის მასწავლებლების ნაწილი უარს ამბობს შექსპირზე “ჰომოფობიის, რასიზმისა და კლასობრივი დისკრიმინაციის” გამო

258
გააზიარეთ
აშშ-ში ინგლისურის მასწავლებლების ნაწილი უარს ამბობს შექსპირზე “ჰომოფობიის, რასიზმისა და კლასობრივი დისკრიმინაციის” გამო

გავრცელებული ინფორმაციით, სულ უფრო მეტი ამერიკელი მასწავლებელი ამბობს უარს უილიამ შექსპირის ნაწარმოებების სწავლებაზე, მიზეზად კი რასიზმსა და შეუწყნარებლობას ასახელებს.

სასკოლო ბიბლიოთეკის ჟურნალის მიერ იანვარში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მინესოტელმა ბიბლიოთეკარმა, წიგნების გამყიდველმა და ჟურნალისტმა ამანდა მაკგრეგორმა იკითხა, რატომ განაგრძობენ მასწავლებლები გაკვეთილებზე შექსპირის სწავლებას.

“შექსპირის ნამუშევრები სავსეა პრობლემური, მოძველებული იდეებით, ქალთმოძულეობით, რასიზმით, ჰომოფობიით, კლასობრივი დისკრიმინაციით, ანტისემიტიზმითა და შავკანიანი ქალების სიძულვილით”, _ წერს იგი.

მათ შორის, ვინც შექსპირის სწავლებაზე უარი თქვა, არის კლაირ ბრუნკი, რომელიც ინგლისურს ვაშინგტონის შტატში ასწავლიდა.

კიდევ ერთი მასწავლებელი ლიზ მეთიუსი, რომელიც კონექტიკუტში მე-9 კლასში ასწავლის ინგლისურს, სადაც მოსწავლეთა 95% შავკანიანი ან ლათინოამერიკელია, ამბობს, რომ შექსპირი უმცირესობების წარმომადგენელი ავტორებით ჩაანაცვლა.

alt-info.com

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here