Home ახალი ამბები მსოფლიო აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას რუსეთმა მშვიდად და პრაგმატულად უპასუხა

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას რუსეთმა მშვიდად და პრაგმატულად უპასუხა

1280
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას რუსეთმა მშვიდად და პრაგმატულად უპასუხა

მოსკოვს ყოველთვის შეუძლია, სათანადოდ უპასუხოს აშშის ნებისმიერ ნაბიჯს”, _ განაცხადა აშშში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა, აშშის გადაწყვეტილების კომენტირებისას, გავიდეს .. ღია ცის შეთანხმებიდან.

ანატოლი ანტონოვის განცხადებით, რუსეთი ტრაგედიას ვერ ხედავს იმაში, რომ აშშ-მა გადაწყვიტა, გავიდეს “ღია ცის” შეთანხმებიდან. მისი აზრით, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას მოსკოვმა მშვიდად და პრაგმატულად უპასუხა. “ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ვკარგავთ კიდევ ერთ შეთანხმებას საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში”, _ განაცხადა რუსეთის ელჩმა.

უფრო ადრე ევროკავშირის 10 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაავრცელეს განცხადება აშშ-ის გადაწყვეტილებაზე, დატოვოს “ღია ცის” შესახებ შეთანხმება. განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ საფრანგეთის, გერმანიის, ბელგიის, ესპანეთის, ფინეთის, იტალიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ჩეხეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ნათქვამია, რომ ევროკავშირი სინანულს გამოთქვამს ვაშინგტონის გადაწყვეტილების გამო და მოუწოდა ვაშინგტონს, დაბრუნდეს შეთანხმებაში, რომელიც, ვაშინგტონის აზრით, რუსეთმა დაარღვია.

21 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანა გადის “ღია ცის” შეთანხმებიდან. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდება 6 თვის შემდეგ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვის განცხადებით, მოსკოვისადმი ვაშინგტონის პრეტენზიები უსაფუძვლოა, რუსეთი კი მაინც დაიცავს შეთანხმების პირობებს და შეეცდება მის შენარჩუნებას.

Lenta.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here