Home რუბრიკები საზოგადოება “აქტუალური და საინტერესო გაზეთი”

“აქტუალური და საინტერესო გაზეთი”

618
“აქტუალური და საინტერესო გაზეთი”

_ 70 წელს გადავაბიჯე. საქართველოში დავბრუნდი 2005 წელს მოსკოვიდან, სადაც თითქმის 40 წელი ვიცხოვრე და ვიმუშავე. ჩამოსვლისთანავე დავიწყე პრესის დაკვირვებით კითხვა, რათა გამეგო, რა ხდებოდა ქვეყანაში. “საქართველო და მსოფლიომგამოსვლისთანავე მიიქცია ჩემი ყურადღება და მას შემდეგ დამტარებელს ყოველ ოთხშაბათს მოაქვს ჩემთან სახლში ახალი ნომერი (მე ახმეტის ნის სოფ. ქვემო ალვანში ვცხოვრობ). გაზეთს ყოველთვის დიდი ინტერესით ვკითხულობ, ზოგიერთ სტატიას კი რამდენჯერმე გადავიკითხავ ხოლმე. შეიძლება ითქვას, “საქართველო და მსოფლიოჩემს სამაგიდო გაზეთად იქცა. სხვა გაზეთები ძირითადად ყოველდღიურ ამბებს აშუქებენ ვიწროდ. თქვენი თვალსაწიერი გაცილებით დიდია.

რამდენიმე ხნის წინათ გამიჩნდა იდეა, ჩვენი სოფლის საშუალო სკოლის უფროსკლასელებისთვის მომეწყო გაზეთის კლასგარეშე კითხვა, რაზეც მოვუყევი სკოლის დირექტორს და მან მოიწონა ჩემი იდეა. ალბათ, მალე იდეას ხორცს შევასხამთ. მინდა მომავალ თაობას ის სტატიები წავუკითხო, რომლებიც საყოველთაო ინტერესს იწვევს, ასეთები კი გაზეთში ბევრი გაქვთ.

მადლობას გიხდით, რომ არსებობს ასეთი აქტუალური და საინტერესო გაზეთი.

პატივისცემით,

არდალიონ ხააძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here