Home სხვადასხვა დაიჯესტი “ასწავლეთ ქიმია და არა ჰომოსექსუალიზმი”

“ასწავლეთ ქიმია და არა ჰომოსექსუალიზმი”

896
“ასწავლეთ ქიმია და არა ჰომოსექსუალიზმი”

ბრიტანეთის სკოლებში გაჩაღდა არცთუ სახუმარო კამათი მასწავლებლებსა და კონსერვატორ მშობლებს შორის, რომლებიც სექსუალური აღზრდის გაკვეთილების წინააღმდეგ გამოდიან. ინგლისელებს არ მოსწონთ, რომ მათ 4-11 წლის გოგონებსა და ბიჭებს ესაუბრებიან ერთნაირსქესიანთა ურთიერთობებზე, სექსტინგსა და ძალადობაზე. გერმანიაში ამგვარი გაკვეთილებით აღშფოთებული მშობლების მოძრაობაც კი ჩამოყალიბდა. იმის შესახებ, თუ რას ასწავლიან ბავშვებს ევროპაში, დღეს მოგითხრობთ.

ჩვენ ბავშვებს სკოლაში მათემატიკის შესასწავლად ვაგზავნით

უკვე ვიუწყებოდით, რომ ბრიტანეთის ბირმინჰემის ერთ-ერთ სკოლასთან ხშირად იკრიბებიან აღშფოთებული მშობლები, რომლებიც ლგბტ ოჯახების შესახებ გაკვეთილების ჩატარებას აპროტესტებენ. უმეტესობა პლაკატებით არის “შეიარაღებული”: “განათლება და არა აღზრდა”, “დაე, ბავშვები ბავშვებად დარჩნენ”. შეკრებილთა უმრავლესობა მაჰმადიანია, მაგრამ არიან კონსერვატორი ქრისტიანებიც. მათ აერთიანებს სექსუალური გაკვეთილების მიუღებლობა, რომელსაც არასრულწლოვან ბავშვებს თავს ახვევენ.

ბრიტანეთიდან წავალთ, მაგრამ ბავშვებს არ ვატარებთ იმ სკოლაში, რომელშიც გეებსა და ლესბოსელებზე ელაპარაკებიან”, _ აცხადებენ ისინი.

ეს სასწავლო დაწესებულება ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლად ითვლება ბირმინჰემში, მაგრამ მშობლები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ მათმა შვილებმა ხუთი წლის განმავლობაში უნდა შეისწავლონ ისეთი ცნებები, როგორებიცაა “ქორწინება”, “რასა”, “რელიგია”, “ორსულობა”, “დედობა”, “კონტრაცეფციის საშუალებები” და “დაავადებები, რომლებიც სექსუალური გზით გადადის”. და კიდევ _ სექსუალური ორიენტაციის, სქესის შეცვლისა და სამოქალაქო პარტნიორობის თემები.

“მსურს, რომ სკოლაში შეწყვიტონ ჰომოსექსუალიზმზე ლაპარაკი, რადგან ამას ისლამი კრძალავს. ჩვენ ბავშვებს სკოლაში ვუშვებთ არა იმიტომ, რომ იცოდნენ, რას წარმოადგენენ ლგბტელები. ჩვენ მათ სკოლაში ვუშვებთ იმისთვის, რათა ისწავლონ მათემატიკა, ქიმია და ინგლისური”, _ აღშფოთებით ლაპარაკობს მუსლიმ დედათაგან ერთ-ერთი. ბევრმა მშობელმა გაიყვანა თავისი შვილი ამ სკოლიდან, მაგრამ სკოლის ხელმძღვანელობა არ აპირებს პოლიტიკის შეცვლას, მიიჩნევს, რომ ბავშვებს ტოლერანტობის საფუძვლები ადრეული ასაკიდან უნდა ჩაენერგოს. ამ მიზნით პატარებს ექვსი წლიდან უკითხავენ წიგნებს ერთნაირსქესიანთა ურთიერთობაზე: “დედიკო, დედა და მე”, “მეფე და მეფე”.

ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამის ავტორია სკოლის დირექტორის მოადგილე, აშკარა პედერასტი ენდრიუ მოფატი. 2017 წელს განათლებაში შეტანილი წვლილისთვის მას მიენიჭა ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერის წოდება. ბრიტანული მედია აღნიშნავს, რომ ეს პედაგოგი იძულებული იყო, წამოსულიყო ბირმინჰემის სხვა სკოლიდან მუსლიმ მშობლებთან და კონერვატორ ქრისტიანებთან სკანდალის გამო. მაგრამ ამჯერად უკანდახევას არ აპირებს, აცხადებს, რომ “თავის ადგილზე” იმყოფება. “ვიცი, რომ ზოგიერთი მშობელი უკმაყოფილოა. მზად ვართ, განვიხილოთ მიზეზები… ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე ვასწავლი, რომ არსებობენ სხვადასხვა ოჯახები, ზოგიერთ სკოლაში სწავლობენ ბავშვები, რომლებსაც, მაგალითად, ორი დედა ჰყავთ. ჩვენ გვსურს, რომ ბირმინჰემის ყველა სკოლის მოსწავლემ იცოდეს: მათი ოჯახები აბსოლუტურად ნორმალურია, მათ სკოლებში სიხარულით ხვდებიან”, _ იმეორებს მის სიტყვებს The Guadrian.

სკოლის ადმინისტრაცია კი თავს იმით იმართლებს, რომ სექსუალური აღზრდის გაკვეთილები ყოველკვირეულად კი არ ტარდება, არამედ წელიწადში ხუთჯერ, ისე, როგორც პროგრამით არის გათვალისწინებული.

სექსტინგი”, “ძალადობადა სხვა ტერმინები

2017 წელს ბრიტანეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ სექსუალური აღზრდის გაკვეთილები აუცილებლად უნდა ჩატარდეს ყველა სკოლაში. ამ ინიციატივით ერთბაშად პარლამენტის ხუთი კომიტეტი გამოვიდა. მანამდე კი გამოიცა მოხსენება, რომელიც ქალთა თანაბარუფლებიანობას მიეძღვნა. დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ ბრიტანეთის სკოლებში სექსუალური შეურაცხყოფა ნორმად იყო ქცეული. მიიღეს გადაწყვეტილება, ბავშვები ოთხი წლის ასაკიდან გაეთვითცნობიერებინათ უსაფრთხო და ჯანსაღი ურთიერთობის საფუძვლებში, ყმაწვილებისთვის კი ესწავლებინათ სექსუალური ცხოვრების ანბანი. ამ გაკვეთილებზე მოსწავლეებს უყვებიან ინტერნეტპორნოგრაფიის, სექსუალური ძალადობისა და სექტინგის (სექსუალური ხასიათის ცნობების გაცვლის) საშიშროებაზე.

ამავე დროს, სკოლებს ეძლევა უფლება, დამოუკიდებლად გადაწყვიტონ სექსუალურ სფეროში ბავშვთა გათვითცნობიერების პროგრამების არქიტექტონიკა. ხუთი წლის წინათ მასწავლებლებისთვის მოამზადეს მოსწავლეთა სექსუალური განათლების მეთოდიკა, რომლის გამოც აგორდა სკანდალი. ამ ინსტრუქციაში ნათქვამია, რომ “სექსი” თანატოლებს შორის 13 წლის ასაკიდან ნორმად უნდა ჩაითვალოს, თუ ორმხრივი თანხმობით ხდება”. ამასთან, ბრიტანული კანონების მიხედვით, ყმაწვილებმა სექსუალური ურთიერთობა შეიძლება დაამყარონ მხოლოდ 16 წლის ასაკს მიღწევის შემდეგ. ბროშურა იუწყება, რომ 13-დან 17 წლის ასაკის მოსწავლეებისთვის სავსებით ნორმალურია “დაინტერესება პორნოგრაფიით, სექსუალურ თემებზე საუბარი, ასევე, ერთნაირი თუ განსხვავებული სქესის პარტნიორებთან ურთიერთობის დამყარების ვარიანტები”.

მასწავლებლებს შესთავაზეს პროგრამა “შუქნიშანი”, რომლის დახმარებით შეეძლებათ მოზარდთა ქცევის სიჯანსაღის დადგენას.

გამოკითხვების დროს ბევრმა ბრიტანელმა განაცხადა, რომ მხარს არ უჭერენ ასეთ გაკვეთილებს. მათი აზრით, “ბავშვებისთვის სქესის სწავლება სწორი არ არის”, “მშობლებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, რა უნდა ასწავლონ შვილებს”, “ასეთი სწავლება ბავშვებს სექსის შესახებ უფრო მეტ შეკითხვას გაუჩენს”.

ბრიტანეთის განათლების სამინისტროში მიიჩნევენ, რომ მოსწავლეების სექსუალური განათლების პრობლემად ყალიბდება მშობლების მცდარი შეხედულება, თუ რა და როგორ უნდა ასწავლონ მათ შვილებს სკოლაში. მასწავლებლები ჩივიან, რომ ბევრი მშობელი საერთოდ არ ზრუნავს შვილების სექსუალურ აღზრდაზე, თანაც არ სურთ ამ პასუხისმგებლობის სკოლებისთვის გადაცემა. თავის მხრივ ყმაწვილები აღიარებენ, რომ ისინი ემხრობიან ასეთი საგნების შემოღებას, მაგრამ იმის გამო, რომ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის არ არსებობს ურთიერთნდობა, თავს არიდებენ მათთვის საინტერესო საკითხების დასმას.

სექსუალური განათლება ევროპაში

სექსუალურ განათლებაზე ევროპაში პირველად XX საუკუნეში დაინტერესდნენ. შვედეთის სკოლებში სპეციალური საგანი 1955 წელს შემოიღეს. 15-25 წლის შემდეგ სკანდინავიელი მეზობლის მაგალითი ევროპის სხვა ქვეყნებმაც გადაიღეს, ძირითადად _ დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებმა. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სკოლებში კი ასეთი საგანი მხოლოდ სოციალისტური სისტემის კრახის შემდეგ გაჩნდა.

ამ საგანს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ასაკის ბავშვებს ასწავლიან. მაგალითად, ესპანეთში, იტალიასა და კვიპროსზე სექსუალურ აღზრდას იწყებენ, როცა ყმაწვილებს 14 წელი შესრულდებათ, პორტუგალიაში კი ხუთი წლიდან ასწავლიან.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სექსუალური აღზრდა სასკოლო პროგრამებში ჯერ კიდევ 1970 წელს შემოიღეს. მაშინ ამ საგნის სწავლება შედარებით მშვიდად მიმდინარეობდა. ნამდვილმა სკანდალმა 2016-ში იფეთქა. გერმანიის რამდენიმე ქალაქში ერთდროულად გაიმართა სკოლებში სექსუალური აღზრდის გაკვეთილების საწინააღმდეგო აქციები, რომლებიც მოაწყოშეწუხებული მშობლებისორგანიზაციამ. ამ დემონსტრაციების აღმძვრელ ძალად ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ლტოლვილი მოსახლეობა მოგვევლინა.

ხელისუფლება დარწმუნებული იყო, რომ ასეთი მეცადინეობები ხელს შეუწყობდა “სექსუალობისადმი მოსწავლეების პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას”, მაგრამ მშობლების უმეტესობას ამგვარი ინიციატივა არ მოეწონა. ისინი აცხადებდნენ, რომ სექსუალური აღზრდის გაკვეთილების წინააღმდეგ კი არ გამოდიოდნენ, არამედ იმის წინააღმდეგ, რომ კანონში ჩამოყალიბებული არ არის ამ საგნის მარეგლამენტირებელი ზუსტი ჩარჩოები.

გერმანიის 16 ფედერალური მიწის ყველა სკოლამ მიიღო მოქმედების სრული თავისუფლება: თემები მხოლოდ ზოგადი შტრიხებით იყო ჩამოყალიბებული და ნებისმიერ სასწავლო დაწესებულებას შეეძლო თავისი შეხედულებისამებრ შეედგინა სასწავლო პროგრამა, მაგრამ იყო აუცილებელი პუნქტიც _ რამდენიმე გაკვეთილი უნდა მიეძღვნათ ერთნაირსქესიანთა ურთიერთობებისთვის.

ბევრი მასწავლებელი მოსწავლეებს პიესებში მონაწილეობას სთავაზობს. ბავშვები როლებს ასრულებენ, მაგალითად, ისეთ სცენებში, სადაც მავანი მოქმედი პირი უყვება თავის მეგობარს ან მშობლებს (რომელთა როლებს მისი თანაკლასელები ასრულებენ), რომ იგი გეია ან თავის ოჯახში ორი დედაა.

მშობლები აღშფოთდნენ იმიტომ, რომ პროგრამა შეადგინეს არა პედაგოგიკის სპეციალისტებმა, არამედ სექსუალურ უმცირესობათა წარმომადგენლებმა, ამიტომაა, რომ ბევრ წიგნში ჩვეულებრივი (ტრადიციული) ოჯახი წარმოდგენილია, როგორც გამონაკლისი, ხოლო ერთნაირსქესიანთა კავშირი ნორმად არის გასაღებული.

ყმაწვილების სამაგიდო წიგნად აქციეს გერმანიაში ცნობილი სექსოპათოლოგის ან-მარლენ ჰენინგის ნაწარმოები “გაერთე სიყვარულით”, რომელიც გამდიდრებულია ეროტიკულ პოზებში გადაღებული თინეიჯერების ფოტოსურათებით.

გერმანიის ხელისუფლება, რომელიც სკოლებში ასეთი სწავლების შემოღების ინიციატორია, თავდაცვის არგუმენტად სტატისტიკას იყენებს: ქვეყანაში თინეიჯერების დაორსულების დონე საკმაოდ დაბალია.

მსგავსი ვითარება ჩამოყალიბდა ნიდერლანდებსა და საფრანგეთში, რომელთა სკოლებში სექსუალური აღზრდა საკმაოდ ადრეულ ასაკში იწყება, ხოლო სასწავლო დამხმარე საშუალებებში ინფორმაცია უხვად არის წარმოდგენილი.

საყმაწვილო ასაკში დაორსულების დონით ევროპაში დიდი ბრიტანეთი ლიდერობს.

ქსენია მელნიკოვა,

რია ნოვოსტი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here