Home ახალი ამბები მსოფლიო ასეთი რამ არასდროს მომხდარა: იაპონიამ უარი უთხრა აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგებაზე

ასეთი რამ არასდროს მომხდარა: იაპონიამ უარი უთხრა აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგებაზე

2849
ასეთი რამ არასდროს მომხდარა: იაპონიამ უარი უთხრა აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგებაზე

წყნარი ოკეანის რეგიონში აშშ-ის უახლოესმა მოკავშირემ ვაშინგტონს პირველად უთხრა უარი თავის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტების განლაგებაზე. ოფიციალურმა ტოკიომ გააუქმა გარიგება პენტაგონთან რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების _ Aegis Ashore-ს განლაგებაზე. ფორმალურად ეს ახსნეს საცხოვრებელი კვარტლების უსაფრთხოების უზრუნველყოფით, რომ იქ შეიძლება რაკეტა ჩამოვარდეს, მაგრამ ბევრი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ არსებობს სხვა მიზეზებიც.

იაპონელებმა თავიანთ ტერიტორიაზე ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექს Aegis Ashore-ს განლაგების გადაწყვეტილება 2017 წელს მიიღეს, მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. ამერიკული კომპლექსები უნდა განელაგებინათ იაპონიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე პროვინცია აკიტასა და სამხრეთ-დასავლეთის პროვინცია იამაგუტიში.

სამხედრო ექსპერტების აზრით, ეს კომპლექსები იაპონიას თავიდან ააცილებდა რაკეტების თავდასხმის საფრთხეს, მაგრამ ძალიან ძვირი დაუჯდებოდა _ დაახლოებით 890 მლნ დოლარი. თანაც რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსებს ამერიკელი სამხედროები გააკონტროლებდნენ.

სისტემების გამართვას 2023 წელს აპირებდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი ჩინეთმა და რუსეთმა მწვავედ გააკრიტიკეს, თანაც ტოკიომ გააცნობიერა, რომ ეს სისტემები იმუშავებდა აშშ-ის უსაფრთხოების დაცვაზე, ხოლო ომის შემთხვევაში პირველი დარტყმა განხორციელდებოდა სწორედ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებზე და ეს მოხდებოდა იაპონიის ტერიტორიაზე. ამერიკელები ხომ ყოველთვის ცდილობენ, იომონ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ან სხვა ქვეყნის ტერიტორიიდან. ეს კი იაპონელებს ხელს არ აძლევდათ.

ამას გარდა, არის კიდევ ერთი მიზეზი: იაპონელებს მობეზრდათ თავიანთ მიწაზე ამერიკელი სამხედროების ყოფნა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკელებმა იაპონიაში “სსრკ-ის აგრესიისგან” დაცვის საბაბით, სინამდვილეში აზიის აღმოსავლეთში სამხედრო პლაცდარმის შექმნის მიზნით, 90 სამხედრო ბაზა განალაგეს.

1972 წლიდან დღემდე ამერიკელმა სამხედროებმა მხოლოდ კუნძულ ოკინავაზე 6 ათასამდე დანაშაული ჩაიდინეს ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ, მათ შორის 100 მკვლელობა, 300-ზე მეტი გაუპატიურება და 200-ზე მეტი ავტოავარია სასიკვდილო შედეგით. იაპონელების მასობრივი პროტესტი ამერიკელი “სტუმრების” წინააღმდეგ, უკვე 20 წელიწადია, გრძელდება.

ria.ru-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here