Home სხვადასხვა ყვითელი გვერდი არქეოლოგებმა დაადგინეს, რომ შუასაუკუნეების ინგლისელები “ზომბებს” ებრძოდნენ

არქეოლოგებმა დაადგინეს, რომ შუასაუკუნეების ინგლისელები “ზომბებს” ებრძოდნენ

1065
არქეოლოგი

შუა საუკუნეებში ინგლისური სოფლების მცხოვრებნი მკვდრებს კიდურებს აჭრიდნენ, რათა არ გადაადგილებულიყვნენ, თუკი  რაიმე მისტიკური მიზეზით ისინი  “მოარულ მკვდრებადგადაიქცეოდნენ.

“თუ ჰიპოთეზა იმის თაობაზე, რომ სოფელ უორემ-პერსიში ნაპოვნი ადამიანის ჩონჩხები  კიდურებდაჭრილი და კიდურებდამწვარი იმიტომ იყო, რომ მიცვალებულები ზომბებად არ გადაქცეულიყვნენ, სიმართლესთან ახლოსაა, მაშინ ჩვენ გვექნება  პირველი არქეოლოგიური მტკიცებულება იმისა, რომ შუასაუკუნეების ინგლისს ჰქონდა თავისი ბნელი ისტორია და რომ იმ პერიოდის ადამიანების მენტალიტეტი და აზროვნება სულ სხვანაირი იყო”, _ განაცხადა ინგლისელმა მეცნიერმა საიმონ მეისმა.

ეს აღმოჩენა ეკუთვნის მეისსა და მის კოლეგებს ცნობილი არქეოლოგის _ ალისტერ პაიკის ხელმძღვანელობით, როცა ისინი გათხრებს აწარმოებდნენ ინგლისის ჩრდილოეთში, იორკშირის საგრაფოს ერთ მიტოვებულ სოფელში _ უორემ-პერსიში. ეს სოფელი, როგორც მეცნიერები ყვებიან, არსებობდა VIII-IX საუკუნეებში, მისი ტერიტორია და იქ არსებული ეკლესია  და სასაფლაო, დიდი ხანია, იქცევდა არქეოლოგთა ყურადღებას. 1960-იანი წლების შუა პერიოდში არქეოლოგებმა უორემ-პერსის გათხრებისას აღმოაჩინეს სასაფლაო, საფლავებში კი ადამიანების ჩონჩხებს აკლდა კიდურების ძვლები. პაიკმა და მისმა კოლეგებმა ამ მოვლენას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს და დაუკავშირეს იმ პროცედურას, რომელიც შუასაუკუნეების ქრონიკებშია აღწერილი. საუბარია რიტუალზე, რომელიც აღკვეთს  ახალგარდაცვლილთა “მოარულ მკვდრებად” გადაქცევას. როგორც მემატიანეები წერენ, ადამიანები მსგავსი ბნელი მაგიისგან თავდაცვის მიზნით მიცვალებულებს კიდურებს ამტვრევდნენ და წვავდნენ.

რა თქმა უნდა, ძვლების მოტეხილობის, მოკვეთისა და დაწვის ფრაგმენტები უტყუარი მტკიცებულება არ არის იმისა, რომ მაინცდამაინც უორემ-პერსის მკვიდრნი იქცეოდნენ ასე, მაგრამ პაიკის ჯგუფმა, გამოთვალა რა ძვლების ასაკი, შეისწავლა მათი სტუქტურა და დაადგინა რა, თუ სად დაიბადნენ მათი პატრონები, გამორიცხა ყველა სხვა ვარიანტი.

შუასაუკუნეები, როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, იყო მკაცრი პერიოდი, ხალხი ხშირად შიმშილობდა და არც თუ იშვიათად ადამიანები კანიბალებად იქცეოდნენ, თუკი არ ექნებოდათ სხვა საჭმელი. უორემ-პერსის შემთხვევაში, მეცნიერთა აზრით, ეს ნაკლებად სავარაუდოა _ “უცნაურ ძვლებში” შემონახულია ძვლის ტვინი, რომელსაც ამ სოფლის მკვიდრნი, ჰანიბალები რომ ყოფილიყვნენ, შეჭამდნენ. ამას გარდა, მიკცვალებულებისადმი ამგვარი მოპყრობა, მათი ასაკით თუ ვიმსჯელებთ, მინიმუმ 200-400 წელიწადი გრძელდებოდა, XII-XIV საუკუნეებში, რაც ასევე ეჭვქვეშ აყენებს ჰანიბალურ ტრადიციას ამ სოფელში.

მეორე შესაძლო თეორია, რომ მსგავსი წესით კლავდნენ და მარხავდნენ მხოლოდ უცხოელებს, ასევე არადამაჯერებელია, რადგან ძვლების გამოკვლევამ დაადასტურა, რომ მიცვალებულები ადგილობრივები იყვნენ.

შესაბამისად, პაიკისა და მისი ჯგუფის აზრით, ყველაზე ახლოს სიმართლესთან ის უცნაური  ჰიპოტეზაა, რომლის მიხედვითაც ამ სოფლის მკვიდრნი ებრძოდნენ პოტენციურ “ზომბებს”.

რატომ ექცეოდნენ ასე უორემ-პერსის მკვიდრნი მხოლოდ ზოგიერთი მიცვალებულის სხეულს, მეცნიერებმა ჯერ არ იციან, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ეს, შესაძლოა, უკავშირდება ადგილობრივი ეკლესიის საქმიანობას ან თვით ამ ძვლების პატრონის ქცევას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here