Home სხვადასხვა დაიჯესტი ამერიკელმა თავისი ქალიშვილი შეირთო

ამერიკელმა თავისი ქალიშვილი შეირთო

1803
ამერიკელმა თავისი ქალიშვილი შეირთო

2018 წლის შემოდგომაზე ნებრასკას შტატის პოლიციას შეატყობინეს, რომ 40 წლის თრევის ფილდგროუვსა და მის ქალიშვილს _ სამანტა ქერშნერს ერთმანეთში დამყარებული აქვთ სექსუალური ურთიერთობა. ორივემ დაადასტურა, რომ მართლაც ასეა. 1 ოქტომბერს მათ ოფიციალურად გააფორმეს ქორწინება. ამის თაობაზე წერს გამოცემა Omaha World-Herald.

დედამ ქერშნერს ბიოლოგიური მამა სამი წლის წინათ გააცნო. მანამდე ერთმანეთი არსად ენახათ. ფილდგროუვის თქმით, მას სამანტა თავის შვილად არ მიაჩნდა, რადგან ქალიშვილის დაბადების მოწმობაში მისი (ფილდგროუვის) გვარი არ ეწერა.

ქერშნერის განცხადებით, ინცესტის მიზეზი იყო კამათი დასთან, რომელიც ამტკიცებდა, რომ პირველი შეაცდენდა ფილდგროუვს, სამანტა შეეცადა, დაესწრო დისთვის. შეძლო!

პოლიციის მიერ ჩატარებული ტესტით დამტკიცდა, რომ ფილდგროუვი ქერშნერის მამა იყო. ისინი დააპატიმრეს და ინცესტის ბრალდება წაუყენეს. პატიმრებს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, მაგრამ სასამართლო გარიგების შედეგად სასჯელი შეუმცირდათ.

ფილდგროუვს მიუსაჯეს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა. მას 144 დღის შემდეგ გაათავისუფლებენ. მომდევნო 12 თვის განმავლობაში იცხოვრებს პოლიციის მეთვაულყურეობით. ამ დროის განმავლობაში მას აეკრძალება ქერშნერთან შეხვედრა.

2018 წელს იუწყებოდნენ, რომ აშშ-ის მოქალაქე ქალი ორი წლით ჩასვეს ციხეში თავის ქალიშვილთან დაქორწინების ბრალდებით. გამოძიებით დადგინდა, რომ ეს ქალი 2010 წელს ცოლად გაჰყვა თავის ვაჟს, მაგრამ შემდეგ გაეყარა.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here