Home სხვადასხვა დაიჯესტი ამერიკაში კვლავ ისვრიან

ამერიკაში კვლავ ისვრიან

806
ამერიკა

როიტერიიტყობინება, რომ სანფრანცისკოში ბოროტმოქმედის მიერ ატეხილი სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.

ბოროტმოქმედმა ადგილობრივი დროით 9 საათზე საფოსტო კომპანია UPS-ის შენობას ტყვია დაუშინა. მასმედიის ცნობით, თავდამსხმელი ამ ფირმის თანამშრომელია. საპასუხო ცეცხლისას პოლიციელებმა იგი დაჭრეს და შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

14 ივნისს, დილით, ამერიკის ქალაქ ალექსანდრიაში (ვირჯინიის შტატი) ვინმე ჯეიმს ჰოდგკინსონმა დაცხრილა ამერიკელ კონგრესმენთა ჯგუფი, რომელიც ბეისბოლის მოედანზე წვრთნას გადიოდა რესპუბლიკელების და დემოკრატების მოყვარულთა გუნდების ტრადიციული შეხვედრის წინ.

გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელმა კონგრესმენებს 100 ტყვია ესროლა. დაიჭრა 5 ადამიანი, მათ შორის _ ერთი პოლიციელი. საპასუხო გასროლით დამნაშავე დაჭრეს. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ ის გარდაიცვალა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here