მთავარი ახალი ამბები აკაკი ზოიძე: “ევროპული საქართველო“ რატომ გქვიათ, დაანებეთ ამ ევროპას თავი და დაირქვით...

აკაკი ზოიძე: “ევროპული საქართველო“ რატომ გქვიათ, დაანებეთ ამ ევროპას თავი და დაირქვით “ბაზარი დაარეგულირებს საქართველოს“

1207
გააზიარეთ

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე პარტია “ევროპულ საქართველოს“ მიმართავს, სახელწოდება შეიცვალოს და “ბაზარი დაარეგულირებს საქართველოს“ დაირქვას. 

ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო ipn-ი ავრცელებს.

აღნიშნული განცხადება ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმ კრიტიკის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც “ევროპული საქართველოს“ წევრებს “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტით განსაზღვრულ ახალ რეგულაციებზე გააჩნიათ.

“ჩემთვის გაურკვეველია, რატომ გქვიათ “ევროპული საქართველო“ – თამბაქოს კონტროლის წინააღმეგი თქვენ ხართ, როცა მთელი ევროპა ამაზე დგას. შრომის ინსპექციის წინააღმდეგი თქვენ ხართ. ჩემი წინადადებაა, დაანებეთ ამ ევროპას თავი და დაირქვით “ბაზარი დაარეგულირებს საქართველოს“. ამით ნათლად იქნება გამოკვეთილი თქვენი სულისკვეთება და ფილოსოფია. გასაგებია, რომ შრომის ინსპექცია პანაცეა არ არის. ეს ყველა პრობლემას არ გადაჭრის და ერთ დღეში არ მოგვცემს იმას, რომ საწარმოებში სიკვდილიანობისა და ტრამვების არც ერთი შემთხვევა აღარ იყოს, მაგრამ ეს არის პრევენციის სისტემის ერთ-ერთი მექანიზმი“, – განაცხადა ზოიძემ “ევროპული საქართველოს“ მისამართით.

“ევროპული საქართველო“ “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტით განსაზღვრულ ახალ რეგულაციებსა და ბიუროკრატიულ მექანიზმებს აკრიტიკიებს.

უმცირესობა დღევანდელ განხილვაზე დაინტერესდა, როგორც მუშაობს “სისხლის სამართლის კოდექსის“ და “ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის“ ის ნორმები, რომელიც საწარმო დაწესებულებებში უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე პასუხისმგებლობას აკისრებს და რამდენი პირის მიმართ დადგა სათანადო პასუხისმგებლობა.

ოპოზიციის აზრით, შრომითი უსაფრთხოების ნორმების შესრულების და პრევენციის ყველა სწორი გზა სწორედ ეს არის.

“შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი მეორე მოსმენით იხილავს. 

 

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. დედა რა გინებაჩლუნგები მართავენ ქვეყანას? მცხვენია რა ევროპულ საქართველოზეა საუბარი წალეკა ქვეყანა სიღარიბემ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here