Home რუბრიკები საზოგადოება ავთანდილ უნგიაძე: საიას სახელმძღვანელო, რომელიც მოსწავლეებს “ბოზებში სიარულის”, ათაშანგის რაობის, ადრეული ორსულობისა...

ავთანდილ უნგიაძე: საიას სახელმძღვანელო, რომელიც მოსწავლეებს “ბოზებში სიარულის”, ათაშანგის რაობის, ადრეული ორსულობისა და აბორტის ანაბანაში გაარკვევს

მიაქციეთ ყურადღება, რას ასწავლიან თქვენს შვილებს

1688
ავთანდილ უნგიაძე

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისთავმჯდომარე ავთანდილ უნგიაძემახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასღია წერილით მიმართა და მოუწოდა, რომ შეწყვიტოს სკოლებში ისეთი წიგნებისა თუსაინფორმაციო ბუკლეტებისგავრცელება, რომლებიც მოზარდების ცნობიერებაზე უარყოფით გავლენას მოახდენს.

ავთანდილ უნგიაძის თქმით, აღნიშნული ორგანიზაცია, სხვა მსგავსარასამთავრობო ორგანიზაციებთანერთად, უკვე დიდი ხანია, საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროპაგანდისტულ საქმიანობას ეწევა და ამისთვის კონკრეტულ საშუალებებს, მათ შორის გარკვეული შინაარსის ლიტერატურასაც იყენებს. უცხოეთიდან დაფინანსებულმაახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამმცირე ხნის წინათ გამოსცა წიგნისამართლის ქალაქი”, რომელიც თბილისის რამდენიმე სკოლაში მოსწავლეებს უფასოდ დაურიგდათ. ამ წიგნში საუბარია თემებზე: “დაუცველი სექსი”, “მსუბუქი ყოფაქცევის ქალებში სიარული”, “აბორტი”, “ადრეული ორსულობა”, “ნარკოტიკები”, “აზარტული თამაშებიდა სხვ. რა მიზანს ემსახურება სკოლებში კონკრეტული წიგნებისა და ბუკლეტების დარიგება, რომლებიც თითქოს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისკენაა მიმართული, რა საფრთხეებს შეიცავს ქვეყნისთვის ეს ქმედება და რა შეიძლება საზოგადოებამ ამას დაუპირისპიროს? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზესაქართველო და მსოფლიოს” “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისთავმჯდომარე ავთანდილ უნგიაძე ესაუბრება.

 _ ბატონო ავთანდილ, საზოგადოების დიდმა ნაწილმა, ალბათ, არც იცის, რომ უცხოეთიდან დაფინანსებულიარასამთავრობო ორგანიზაციებიაქტიურ პროპაგანდისტულ საქმიანობას ეწევიან სკოლებში და გარკვეულ ლიტერატურას არიგებენ. რა ლიტერატურას ავრცელებს, რა წიგნები დაარიგა სკოლებშიახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ”?

_ ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ საიამ შეიტანა სკოლაში წიგნი და სწორედ ამ მიზნით გამოუშვა, მაგრამ შემტანები მოიძებნებიან. ეს წიგნი თბილისის სკოლაში დაურიგეს მოსწავლეებს განურჩევლად ასაკისა და ის ჩვენთან 10 წლის მოსწავლის ხელიდან მოხვდა. ეს არ არის სახელმძღვანელო, ეს არის ერთგვარი კლასგარეშე საკითხავი წიგნი და მასში თავმოყრილია საკითხები, რომლებზეც, მიგვაჩნია, რომ არ შეიძლება მოზარდებს ესაუბრო. ეს თემებია: აბორტი, ნაადრევი ქორწინება, დაუგეგმავი ორსულობა, დაუცველი სექსი, ნარკომანია და ა.შ.

ახლა, კონკრეტულად, როგორ და რა ფორმითაა ეს ყველაფერი მიწოდებული. მაგალითად, არის ასეთი კაზუსი: მიშიკო, რომელსაც არ აქვს სექსუალური გამოცდილება, უფროსმა მეგობრებმა წაიყვანეს მსუბუქი ყოფაქცევის ქალთან. მიშიკომ ქალთან დაამყარა სექსუალური კონტაქტი, რის შედეგადაც შეეყარა სიფილისი და გონორეა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქალმა იცოდა, რომ ის ამ ინფექციების მქონე იყო. დაისჯება თუ არა ის სისხლის სამართლებრივი წესით?” ამას მოსდევს შესაბამისი იურიდიული განმარტება, რომ ქალის ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და ის ამ ქმედებისთვის დაისჯება.

შემდეგი კაზუსი: “16 წლის ნინოს მობეზრდა საოჯახო საქმეების კეთება. მას არ მოსწონს, როცა დედა ეუბნება: “ნაგავი გადაყარე”, “ოთახი დაალაგე”, “ჭურჭელი გარეცხედა .., თუმცა პროტესტის მიუხედავად, დედა დაჟინებით იმეორებს, რომ იგი ვალდებულია, გააკეთოს საოჯახო საქმეები”. განმარტება: “როგორც წესი, შვილები მშობლებს ზომიერების ფარგლებში საოჯახო საქმეებში ეხმარებიან, თუმცა ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას მთავარი მაინც ბავშვის უფლებები და ინტერესებია”.

რაც შეეხება სხვა თემებს, როგორც გითხარით, წიგნში ერთ-ერთი თავია “აბორტი” და მასში საუბარია, რა უნდა გააკეთოს გოგომ შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტის შედეგად დაორსულების შემთხვევაში. კაზუსი: ლიკას შეყვარებულთან დაუგეგმავი სქესობრივი კონტაქტი ჰქონდა, რის შედეგადაც დაორსულდა. პირველი ორი თვე იგი ვერ მიხვდა, რომ ორსულად იყო, თუმცა შემდგომ ნელნელა დაეტყო მუცელი. იგი დაიბნა და არ იცის, რა გააკეთოს. მშობლებმა რომ გაუგონ, ალბათ, მოკლავენ. შეყვარებული ეუბნება, რომ მუცელი მოიშალოს, მან კი არ იცის, რა უნდა ქნას”. ამას ერთვის განმარტება, რომ აბორტზე უამრავი სამედიცინო, რელიგიური თუ სამართლებრივი არგუმენტაცია არსებობს, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, გოგონამ თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

წიგნში ასევე დეტალურადაა საუბარი ყველა სახის ნარკოტიკზე, რომელს რა ზემოქმედება ახასიათებს, რას შეიცავს, რას აზიანებს, რას _ არა და ა.შ. ანუ საქმე გვაქვს რასთან: ბავშვს ჯერ გაასინჯებენ ხილს და მერე ეუბნებიან, რომ ეს ხილი არის ცუდი. გახსოვთ ხომ ქართული ანდაზა, აკრძალური ხილი გემრიელიაო. ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა: მიზანშეწონილია, სკოლის მოსწავლეს, 12, 13, 14 წლის მოზარდს ან თუნდაც ცოტა უფროსს ასეთ თემებზე ვესაუბროთ? მსოფლიოს წამყვანი ფსიქიატრები, თანხმდებიან, რომ ფსიქიკურად და ფიზიოლოგიურად ჩამოუყალიბებელ მოზარდთან არ შეიძლება გარკვეულ თემებზე საუბარი. აქ ლაპარაკია ისეთ რამეზე, რაც მას აღუძრავს შეცნობის წადილს, რაც მას უბიძგებს სწორედ ამ ქცევის, ქმედების განხორციელებისკენ. აი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვფიქრობთ, რომ ეს არის საფრთხის შემცველი წიგნი და მსგავსი ლიტერატურის შეტანა საგანმანათლებლო დაწესებულებებში არ უნდა ხდებოდეს. ამან შეიძლება მოზარდს გაუღვივოს ინტერესი ნარკოტიკების მიმართ, შეიძლება უბიძგოს მას ნაადრევი სექსუალური ცხოვრებისკენ და საბოლოოდ დაანგრიოს მისი ფსიქიკა. არსებობს კვლევები, რომლებიც ამას ადასტურებს

_ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად კეთდება თუ შესაძლოა, იმ წიგნის ავტორებმა და გამავრცელებლებმა არ იციან, რა საფრთხეს შეიძლება ქმნიდეს მსგავსი ლიტერატურა?

_ ცხადია, ისინი არ ამბობენ, რომ ამ ყველაფერს მიზანმიმართულად აკეთებენ, მაგრამ ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ. რატომ? იმიტომ, რომ ვიცით მათი იდეოლოგია და ვიცით, რა მიზანს ემსახურებიან, თუმცა ეს მხოლოდ მათი ამოცანა არ არის, იმავეს აკეთებს ხელისუფლებაც. იცით, ალბათ, რა ხდება ქართულ ბაგაბაღებში _ გარჩევა აღარ არის გოგოსა და ბიჭის. მეტსაც გეტყვით, ტრენინგები ჩაუტარეს პედაგოგებს და პირდაპირ უთხრეს, რომ ბიჭს არ უნდა დაუძახონ ბიჭი, გოგოს _ გოგო, ანუ გენდერულად მაიდენტიფიცირებელი მიმართვა არ უნდა გამოიყენონ. ახლა ვიღაცას შეიძლება დაუჯერებლად მოეჩვენოს ეს, მაგრამ ფაქტია. ვიცი რამდენიმე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, რომლებშიც ასეთი რამ ხდება. ასე რომ, მივმართავ მშობლებს: მიაქციეთ ყურადღება, რას ასწავლიან თქვენს შვილებს. მიაქციეთ ყურადღება, რა იდეოლოგიით წამლავენ ბავშვს, თორემ ამან შეიძლება სერიოზულად დააზიანოს მოზარდის ფსიქიკა და ერთ დღესაც მშობელი მიხვდება, რომ შვილი, ფაქტობრივად, წაართვეს. ასეთი სწავლებისა და წიგნების მიზანი ისიც არის, რომ შვილი დაუპირისპირონ მშობლებს, შეირყეს და დაინგრეს ოჯახი. კიდევ ვიმეორებ: ჩვენ დღეს ვკარგავთ მომავალ თაობას და, თუ ეს არ გვინდა, ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ. უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას, რომ შეწყდეს სკოლებში ასეთი სწავლება და შეეშვანლიბერალებიბავშვებზე ფსიქოლოგიურ ძალადობას. ისინი ძალადობენ ღმრთის მცნებებზე, ზნეობაზე, ეროვნულ ფასეულობებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის, რაც მოხდა ევროპაში, აქ მოხდება გაცილებით სწრაფად, უფრო მარტივად და მძაფრად _ დაინგრევა ოჯახი, მოირყევა სახელმწიფო, გვექნება დემოგრაფიული კატასტროფა

_ ხელისუფლებაში თუ ხედავთ თუნდაც ისეთ სუბიექტებს, რომლებიც შინაგანად არ ეთანხმებიან ამ ყველაფერს?

_ დიახ, ვიცი, რომ არიან ასეთი ადამიანები მმართველ გუნდში, მაგრამ ისინი არათუ ამინდს ვერ ქმნიან, საერთოდ, ვერც კი ბედავენ თავიანთი პოზიციის, მოსაზრებების საჯაროდ გამოხატვას. მთლიანობაში ეს არის უსუსური, სრულიად უპასუხისმგებლო და უუნარო ხელისუფლება. ის უბრალოდ, ასრულებს დასავლეთის მითითებებს, რომლებიც, სამწუხაროდ, მიმართულია ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. მისთვის სულერთია, რა მითითებები და დირექტივები იქნება, მთავარია, ეს დირექტივები ისე შეასრულოს, რომ მის ძალაუფლებას საფრთხე არ დაემუქროს და გარანტირებული ჰქონდეს ხელისუფლებაში ყოფნა. იმას ვერ ხვდებიან ეს საცოდავები, რომ ხელისუფლებაც გვერდზე დარჩებათ, სამშობლოც, ზოგიერთს კი _ მილიარდები. ღმერთთან თამაში უგუნურთა ხვედრია

_ თქვით, რომ საქართველოს ხელისუფლება დასავლეთის მითითებებს ასრულებს. ალბათ, უპირველესად, შეერთებულ შტატებს გულისხმობთ

_ დიახ. დღეს ბავშვმაც კი იცის, რომ რეალურად საქართველოს შეერთებული შტატები და პირადად მისი ელჩი მართავს. ყველაფერი, რაც ხდება _ ლგბტ-ების წახალისება, სოდომიის ნორმად გამოცხადება და სხვ., მისი დირექტივებია…

_ რას ფიქრობთ შეერთებულ შტატებში ამას წინათ ქართველი სასულიერო პირების დელეგაციის ჩასვლაზე და იმ განცხადებებზე, რომლებიც ამ სტუმრობის ფარგლებში გაკეთდა, რომ ამერიკა ჩვენი ნომერი პირველი პარტნიორია, რომ ის არის ჩვენი უსაფრთხოების, წინსვლის, წარმატებისა და განვითარების მთავარი გარანტი?

_ სიმართლე გითხრათ, რატომ გააკეთეს ეს განცხადებები, ძალიან მიკვირს. ეს ისეთი კომპრომისია, რომელიც შეუმჩნევლად არ ჩაივლის. აკი აღშფოთებულია საზოგადოება. შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის კომპრომისი ერისა და ეკლესიის ინტერესების საზიანოდ. სხვა რა ვთქვა. რომელ მეგობრობაზეა საუბარი, ამერიკელების დაფინანსებული ორგანიზაციები, იგივეთავისულების ინსტიტუტი”, იგივესოროსის ფონდიიგივესაიადა სხვები არ არიან, ეკლესიას რომ ებრძვიან?! მათი მხარდაჭერითა და ხელშეწყობით არ გაუთანაბრეს მართლმადიდებლობას სხვა რელიგიური კონფესიები?! მათი დირექტივით არ მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი?! ჩვენი პატრიარქის ლიკვიდაციის გეგმაზეც კი საუბრობდნენ ნაცხელისუფლების დასაწყისში. რომელი ერთი ჩამოვთვალო? 2008 წლის ომში რით დაგვეხმარენ? _ შეშფოთდნენ და წყლით დატვირთული კონტეინერების მეტი ვერაფერი გაიმეტეს… რომელ მეგობრობასა და პარტნიორობაზე საუბრობენ?!

_ ერთერთმა სასულიერო პირმა განაცხადა, რომ ამერიკას არასოდეს უღალატია ჩვენთვის.

_ უღალატია კი არა, ამერიკა მტერია. აბა, ნახეთ მათი ანგარიშები, რას წერენ; შეშფოთებული არიან, რომ ეკლესიასა და მის უწმინდესობას მაღალი რეიტინგი აქვს. ან 2008 წლის აგვისტოს ომი ავიღოთ: ვინ წააქეზა იმდროინდელი ხელისუფლება იმ ავანტიურის მოსაწყობად, რომელსაც ასობით ქართველი ახალგაზრდა მეომარი ემსხვერპლა? განა ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა არ შეაგულიანეს სააკაშვილი? ძალიან მიკვირს, რატომ გაკეთდა ასეთი განცხადებები. იმ მღვდელმთავრებს შორის არიან ისეთებიც, რომელთაც ჩვენ პატივს ვცემდით და ვიცით, რომ ისინი უწინ ასე არ ფიქრობდენ. მეტი რა გითხრათ, ეს აშკარად კონფორმისტული განცხადებაა. რომელ მეგობრობაზეა ლაპარაკი?! ამერიკას, საერთოდ, არ ჰყავს მეგობრები, მას ჰყავს ვასალები, ჩვენ კი ვასალებიც არ ვართ, ჩვენ ვართ ვასალის ვასალი…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here