Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე ადამიანების გაუჩინარების ყველაზე იდუმალი შემთხვევები

ადამიანების გაუჩინარების ყველაზე იდუმალი შემთხვევები

1415
“ვარატა”

1909 წლის ივლისში მოხდა XX საუკუნის ერთერთი დიდი საზღვაო კატასტროფა: ინგლისური სამგზავრო ხომალდი Waratah, რომლის ბორტზეც 211 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იყო, პორტ დურბანიდან გავიდა და უგზოუკვლოდ გაუჩინარდა. ხომალდი დღესაც არ არის ნაპოვნი. ადამიანების მასობრივად გაუჩინარების შემთხვევები მსოფლიოში ბევრია. შეგახსენებთ რამდენიმე მათგანს.

“ვარატა”
“ვარატა”

ვარატა

ორთქლმავალი “ვარატა” 1908 წელს ააგეს კომპანია Blue Anchor Line-სთვის. გემის მარშრუტი სპეციალურად შეარჩიეს დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიას შორის ვაჭრობის გასაღრმავებლად. “ვარატა” ააგეს სიჩქარისა და ფუფუნებისთვის: 8 დიდი დარბაზი და მდიდრული მუსიკალური სალონი განლაგებული იყო 8 წყალგაუმტარ ნაკვეთურში, რომლებსაც უნდა შეესრულებინა “მაშველის ფუნქცია ჩაძირვის ნებიმიერი საფრთხის შემთხვევაში”.

“ვარატას” პირველი რეისი ლონდონიდან ადელაიდაში (ავსტრალია) წარმატებით დასრულდა და თბომავალმა განიმტკიცა ყველაზე პრესტიჟული და საიმედო ხომალდის რეპუტაცია. 1909 წლის 27 აპრილს ახალი, მაგრამ უკვე კარგი რეპუტაციის ხომალდი ლონდონიდან გავიდა. 1 ივლისს “ვარატა” მელბურნიდან უკან გაემგზავრა _ ლონდონში. 25 დღე-ღამის შემდეგ ხომალდი სამხრეთ აფრიკის ქალაქ დურბანის პორტში შევიდა. 27 ივლისს დურბანიდან კეიპტაუნში გადასვლისას “ვარატას” ბორტზე, ეკიპაჟის 119 წევრისა და 92 მგზავრის გარდა, იყო მძიმე ტვირთი _ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები და 1100 ტ-ზე მეტი ტყვიის ნამზადი.

1909 წლს 28 ივლისს ხომალდი უკვალოდ გაქრა სამხრეთ აფრიკის სანაპირო წყლებში და მისი პოვნის ყველა ცდა უნაყოფოდ დასრულდა.

ესკიმოსების სოფელი ანგიკუნი

ესკიმოსების სოფელი ანგიკუნი

კანადის ერთ-ერთი დიდი ტბის, ანგიკუნის, ნაპირზე ოდესღაც იყო მეთევზეების სოფელი ანგიკუნი, რომელშიც დაახლოებით 2 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ სოფელი კანადის ქალაქებს საკმაოდ მოშორებული იყო, მისი მცხოვრებნი სტუმრებს გულითადად ხვდებოდნენ. მეთევზეების გარდა ეს ადგილი შესანიშნავი იყო მონადირეებისთვისაც, ამიტომ ესკიმოსების სოფელში არც ისე იშვიათი იყო ნადირობის შემდეგ ღამის გასათევად დარჩენილი სტუმარი. მათ შორის გახლდათ კანადელი ჯო ლაბელი.

1930 წლის 1 ნოემბერს ჯო ლაბელი ნადირობის შემდეგ, ჩვეულბისამებრ, გაემართა სოფელში. ძალიან ციოდა, მაგრამ, როცა სოფელში შევიდა, ნახა, რომ ცარიელი იყო _ დაახლოებით 2 ათასი კაცი უგზო-უკვლოდ გამქრალიყო. თანაც, სასწრაფოდ წასვლის არანაირი კვალი არ ჩანდა, ყველა საგანი თავის ადგილას იყო, ქვაბებში კი კერძი იხარშებოდა.

ლაბელს შეეშინდა და, დაღლილობის მიუხედავად, გაემართა უახლოესი ტელეგრაფისკენ, რათა პოლიციისთვის ეცნობებინა სოფლის მცხოვრებთა იდუმალი გაუჩინარების ამბავი. პოლიციელებმა კი სხვა რაღაცებიც აღმოაჩინეს: ადგილობრივ სასაფლაოზე ამოთხრილი იყო საფლავები, სოფლიდან ცოტა მოშორებით კი დახოცილი ძაღლები იპოვეს. ესეც ამოუხსნელია: ესკიმოსები დიდ პატივს სცემდნენ წინაპრებს, ძაღლებს კი ოჯახის წევრებად მიიჩნევდნენ. მოგვიანებით მონადირეებმა, რომლებიც სოფელთან შორიახლოს ნადირობდნენ, ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ცაზე მანათობელი ობიექტი შენიშნეს. ამიტომ სოფელ ანგიკუნის მცხოვრებთა გაუჩინარების ყველაზე გავრცელებული ვერსია უცხოპლანეტელების მიერ მათი მოტაცებაა.

ხომალდი “ციკლოპი” და მისი 306 მგზავრი

ხომალდიციკლოპიდა მისი 306 მგზავრი

ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოებები, უკვე მრავალი წელია, აფორიაქებს როგორც მეცნიერებს, ისე ფანტასტიკის მოყვარულებს. აი კიდევ ერთი იდუმალი ისტორია. 1918 წლის 16 თებერვალს რიო-დე-ჟანეიროდან გამოვიდა ამერიკული ხომალდი “ციკლოპი”. მის ბორტზე 306 მგზავრი იმყოფებოდა, აგრეთვე, 10 ათასი ტონა მარგანეცი იყო. ბარბადოსთან ახლოს გემი შეჩერდა გადატვირთვით გამოწვეული პრობლემის გამო (ტვირთამწეობა 8 ათას ტონას შეადგენდა), მაგრამ ყველაფერი რიგზე იყო _ გემს საგანგაშო სიგნალი არ გაუგზავნია. ბარბადოსთან გემი უკანასკნელად ნახეს _ ის დანიშნულების ადგილამდე არ მისულა. გულმოდგინე ძებნამ შედეგი ვერ გამოიღო _ ხომალდი ისე გაქრა 306 მგზავრთან ერთად, რომ კვალი არ დაუტოვებია.

გაუჩინარება თვითმფრინავისა, რომელსაც ნახატები გადაჰქონდა

გაუჩინარება თვითმფრინავისა, რომელსაც ნახატები გადაჰქონდა

გაუჩინარება თვითმფრინავისა, რომელსაც ნახატები გადაჰქონდა

1979 წლის 30 იანვარს ავიაკომპანია Varigruen-ის “ბოინგი 707-323ჩ” ასრულებდა სატვირთო რეისს მარშრუტით _ ტოკიო-ლოს-ანჟელესი-რიო-დე-ჟანეირო, მაგრამ აფრენიდან 30 წუთში გაქრა წყნარი ოკეანის თავზე. მიუხედავად იმისა, რომ ბორტზე მგზავრები არ მსხდარან, თვითმფრინავში იყო ეკიპაჟის 6 წევრი და ცნობილი იაპონელ-ბრაზილიელი მხატვრის, მანაბუ მაბეს 153 ნახატი. ფასი ნახატებისა, რომლებიც თვითმფრინავით გადაჰქონდათ, დაახლოებით 1,24 მლნ დოლარი იყო. თვითმფრინავი ტოკიოდან აფრინდა 20 საათსა და 23 წუთზე, 20 საათსა და 45 წუთზე ლაინერის მეთაურმა დისპეტჩერს აცნობა, რომ ფრენა ნორმალურ რეჟიმში მიმდინარეობდა. კავშირის შემდეგი სეანსი უნდა ყოფილიყო 21 საათსა და 23 წუთზე, მაგრამ ეკიპაჟი დუმდა. დისპეტჩერები ერთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ თვითმფრინავთან დაკავშირებას, შემდეგ კი განგაში ატეხეს. საძიებო სამუშაოების ჩატარების მიუხედავად, ვერ იპოვეს თვითმფრინავის ნამტვრევები, რომლებიც ავიაკატასტროფის დაადასტურებდა.

შუქურას ზედამხედველები ფლანანის კუნძულებზე

შუქურას ზედამხედველები ფლანანის კუნძულებზე

ფლანანის არქიპელაგი შოტლანდიის სანაპიროზეა. XIX საუკუნეში აქ ააგეს შუქურა, რომელიც გემებს გზას უნათებდა. შუქურა დღესაც მუშაობს, ოღონდ ავტომატიზებულია, მაგრამ ოდესღაც მასში ზედამხედველები ცხოვრობდნენ. შუქურაში ყოველთვის უნდა ყოფილიყო სამი ადამიანი. მაგრამ 1900 წლის 15 დეკემბერს გემ “არკტორის” ეკიპაჟმა შუქურადან სიგნალი ვერ დაინახა. ეკიპაჟმა ეს ინფორმაცია ხმელეთზე გადასცა, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყურადღება არ მიაქცია. მხოლოდ 26 დეკემბერს ეწვივნენ კუნძულს ადამიანები და ნახეს, რომ ზედამხედველები ადგილზე არ იყვნენ. საწოლები გასწორებული იყო, ჭურჭელი _ დარეცხილი, შუქურას ყველა კარი _ დაკეტილი. ერთადერთი უცნაურობა იყო გადაბრუნებული მაგიდა. ჟურნალში ბოლო ჩანაწერი დათარიღებულია 15 დეკემბრით. დღიურში არის შენიშვნა, რომ მოსალოდნელია ძლიერი შტორმი, მაგრამ მსგავსი რამ იმ მომენტში კუნძულთან მცურავ ხომალდებს არ შეუმჩნევიათ. სამი ადამიანის გაუჩინარების ვერსია ბევრია: უცხოპლანეტელების მიერ მოტაცებით დაწყებული _ სისხლიან ხოცვა-ჟლეტით დამთავრებული. ყვებოდნენ, რომ ერთმა ზედამხედველმა დაჩეხა 2 და მერე ზღვაში გადაეშვა. თუმცა ეს ვერსიები დადასტურებული არ არის.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here