სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი: აშშ მე და ჩემს ოჯახს განადგურებით დაგვემუქრა
ზომა
A

ხუთშაბათი, 02 მარტი / 2017 12:35

სერბთა რესპუბლიკის (შედის ბოსნია და ჰერცეგოვინას შემადგენლობაში) პრეზიდენტის მილორად დოდიკის განცხადებით, მასზე ამერიკელი მაღალჩინოსნები ზეწოლას ახორციელებდნენ  და მათი პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ოჯახის განადგურებითაც დაემუქრნენ.


ინციდენტი 2006 წელს მოხდა, როდესაც დოდიკმა უარი განაცხადა რესპუბლიკისთვის სახელწოდების შეცვლაზე, აგრეთვე არ დაუქვემდებარა პოლიცია ცენტრალურ ხელისუფლებას- ბოსნია და ჰერცოგოვინას.

„აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ნიკოლას ბერნსი პირდაპირ დამემუქრა, თუ არ დავთანხმდებოდი მათ, უშუალოდ ჩემს თავსა და ჩემს ოჯახზე ვიგრძნობდი ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მთელ ძალას“,- განაცხადა დოდიკმა ТАСС-თან საუბარში.

ამერიკამ დოდიკის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო, რაზეც ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ ის ამაყობს მის მიმართ შემოღებული სანქციებით, რადგან   აშშ-ის მხრიდან დიდი ზეწოლის მიუხედავად, მან უარი განაცხადა რესპუბლიკის ინტერესებით ვაჭრობაზე.

„ვერ წარმომედგინა, თუ ასეთი ზესახელმწიფო როგორიც ამერიკაა, ასე დაელაპარაკებოდა ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც სერბეთის რესპუბლიკაა, "- აცხადებს სერბთა რესპუბლიკის ლიდერი.

 

                                                                                      კონსტანტინე ჩიკვილაძე

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#385)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა