უზნეობა დემოტრაკიის სახელით
ზომა
A

ხუთშაბათი, 22 დეკემბერი / 2016 10:19

101 წლის ბრიტანელი 21 ბავშვის გაუპატიურებაში დაადანაშაულეს


1915 წელს დაბადებული ბრიტანელი დამნაშავედ ცნეს არასრულწლოვნებზე სექსუალურ ძალადობაში, _ იუწყება ბრიტანული გამოცემა Indepedent-. ის, სავარაუდოდ, ყველაზე ხანდაზმული მსჯავრდებულია ბრიტანული მართლმსაჯულების ისტორიაში.

ქალაქ ბირმინგემის სასამართლომ 101 წლის რალფ კლარკი დამნაშავედ ცნო სექსუალური ძალადობის 21 აქტში. ის დანაშაულს სჩადიოდა 1970-80-იან წლებში თავის გარაჟსა და სატვირთო მანქანაში, რომლის მძღოლადაც მუშაობდა. კლარკის მსხვერპლთა შორის ყველაზე უმცროსი 4 წლის იყო.

პედოფილისგან დაზარალებულთა უმრავლესობა დღეს 45 წელზე მეტისაა. მათ პოლიციას შარშან მიმართეს, როდესაც სოციალურ ქსელში ნახეს, რომ ხანდაზმულ მამაკაცს 100 წლის იუბილეს ულოცავდნენ.

დაკითხვისას რალფ კლარკმა აღიარა, რომ დაზარალებულთა მიერ ნახსენები ინციდენტიდან რამდენიმე მართლაც მოხდა, მაგრამ უარყო, რომ ცდილობდა, მძიმე სექსუალური დანაშაული ჩაედინა.

სასამართლო საბოლოო ვერდიქტს რამდენიმე დღეში გამოიტანს.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ივნისში 30 წლის ბრიტანელ რიჩარდ ჰალკს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მან აღიარა, რომ 71 ბავშვი გააუპატიურა, მათ შორის, ყველაზე უმცროსი 6 თვის იყო, უფროსი _ 12 წლის. დანაშაულები ჰალკმა მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში ჩაიდინა 6 წლის განმავლობაში _ 2006-დან 2012 წლამდე.

კენტის საგრაფოს მკვიდრი პედოფილი ჰალკი, რომელიც ფოტოგრაფად მუშაობდა, თავს ღვთისმოშიშ ქრისტიანად, ფილანთროპად და მეცენატად ასაღებდა.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/gasaber.jpg

ამერიკელი მამაკაცი, წლებია, გასაბერ თოჯინებთან ცხოვრობს

სატელეფონო მარკეტინგის სპეციალისტი, მიჩიგანელი (აშშ) დეივ კურონეკო, 2000 წლიდან ცხოვრობს გასაბერ თოჯინასთან. მამაკაცის თქმით, თოჯინას უპირატესობას იმიტომ ანიჭებს, რომ რეზინის პარტნიორი, განსხვავებით ნამდვილი ქალისგან, “არასოდეს მოატყუებს და არასოდეს უღალატებს სხვა მამაკაცთან”.

“ჩემი მეგობარი, რომელიც 17 წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული, ცოტა ხნის წინათ ცოლს გაეყარა. ეს უზარმაზარი დროის, ფულისა და ემოციის ხარჯვაა. მე არ ვარ მზად იმისთვის, რომ მთელი ცხოვრება შევალიო ქალს, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაიქცეს სხვა მამაკაცთან”, _ პორტალ Moonbattery-ის მოჰყავს დეივ კურონეკოს ფრაზა.

დეივი ამბობს, რომ თავდაპირველად “დაქორწინდა” ერთ თოჯინაზე, რომელსაც სიდორე კურონეკო დაარქვა, შემდეგ კი იფიქრა, რომ, როცა სამსახურში მიდიოდა, პარტნიორი ქალი მოწყენილი იქნებოდა და ამიტომ მეორე გასაბერი თოჯინაც შეიძინა.

სამხრეთკორეელმა ახალგაზრდა მამაკაცმა ჯუნ კორეამ კი რეზინის თოჯინასთან ცხოვრება რამდენიმე თვის წინათ დაიწყო. მან გასაბერ თოჯინას ევა დაარქვა.

ჯუნი ფოტოგრაფია და ძალიან უყვარს ფოტოების გადაღება თავის ევასთან ერთად, და არა მხოლოდ შინ. ის რეზინის თოჯინასთან ერთად სეირნობს პარკში, ტბის პირას. მოკლედ, გულმოდგინედ ცდილობს, წარმოაჩინოს, რომ ევა თოჯინა კი არა, ცოცხალი ქალია.

საუდის არაბეთმა ტრანსგენდერებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

საუდის არაბეთის ხელისუფლებამ ტრანსგენდერებს ოფიციალურად აუკრძალა ქვეყანაში შესვლა. აკრძალვა ეხება მექაში მოსალოცად ჩასვლასაც. შესაბამისი განკარგულება საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობამ გამოაქვეყნა.

საუდის არაბეთის მთავრობამ გამოსცა ინსტრუქცია, რომელიც კრძალავს სავიზო ფაილების დამუშავებას ნებისმიერი მოქალაქისა, რომელსაც შეცვლილი აქვს სქესი. ინსტრუქცია სამეფოში ტრანსგენდერების შესვლის აკრძალვის შესახებ უკვე მიიღო საუდის არაბეთის საკონსულომ პაკისტანში. ანალოგიურ ინსტრუქციას მალე მიიღებენ საუდის არაბეთის საკონსულოები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/amerikelma-policielebma.jpg

ამერიკელმა პოლიციელებმა მოკლეს 73 წლის მამაკაცი, რომელსაც ხელში ჯვარი ეჭირა

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში პოლიციელებმა მოკლეს 73 წლის ფრანსისკო სერნა, რომელიც გონებასუსტობით იყო დაავადებული, _ იუწყებალოს ანჯელეს თაიმსი”.

მაშველთა სამსახურში დარეკა ხანდაზმული მამაკაცის მეზობელმა ქალმა, რომელიც ამტკიცებდა, რომ 73 წლის მამაკაცი იარაღით ხელში დასეირნობდა ქალაქის ქუჩებში. ადგილზე მოსულმა სამართალდამცველებმა ფრანსისკო სერნას ცეცხლი გაუხსნეს და სიცოცხლეს გამოასალმეს, მაგრამ, როცა ცხედარი გაჩხრიკეს, იარაღი ვერ უპოვეს. წინასწარი ვერსიით, შეცდომით პისტოლეტად მიჩნეული საგანი იყო ხის ჯვარი, რომელიც მამაკაცს ხელში ეჭირა.

მამაჩემს იარაღი არ ჰქონია. ის უწყინარი პენსიონერი იყო”, _ განაცხადა დაღუპულის შვილმა.

2015 წლის მაისში გაზეთმა “ვაშინგტონ პოსტმა” გამოაქვეყნა მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, ამერიკელი სამართალდამცველების ხელით ყოველდღიურად საშუალოდ 2 პენსიონერი იღუპება.

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#386)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა