The Week: ევროპაში ტრადიციული პოლიტიკური ელიტების ლეგიტიმურობის კრიზისის დრო დადგა
ზომა
A

ოთხშაბათი, 21 დეკემბერი / 2016 14:05

მორიგი პოლიტიკური მიწისძვრა მოხდა იტალიაში. ენერგიული პრემიერმინისტრი თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც ჩავარდა იტალიის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის საკითხზე მოწყობილი რეფერენდუმი. რენციმ წააგო, პოპულისტურად განწყობილმა პარტიებმა გაიმარჯვეს. ალბათობა იმისა, რომ პოპულისტები საერთოდ გაიმარჯვებენ იტალიაში, ყოველდღიურად იზრდება.


იტალიის რეფერენდუმის ერთ-ერთი შედეგი, რომლის იგნორირებაც არ შეიძლება, ევროპელი ამომრჩევლების უკმაყოფილებაა. ბრიტანეთში “ბრექსიტი” მოხდა; ავსტრიაში ორი კანდიდატი მარცხნიდან და მარჯვნიდან დაუპირისპირდა ისტებლიშმენტს პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში.

საფრანგეთში ისტებლიშმენტის ორი კანდიდატი მემარჯვენე ცენტრისტების პრაიმერის დროს ბეჭებზე დასცეს. მარცხენა ფლანგზე მოქმედი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი შეურიგდა პოლიტიკურ რეალობას და საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელმაც მეორე ვადით თავისი კანდიდატურა არ წამოაყენა.

ესპანეთში კონსერვატორების მთავრობას დიდი წინააღმდეგობანი წარმოექმნა იმის გამო, რომ პარლამენტში უმრავლესობა არ გააჩნია.

პოლონეთში ხელისუფლების სათავეში უკვე დგას უკიდურესად მემარჯვენე კაბინეტი, ხოლო უნგრეთის პრეზიდენტი ორბანი დონალდ ტრამპად წარმოგვიდგენს საკუთარ თავს.

ამომრჩეველთა უკმაყოფილება აშკარაა და მათ ამის სრული უფლება აქვთ. ევროს შემოღებამ ვერ გაამართლა, რადგან არავის აქვს უფლება, იქონიოს ერთიანი ვალუტა ამდენი განსხვავებული ქვეყნისთვის, რომლებსაც ერთიანი ფედერალური მთავრობა არ უდგას სათავეში. უფრო მეტიც: ევროპის ცენტრალური ბანკის პოლიტიკა ევროკავშირის მხოლოდ ერთი ქვეყნის სასარგებლოდ მუშაობს: ესაა გერმანია.

ევროპაში ლტოლვილთა კრიზისი აშკარაა. ამდენი უცხოელის მოწვევამ შეიძლება სრულად შეცვალოს კონტინენტის კულტურის პროფილი, თანაც სამუდამოდ. გერმანიაში, გამორიცხული არ არის, 40 წლამდე ასაკის მოსახლეობის ნახევარი ევროპის გარედან ჩამოსული მიგრანტებით წარმოგვიდგეს. ევროპის ელიტის მიგრაციული პოლიტიკა რეალობას არის მოწყვეტილი. გამოსავალს იგი ხედავს მთელი ტვირთის ისედაც მრავალი პრობლემით შეწუხებული ევროპელების მხრებზე გადატანაში.

მაგრამ ევროპის მმართველი კლასის წინაშე კიდევ ერთი პრობლემა დგას: ლეგიტიმურობის კრიზისი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ელიტის ფართო ფენები ფედერალური ევროპის შექმნის იდეით იყო გატაცებული _ ევროპის შეერთებული შტატების შექმნის იდეით. საუკეთესო სურვილებით იყო ნაკარნახევი ეს ოცნება. ელიტებს მიაჩნიათ, ამ ოცნების მიღწევით ბოლო მოეღება ნაციონალიზმს, რაც აგვაცილებს დიდი ევროპული ომების კვლავწარმოქმნის საშიშროებას, რომლითაც XX საუკუნე იყო გამორჩეული.

მაგრამ არსებობს ერთი ისტორიული გაკვეთილი, რომელიც მათ ვერ შეისწავლეს: მმართველი ელიტები, რომლებიც გატაცებულები არიან გრანდიოზული იდეოლოგიური პროექტებით და უარს ამბობენ თვითანალიზზე, მსოფლიოში არსებული ერთ-ერთი ყველაზე უფრო დამანგრეველი მოვლენაა. ევროპის ფედერალისტურ ელიტებს ხალხი მხარს არ უჭერს და მათ იციან, რომ ასეა. პასუხად კი ამ უკმაყოფილებას ყურადღებას არ აქცევენ და აგრძელებენ იმის კეთებას, რაც სურთ.

არსებობს მყარი კლიშე, რომელიც განსაზღვრავს ერთისა და იმავეს გამეორებას იმ იმედით, რომ, ეგებ, განსხვავებულ შედეგს მიაღწიოს. პოპულისტების წარმატება ისტებლიშმენტის ჩავარდნის შედეგი იყო ყოველთვის. ევროპის ისტებლიშმენტი აშკარად ამოვარდნილია კალაპოტიდან. მათ აშკარად სჭირდებათ ჯანსაღი აზროვნების დოზა, თორემ ევროპის პოპულისტური ამბოხი მალე კონტროლს ვეღარ დაექვემდებარება.

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#386)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა