Independent: ჟურნალისტმა მოღალატეები უწოდა პოლიტიკოსებს, რომლებიც ალეპოელ ტერორისტებს მხარს უჭერენ
ზომა
A

ოთხშაბათი, 21 დეკემბერი / 2016 13:54

40 წელიწადია, ბრიტანელი ჟურნალისტი რობერტ ფიქსი ცხოვრობს და მუშაობს ახლო აღმოსავლეთში. “ინდეპენდენტში” ახლახან გამოქვეყნებულ თავის წერილში მან დაგმო დასავლეთის ისტებლიშმენტის მიერ აღმოსავლეთ ალეპოში თავმოყრილი “ბოევიკების” მხარდაჭერა.


ფრისკი ასკვნის, რომ, თუ დასავლელი ჟურნალისტები ტერორისტებთან ერთ კალათში არ არიან, სამაგიეროდ პოლიტიკური ლიდერები ზუსტად მათ (ტერორისტების) მხარეს თამაშობენ. მისი აზრით, ამის მიზეზი ფულია, რომელიც დასავლეთის პოლიტიკოსებმა შეიძლება მიიღონ ახლო აღმოსავლეთის ნავთობის ავტოკრატიებისგან. სწორედ ეს ქვეყნები აფინანსებენ სამხედრო მოქმედებას სირიაში, მაშასადამე, დასავლეთის ქვეყნები იძულებულნი არიან, მხარი დაუჭირონ მოხალისეებს.

რეპორტიორი დარწმუნებულია, რომ უახლოეს დღეებში დასავლელი პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და ექსპერტები სხვაგვარად შეაფასებენ ალეპოს გათავისუფლებას, რომლის მოქალაქეები ვერ ახერხებდნენ ქალაქიდან გასვლას ექსტრემისტების მიერ შექმნილი დაბრკოლებების გამო. იგი “ქალაქის დამცველი” ტერორისტების შესახებ აგორებულ სიცრუეს ადარებს იმ დიდ ტყუილს, რომელიც თავის დროზე გაავრცელა ბუშის ადმინისტრაციამ ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის წარმოების შესახებ. მკითხველებს შევახსენებთ, რომ ამერიკელებმა ამ სიცრუით დაასაბუთეს 2003 წელს ერაყზე თავდასხმის აუცილებლობა.

ბრიტანელი ჟურნალისტი წერს, რომ არ უარყოფს ასადის რეჟიმის დანაშაულებს, მაგრამ მისი ოპონენტების დაუნდობლობაში თავისი მაგალითით სრულად არის დარწმუნებული. ახლახან მან ინტერვიუ ჩამოართვა მუსლიმის ოჯახს, რომელმაც მოახერხა აღმოსავლეთ ალეპოდან გამოსვლა დროებითი დაზავების პერიოდში. ოჯახის უფროსმა ჟურნალისტს მოუთხრო, როგორ დაემუქრნენ, რომ აწამებდნენ მის ძმას, თუ შეეცდებოდა ალყაში მოქცეული ქალაქიდან თავის ცოლთან და ვაჟთან ერთად გასვლას. მისი თქმით, რადიკალები აუქმებდნენ სკოლებს და საავადმყოფოების მახლობლად სპეციალურად განათავსებდნენ არტილერიის პოზიციებს.

სირიელი ჯარისკაცები მოუყვნენ ფრისკს, რომ შეშფოთებულები არიან ცნობით, რომლის თანახმად ამერიკელებს “ბოევიკები” მოსულიდან ასადის ჯარების წინააღმდეგ მორიგი შეტევის განსახორციელებლად გამოჰყავთ. სულ მალე ტერორისტებმა კვლავ ხელთ იგდეს პალმირა. დასავლეთის მედია წერდა, რომ “ბოევიკებმა” “დაიბრუნეს” ქალაქი, ალეპოზე დაწერილ მასალებში კი მიუთითებდნენ, რომ იგი “დაეცა”. ფრისკს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში სიტყვების შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ახალი სტატიები
გენერალი დავით თევზაძე თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის საქმიანობის შესახებ
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#377)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა