Die Tageszeitung: აშშ-ში პრეზიდენტის არჩევნები ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს წინააღმდეგ მიმართული სარკასტული ბუმერანგია
ზომა
A

ოთხშაბათი, 21 დეკემბერი / 2016 13:51

გამოცემა 2016 წლის 14 დეკემბრის ნომერში წერს, რომ ეჭვი ეპარება რუსეთისთვის წაყენებულ ბრალდებებში, თითქოს აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში მოსკოვი რაიმე ფორმით იყო ჩარეული. თითქოს რუსეთის მთავრობას სურდა ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე ხილვა და ამ მიზნით ჩაერთო წინასაარჩევნო ბრძოლაში. ეს დებულება აშფოთებს პოლიტიკურ ვაშინგტონს და მას რუსეთის წინააღმდეგ შურისძიების საჯაროდ განსჯა-განხილვის მიზეზს აძლევს.

 


ამ ბრალდებების წყაროდ წარმოგვიდგება უწყება, რომელმაც შესანიშნავად იცის, რაზეა ლაპარაკი: მრავალი ათწლეულის განმავლობაში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო სპეციალდებოდა რეჟიმების დამხობაში, არჩევნების ფალსიფიცირებასა და სხვა საიდუმლო ოპერაციებში, რომლებიც მსოფლიოში დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ იყო მიმართული (იხ. თუნდაც “საქართველო და მსოფლიოში” გამოქვეყნებული დანიელ განსერის წიგნის თარგმანი “ნატოს საიდუმლო არმიები...” _ ა.ს). მაგრამ, როცა სხვა ქვეყნების სპეცსამსახურები ამ მეთოდებს აშშ-ის წინააღმდეგ გამოიყენებენ, ეს ემსგავსება ბუმერანგს, რომელიც ბრუნდება იქ, საიდანაც გატყორცნეს.

მაგრამ პრობლემა ის არის, რომ არავინ იცის, მართალია თუ მოგონილი ეს ისტორია. აქამდე ვისმენდით მხოლოდ ჰიპოთეზებს და არა კონკრეტულ ბრალდებებს. ცსს-ს წარმომადგენლები აზრის გამოთქმას თანხმდებიან მხოლოდ ანონიმურობის დაცვის პირობით. ამასთან, მათ კონკურენტებს გამოძიების ფედერალური ბიუროდან ეჭვი ეპარებათ, რომ რუსეთს ტრამპის მხარდაჭერის მიზეზი ჰქონდა.

აშშ-ის ორი მთავარი სპეცსამსახურის კონკურენცია ამასობაში ლეგენდებით დაიტვირთა, ბოლო პერიოდში კი ახალი ქვეტექსტიც დაემატა. ცსს მხარს უჭერდა ჰილარი კლინტონს, მაშინ, როცა ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჯეიმს კომი შეეცადა, შეერყია ამომრჩევლების ნდობა ამ ქალბატონის მიმართ. 

ახალი სტატიები
გენერალი დავით თევზაძე თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის საქმიანობის შესახებ
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#377)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა