ალექსანდრე ჯეჯელავა: “აუდიტორია 115”-ის წევრები უნივერსიტეტში სწავლის პროცესს აფერხებენ
ზომა
A

ოთხშაბათი, 21 დეკემბერი / 2016 12:56

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა “აუდიტორია 115”-ის გადაწყვეტილებას მე-6 კორპუსის პიკეტირების თაობაზე დანაშაულად აფასებს. როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მე-6 კორპუსის პიკეტირება სტუდენტების გადაწყვეტილებაა, ხელი შეუშალონ თავიანთ მეგობრებს სწავლაში, რაც დანაშაულია.


“უნივერსიტეტი ავტონომიურია, მოგეხსენებათ, და თვითონ უნდა გადაწყვიტონ ეს ამბავი. საკანონმდებლო თვალსაზრისით, პრემიერი და მეც დავპირდით სტუდენტებს, რომ მათი მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიზამთ, რომ 100 სტუდენტის მოთხოვნა გავითვალისწინოთ და 20 000-ის დავტოვოთ უყურადღებოდ. ამიტომ შექმნილია პლატფორმა, შექმნილია მუშაობის მრავალფეროვანი ინსტრუმენტები და ისეთი ვარიანტი გვექნება ჩვენ საკანონმდებლო თვალსაზრისით, რომელიც თითოეულ უნივერსიტეტს მისცემს მაქსიმალურ დამოუკიდებლობას, რათა თვითონ გადაწყვიტოს თავის შიგნით როგორი ორგანიზება გააკეთონ”, _ განაცხადა მინისტრმა.

ახალი სტატიები
გენერალი დავით თევზაძე თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის საქმიანობის შესახებ
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#377)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
წერს: ყაზბეგის იაგო.
სტუდენტებმა ყველაზე კარგად იციან, თუ რა სჭირდებათ მათ და ვინ რა როლს თამაშობს მათ სწავლა–განათლების საქმეში. მე თვითონ მოვესწარი როგორ ჰქონდათ ოკუპირებული სტუდენტებს ვენეციის კომერციის აკადემია მთელი სამი კვირის განმავლობაში და არავის არ უშვებდნენ შიგნით. მოსახლეობა კი მხარს უჭერდა სტუდენტებს და შემოწირულობებით ეხმარებოდა მათ. არავითარი ჩარევა გარედან პოლიციის ან სამთავრობო ორგანოებს მერ არ მომხდარა. მხოლოდ მოლაპარაკებების შემდეგ აღსდგა მეცადინეობა. ხელები შორს 115–ე აუდიტორის სტუდენტებისაგან! ხოლო ჯეჯელავა, ეს ნამდვლ კარაბას–ბარაბასი კი გასაშვებია და ჯობს დაბრუნდეს თავის ტიბისი ბანკში მამუკია ხაბაზარაძესთან.
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა