“ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” ბიუჯეტიდან თანაბარი თანხით ფინანსდება
ზომა
A

ოთხშაბათი, 21 დეკემბერი / 2016 10:34

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე ამას წინათ განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, დღეს საქართველოში მოქმედი კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მქონე 19 ოპოზიციური პარტიიდან ყველაზე მეტ დაფინანსებასქართული ოცნება” (2 082 238 ლარი) და ბლოკინაციონალური მოძრაობა”, რომელშიც გაერთიანებულნი არიანერთიანი ნაცმოძრაობადა პარტიაევროპული საქართველო”, (2 018 252 ლარი) იღებენ.


ამ მაჩვენებლით “ნაციონალური მოძრაობა”, შეიძლება ითქვას, ოპოზიციური სპექტრის ერთპიროვნული ლიდერია და მხოლოდ ხელისუფლების სათავეში საკონსტიტუციო უმრავლესობით მყოფ “ქართულ ოცნებას” ჩამორჩება, თუმცა “ჩამორჩება” პირობითად შეიძლება ითქვას, სხვაობა საკონსტიტუციო უმრავლესობით ხელისუფლებაში მოსული მმართველი პარტიისა და ნაცბანდისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებს შორის სამოციოდე ათას ლარს შეადგენს, რეალურად ამ ორ პარტიას შორის დაფინანსებაში არსებული სხვაობა პირობითია. “ნაცმოძრაობისათვის” ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსება თვეში 168 ათას ლარს აღემატება, ხოლო “ქართული ოცნებისა” 167 ათასია. უსინდისო გარიგებისა და გაუგონარი ტუტუცობის გარდა ამას სხვა ახსნა არ აქვს.

ახლა ობიექტურად შევხედოთ ამ ყველაფერს: რას ვხედავთ რეალურად? _ იმის ნაცვლად, რომ პროკურატურა თაროზე შემოდებულ საქმეებს მტვრისგან წმენდდეს და “ნაცსექტის” წინააღმდეგ მტკიცებულებებს მტკიცებულებებზე დებდეს, ხოლო სააკაშვილის ჯალათებს მატროსოვის ცხრაკლიტულში “კასტილიანი კაცი” ელანდებოდეთ და შიშისგან კედელ-კედელ დადიოდნენ, ხელისუფლება მათ თვალის ჩინივით უფრთხილდება. სხვებს თუ 100 ათასს მისცემს, ნაცებს ათ იმდენს უკუჭავს, ცივ ნიავს არ აკარებს და წელზე ფეხს იდგამს, რათა როგორმე მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი შეუნარჩუნოს ამ კაციჭამია ვირთაგვებს. არადა, 2012 წლის არჩევნების შემდეგ “მეცოცხეებს”, რომ იტყვიან, მიწის მიყრაღა აკლდათ_ ადეიშვილი, კეზერაშვილი, ახალაია და მათნაირები უკვე ჩემოდნებზე ისხდნენ, მაგრამ ოლიგარქმა ივანიშვილმა პოლიტიკურ სპექტრში “მანდილი” ჩააგდო. გახსოვთ, ალბათ, მისი გამოსვლა, პარტიებს შერიგებისკენ რომ მოუწოდა და ხაზგასმით განაცხადა, ნორმალური ხალხი ნაცებშიც არისო. ეს იყო და ყბადაღებული კოაბიტაციაც შემოაგდეს. მერე და მერე, სამართლიანობის აღდგენას ვინ ჩიოდა, სახელმწიფო სტრუქტურები გაივსო “ქოცნებაში” პორტირებული “ნორმალური ნაცებით”, პლუს ამას, პროკურატურა იქნებოდა, სასამართლო სისტემა თუ პოლიცია, მაღალ ეშელონებში ყველგან ყოფილი სოდელ-კუდელები შეყარეს, რეგიონებში კი თითქმის ყველა მნიშვნელოვან თანამდებობაზე ისევ ის ადამიანები დარჩნენ, რომლებიც თავის დროზე იჭერდნენ და აწამებდნენ, ართმევდნენ და ატერორებდნენ, არბევდნენ და კლავდნენ... პარალელურად ივანიშვილმა პირწმინდად მოიგო სასამართლო პროცესი და მისხალ-მისხალ დაიბრუნა სააკაშვილის მიერ წართმეული 80 მილიონი ლარი. თეთრი არ შეარჩინა ბოროტების მანქანას, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი სამართლიანობის აღსადგენად. ან რომელ სამართლიანობაზეა საუბარი, როცა ივანიშვილის 80 მილიონი ხურდა ფულია იმასთან შედარებით, რაც სააკაშვილის რეკეტირთა ბანდამ ცხრა წლის განმავლობაში წაართვა თითოეულ მოქალაქეს?! არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ზურაბ ადეიშვილი, გიგი უგულავა და თარგამაძე გივია ბიზნესმენებს მათსავე კაბინეტებში მაგიდაზე მუშტის ბრახუნით აწერინებდნენ ხელს “საჭირო” დოკუმენტებზე. მათ კი, ვინც ამ ტერორს თავს არ უხრიდა, პირდაპირ ციხეში გზავნიდნენ და იქ უწყობდნენ სასაკლაოს. ასე დაღუპეს და გააუბედურეს ათასობით მოქალაქე, გააკოტრეს მცირე თუ საშუალო ბიზნესი. ზოგს მამა დაუპატიმრეს, ზოგს _ შვილი ან ძმა და ასეთი ტერორის ქვეშ მყოფ ადამიანებს მილიონები “აახიეს”.

რაც შეეხება იმ საჩივრებს, რომლებიც პროკურატურაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შევიდა, დაზარალებულ მოქალაქეებს ერთ ხანს გულუბრყვილოდ სჯეროდათ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ნაცები სამარადისოდ ჩააქვესკნელა, მაგრამ შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა ზუსტად ეს რწმენა დაასამარა. პროკურატურამ ჯერ თავი იმართლა, ბევრი საქმე გვაყრია და ასე სწრაფად ვერ გამოვიძიებთ ყველაფერსო, მერე კი, ტყულს რომ აზრი აღარ ჰქონდა, ოლიგარქმა მწარესიმართლემოგვახალა _ სახელმწიფოს სახსრები არ აქვს და დაზარალებულ ხალხს კუთვნილ ქონებას ვერ დაუბრუნებთო...

დღეს, როცა ქვეყანაში ტოტალური უმუშევრობაა, ინფლაცია პიკს აღწევს და ეროვნული ვალუტა, სადაცაა, სულს გააფრთხობს, სახელმწიფოს “აქვს” საშუალება, სააკაშვილის კრიმინალურ სექტას წელიწადში 2 018 252 ლარი გადაუხადოს. დღეს, როცა ქვეყანაში ტოტალური უმუშევრობაა და მოსახლეობის უდიდეს ნაწილს საარსებო მინიმუმის შოვნა უჭირს, სახელმწიფოს “აქვს” სახსრები, “ნაცმოძრაობას” _ ამ დანაშაულებრივ ორგანიზაციას ყოველთვე ლანგრით მიართვას 168 ათასი ლარი. ამას უსამართლობაც არ ჰქვია; ეს, ალბათ, უფრო ირონიის სფეროა. პარტია, რომელსაც სახელმწიფო ხაზინიდან მოპარულ მილიარდებს ხაზინაშივე უნდა აბრუნებინებდეს, დღეს ისევ ხალხის ჯიბეში აფათურებს ხელს, ანუ ძველებურად განაგრძობს მოსახლეობის ძარცვას და ამ ყველაფერს დემოკრატია ჰქვია.

იყო დრო, ხმები დადიოდა, ხელისუფლება დასავლეთიდან, კერძოდ, “თეთრი სახლიდან” განიცდისო ზეწოლას, რომ სააკაშვილს ვაშინგტონი კბილებით იცავს და ამიტომ ვერ ახერხებს პროკურატურა საქმეების გამოძიებასო. დღეს ეს წნეხი, მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც მოხსნილია. ყოველ შემთხვევაში, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დეკლარირებული პოლიტიკა რადიკალურად განსხვავდება წინამორბედისგან, მაგრამ ქართულ მართლმსაჯულებას ეს სრულიად არ ეტყობა. პირიქით, რაც დრო გადის, დავიწყებას ეძლევა გახმაურებული საქმეები, მკვლელობები და დაზარალებული ხალხის მოთხოვნა, რომ დამნაშავეებმა პასუხი აგონ, სულ უფრო გვაგონებს ცნობილ გამოთქმას: “ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის”. მარტივად რომ ვთქვათ, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას არ ადარდებს არსებული რეალობა, მას არ აქვს პოლიტიკური უხერხულობის მომენტი იმის გამო, რომ სამართლიანობის არ თუ ვერ აღდგენის ფონზე კიდევ მილიონებით აფინანსებს ქვეყნის დამაქცევარ პარტიას. ამ ყველაფერს ერთადერთი და უმარტივესი ახსნა აქვს: ერთიცა და მეორეც _ ნაცებიც და ქოცებიც _ ერთ ტაფაში იწვიან; ორივეს ერთი უცხო ძალა ასაზრდოებს და, რა პოლიტიკური ცვლილებაც უნდა მოხდეს დასავლეთში, მათი გამოსწორება არ იქნება. ისე, ნათქვამია, ცოდვა გამხელილი სჯობსო, და ამ გულსაკლავ რეალობაში, ალბათ, ნაწილობრივ საზოგადოების ბრალიც არის. კერძოდ, რას ვგულისხმობ, ხალხს თავის დროზე მესიასავით რომ არ მიეღო “მთაწმინდის ლომი” და მის მიმართ ცოტა მაინც კრიტიკული ყოფილიყო, კოალიციის რიგებში რესპუბლიკელებსა და მათ მსგავსებს არ ვიხილავდით. ვერც კოაბიტაციას გამოაცხადებდნენ და ნაცებზე პოლიტიკურ ქორწინებას ვერ გაბედავდნენ, მაგრამ ხალხი მაშინ ცალკე შიშმა და ცალკე ტირანიის სიძულვილმა დააბრმავა. აი, ეს ბრმა ნდობა და არჩევანი გახდა მერე მიზეზი, ოლიგარქმა თავი ყოვლისშემძლედ რომ იგრძნო და ქვეყანა თავის რომელიღაც “კანტორად” მიიჩნია, სამართლიანობის აღდგენის მომლოდინე საზოგადოებას კი ცივი წყალი გადაასხა. თუმცა ეს, ალბათ, მხოლოდ დასაწყისია და მომავალში მეტს უნდა ველოდოთ. ხვალ-ზეგ, ალბათ, ნაცებს კიდევ უფრო მეტ თვალმარგალიტს მიართმევენ ჩვენი ჯიბიდან. რამეს იტყვი, მოგაძახებენ, დემოკრატია გვკარნახობსო, კანონიც და კონსტიტუციაც მათ სამსახურშია. ისე, კაცმა რომ თქვას, გასაკვირიც არაფერია, გასდით და ბოლომდეუბერავენ”, ისეთივე ნადირები არიან, როგორებიც ტყეშიც ბინადრობენ...

ჯაბა ჟვანია

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#386)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა