„რუსეთთან მჭიდრო კავშირები და პუტინთან მეგობრობა, ტილერსონის აშკარა უპირატესობაა და არა ნაკლი“
ზომა
A

ორშაბათი, 19 დეკემბერი / 2016 12:20

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ნავთობკომპანიის პრეზიდენტი რექს ტილერსონი აშშ-ის საგარეოპოლიტიკური უწყების პოსტზე კვლავ მთავარი პრეტენტდენტად რჩება, თუმცა ამერიკელი პოლიტოლოგების ერთსულოვანი შეფასებით,  ამ პოსტზე მისმა დამტკიცებამ სენატორებს და თეთრ სახლს შორის შესაძლოა გრძელვადიანი კონფლიქტიც კი გამოიწვიოს- ჯონ მაკკეინი და სხვა სენატორები, აშშ- მომავალ სახემწიფო მდივანს, რექს ტილერსონს, პუტინთან მეგობრობას და ზოგადად რუსეთთან მჭიდრო კავშირებს   უწუნებენ.


CNN-ის  ინფორმაციით, სენატორმა ჯონ მაკკეინმა რადიოინტერვიუში განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილი რექს ტილერსონისგან განსხვავებით, ის არასოდეს მიიღებდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისგან ჯილდოს.

ExxonMobil-ის შეფი, რუსეთთან თავის კავშირებს არასდროს მალავდა. ტეხასის უნივერსიტეტში გამოსვლისას, ტილერსონმა აღნიშნა, რომ პუტინთან მისი მეგობრობა 15 წელს ითვლის და მათ „ძალიან ახლო ურთიერთობები“ აქვთ. 

1998 წელს, ტილერსონი კომპანია Exxon Ventures (CIS)-ის პრეზიდენტად დაინიშნა, რომელიც ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებში მიმდინარე  პროექტებზე იყო პასუხისმგებელი.  ამავდროულად, ის  Exxon Neftegas Ltd-ის პრეზიდენტიც გახდა, კომპანიის, რომელიც რუსეთში და კასპიის ზღვაზე სხვადასხვა საბადოების ძებნა-ძიებით იყო დაკავებული.

ტილერსონის თქმით, მან  სწორედ იმ დროს გაიცნო ვლადიმირ პუტინი და მისი უახლოესი გარემოცვის წევრები. მას იმდენად ახლო ურთიერთობები აკავშირებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის კანცელარიის ექს-ხელმძვანელ  იგორ სეჩინთან, რომ ამ უკანასკნელის თქმით, მისი ოცნებაა- „რექს ტილერსონთან ერთად, მოტოციკლეტებით გადასეროს მთელი ამერიკა“.

 „ ამერიკის ყველა მოქალაქეზე მეტად, სწორედ რექს ტილერსონი  ურთიერთობდა ვლადიმირ პუტინთან, თუ არ ჩავთვლით ჰენრი კისინჯერს...“,- აღნიშნავს სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელი ჯონ ჰამრი.  (John Hamre, Center for Strategic and International Studies).

რას ხედავენ ჰამრი, მაკკეინი და მათ  პლატფორმაზე მდგომი სენატორები თუ პოლიტიკოსები ამაში ცუდს, ვერ გეტყვით- დიპლომატია, ხომ სწორედ ქვეყნებს (თუნდაც ერთმანეთის მიმართ არაკეთილმოსურნე) შორის ახლო ურთიერთობების დამყარების ხელოვნებაა, რათქმაუნდა საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რაც ასე რიგად აკლიათ დღევანდელ აშშ-სა და რუსეთს.  რუსეთთან მჭიდრო კავშირები და პუტინთან მეგობრობა, ტილერსონის აშკარა უპირატესობაა და არა ნაკლი, ცხადია, თუ ამ ურთიერთობებს კონსტრუქციული კუთხით შევხედავთ, რაც ორივე ქვეყნის ინტერესებშია...ეს ფაქტიც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ აშშ-ის პოლიტიკური სპექტრის საკმაოდ დიდ ნაწილს, განსხვავებით მოქალაქეებისგან, რომლებმაც ხმა დონალდ ტრამპს მისცეს, რუსეთსა და ამერიკას შორის ნორმალური ურთიერთობების დამყარება არ სურს.

ამდენად, არაა გასაკვირი, რომ სენატორი ჯონ მაკკეინი, ტელარხ CNN-ის კვირის გადაცემაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს „ ქურდს და მკვლელს“ უწოდებს.  „მე ძალიან მადარდებს ის ფაქტი, რომ ტილერსონს პუტინთან ახლო ურთიერთობები აქვს, ისინი გრანდიოზულ სავაჭრო გარიგებებს დებდნენ , რაც გავლენას იქონიებს ტილერსონის მიდგომაზე ვლადიმირ პუტინის  და რუსეთიდან მომდინარე საფრთხის მიმართ. მე გამაჩნია ლეგიტიმური შეშფოთება ტილერსონთან დაკავშირებით- უკრაინაში მომხდარი მოვლენების შემდეგ ის შეეწინააღმდეგა რუსეთზე დაწესებულ სანქციებს. სხვათაშორის, ის ვლადიმირ პუტინმა დააჯილდოვა კიდეც.  ეს ძალიან მაშფოთებს,“- განაცხადა მაკკეინმა არხ CBS-ის გადაცემა  «Face the Nation»

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რექს ტილერსონი მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა, რომელიც მას პირადად გადასცა.

 ამ ალიაქოთს დონალდ ტრამპმა არხ «Fox News Sunday»-ის  გადაცემაში უპასუხა, აღნიშნა რა, რომ რუსეთთან მჭიდრო კავშირები, რომლებიც ასე რიგად აწუხებს სენატორებს,  ტილერსონის აშკარა უპირატესობას წარმოადგენენ- „ ჩემთვის დიდი მიღწევაა, რომ ტილერსონი მრავალ „მოთამაშეს“ (მსოფლიო არენაზე) ახლოს იცნობს. ის რუსეთში უზარმაზარ პროექტებს ხელმძღვანელობს“, - აღნიშნავს ტრამპი.

 ახალო სახელმწიფო მდივნის ვინაობა უკვე ამ კვირაში გახდება ცნობილი. ტილერსონის გარდა პრეტენდენტებად ასევე ითვლებიან -პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი  მიტ რომნი, რესპუბლიკელი, კონგრესის ვეტერანი დანა რარაბახერი და შტატ იუტას ყოფილი გუბერნატორი და ელჩი ჩინეთში ჯონ ჰანტსმანი.

 იმედს ვიტოვებ, რომ დონალდ ტრამპი, დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, არ დაუთმობს რუსეთთან კონფრონტაციის გაგრძელების მომხრე სენატორებს თუ სხვა  პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებსაც არ აწყობთ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება,  და მოახერხებს საკუთარი პროგრესული შეხედულებებისა და მიდგომების რეალიზებას, რადგან ისინი, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატების, ასევე, რუსეთის ფედერაცის ინტერესებს და რაც მთავარია, ჩვენი პლანეტის მშვიდობიან მომავალს ემსახურება.

გრძელვადიან პერსპექტივაში, აშშ-ს და რუსეთს შორის ურთიერთობების დალაგება, საქართველოს ინტერესებშიცაა, ოღონდ არა იმ პოლიტიკოსების, არასამთავრობოების თუ სხვა სუბიექტების ინტერესებში, რომლებიც უკვე 25 წელიწადზე მეტია ყიდიან და ცვლიან საქართველოს ძირეულ ინტერესებს დასავლეთიდან მოგდებულ გრანტებზე, ხელფასებზე და პირად კეთილდღეობაზე.

კონსტანტინე ჩიკვილაძე

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#381)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა