საკონსტიტუციო კომისიას ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს
ზომა
A

ოთხშაბათი, 14 დეკემბერი / 2016 12:46

საკონსტიტუციო კომისიის პრაქტიკის არსებობა არაეფექტური გამოდგა, რადგან კომისია წინა მოწვევის პარლამენტშიც იყო შექმნილი, თუმცა არც ერთ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია. კომისიაში კობახიძეს თანათავმჯდომარე არ ეყოლება.


საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ კანონის შესაბამისად პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვერ დაიკავებს ამ პოზიციას, თუმცა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში პრეზიდენტის ინსტიტუტი ჩართული იქნება. „ჩვენი ამოცანა და საბოლოო მიზანია, კიდევ ერთხელ კონსტიტუციის გადასინჯვა ისეთი სახით, რომ უზრუნველყოფილი იყოს კონსტიტუციის სრული შესაბამისობა ფუნდამენტურ პრინციპებთან, მათ შორის, ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან. როგორც მოგეხსენებათ, დღეს ეს პრინციპი არ არის დაცული. შესაბამისად, ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და ჩვენი ამოცანაა ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვაყალიბოთ ისეთი კონსტიტუციური სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას", - განაცხადა კობახიძემ.

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#386)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა