ევროკავშირის სადამკვირველო მისიას მანდატი 2 წლით გაუგრძელდა
ზომა
A

ოთხშაბათი, 14 დეკემბერი / 2016 12:39

ევროკავშირის საბჭომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირველო მისიის მანდატი კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა. მისია 2018 წლის 14 დეკემბრამდე გაგრძელდება. 


საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ საქართველოში ევროკავშირის დასამკვირვებლო მისია ხელს უწობს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ კონფლიქის მხარეებს შორის სტაბილიზაციას, ნორმალიზაციასა და ნდობის აღდგენას. სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია  მონიტორიგს უწევს მხარეების ქმედებებს, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით შემუშავებული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულებას.  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის კონტრიბუცია საკვანძო რჩება.  ის ასევე ხედავს მნიშვნელოვან პოზიტიურ განვითარებას გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენით. “ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს კოფლიქტის დარეგულირების ძალისხმევას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის ფარგლებში, ასევე სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლია და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობის მონაწილეობით", - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#381)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა