ირაკლი გოგავა: ყველა პოლიტიკოსი, ვინც მოითხოვს ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას, უპასუხისმგებლოა!
ზომა
A

ოთხშაბათი, 14 დეკემბერი / 2016 12:33

„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც პოლიტიკოსებს მეტი გონიოერებისაკენ მოუწოდებს და კატეგორიულად ეწინააღმდეგება მარიხუანის დეკრიმინალიზაციას. 


გუგუავას განცხადებით, მარიხუანის ლეგალიზება გამოიწვევს ქვეყნის ახალგაზრდობის ნაწილის დეგრადაციას. მისი აზრით, აბსოლუტურმა უმრავლესობამ, ვინც მძიმე ნარკოტიკების მოხმარებაზე გადავიდა, სწორედ მარიხუანით დაიწყო და რომ ნარკოტიკების მომხმარებლები უფრო არიან მიდრეკილნი კრიმინალისკენ. ირაკლი გუგავას განცხადებით, ამგავრი მოცემულობის გამო კიდევ უფრო დაეცემა ახალგაზრდებში განათლების დონე.

“ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია ნარკოტიკების ნებისმიერ სახეობასთან უკომპრომისო ბრძოლა და მისი წარმოება, რეალიზება, მოხმარება უნდა იყოს დასჯადი სისხლის სამართლის კოდექსით. ყველა პოლიტიკოსი, ვინც მოითხოვს ნარკოტიკების ლეგალიზებას/დეკრიმინალიზაციას, არის აბსოლიტურად უპასუხისმგებლო და არ მოქმედებს ქვეყნის ინტერესების შესაბამისად. მათი მიზანია იაფფასიანი პოპულიზმი ქვეყნის ინტერესების ზიანის ხარჯზე", - წერს ირაკლი გოგავა.

ახალი სტატიები
გენერალი დავით თევზაძე თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის საქმიანობის შესახებ
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#377)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა