ვლადიმირ პუტინი: რუსეთი მზადაა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს
ზომა
A

სამშაბათი, 22 დეკემბერი / 2015 11:33

\"ჩვენ მზად ვართ, სავიზო რეჟიმი გავაუქმოთ\", - ასე უპასუხა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ტელეკომპანია \"მაესტროს\" ჟურნალისტის შეკითხვას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივებზე


პუტინის განცხადებით, საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, გაჩნდა ისეთი სიგნალები, რაც ხელს შეუწყობს ქართულ-რუსული ურთიერთობების, თანამშრომლობის ახალ ფაზაში გადასვლას.

„2008 წლის მოვლენების შემდეგ, ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია, ჩვენ არ ვართ დაძაბულობის მიზეზი.

"წინა ხელისუფლებას და სააკაშვილს ასეთი ავანტიურისტული ნაბიჯი არ უნდა გადაედგათ. ეს არის მათი ისტორიული დანაშაული და მათზეა სრული პასუხისმგებლობა. ახლა კი, ეს ხელისუფლება უკრაინაში აგრძელებს მოღვაწეობას.

ჩემი აზრით, ეს არის უკრაინელი ხალხისთვის სახეში შეფურთხება, ასეთი პოლიტიკოსების დელეგირება რომ მოხდა. ამერიკამ სამუშაო ვიზა არ მისცა სააკაშვილს, მაგრამ ის უკრაინაში გააგზავნეს და ახლა იქ აქტიურად ფუნქციონირებს. სამარცხვინოა, რომ უკრაინაში 45 მილიონი ადამიანიდან ვერ მოიძებნა ეფექტური მმართველი. ეს არის სულში ჩაფურთხება უკრაინელებისთვის“, - აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა.

„რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეს პირველ რიგში ქართველი, აფხაზი და ოსი ხალხის საქმეა, მათთან უნად იმუშაოთ. ჩვენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებთ, საჭიროა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ხელისუფლებებთან თანამშრომლობა. მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ვხედავთ სიგნალებს ახალი ხელისუფლებისგან და ეს სიგნალები მიღებულია. ვთანამშრომლობთ ეკონომიკურ, ვაჭრობის სფეროში.

 რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, ვფიქრობ და მზად ვართ, რომ გავაუქმოთ სავიზო რეჟიმი“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=V_bZz718_RQ

მასალა მოამზადა კონსტანტინე ჩიკვილაძემ

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#385)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
წერს: რომანოზი
მიდი რა დავიღალეთ ლოდინში ! აფხაზეთიც ჩემი იქნება და ცხინვალიც))) რუსეთში აკადემიკოსი ვარ , საქართველოში კი ღატაკი...
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა