ახალი რუსული დოკუმენტური ფილმი „მსოფლიო წესრიგი“ (ვიდეო)
ზომა
A

სამშაბათი, 22 დეკემბერი / 2015 11:30

რუსულმა ტელეარხმა " Россия"- ვლადიმირ სოლოვიოვის ახალი დოკუმენტური ფილმი "მსოფლიო წესრიგი" წარმოადგინა.


ფილმის მთავარი გმირი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია, რომელიც ახალ მსოფლიო წესრიგსა და მასში რუსეთის როლზე საუბრობს.

საით მიისწრაფვის მსოფლიო? რა გველოდება მომავალში? როგორ მომავალს ვუქმნით ჩვენს შვილებს? ამ და სხვა კითხვებზე პასუხებს ეძებენ დოკუმენტური ფილმის ავტორები და მიმართავენ ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსებს, ფილოსოფებს, რეჟისორებს და ფინანსისტებს მთელი მსოფლიოდან.

ფილმის ყურადღების ცენტრშია ვლადიმირ სოლოვიოვის ინტერვიუ მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მოქმედ პირთან- რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.

"ევროპელი თუ ამერიკელი პარტნიორებიდან არავის სურს დაიჯეროს, რომ ჩვენი მიზანი საბჭოთა კავშირის აღდგენა არ არის. მათი ქმედებები უკრაინის ინტერესების დაცვა კი არა, საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობის ხელის შეშლაა.

ამიტომ, ეს ჰიპოტეტური შესაძლებლობაც კი მათ ტკბილი ძილის საშუალებას უკარგავს.

ევროკავშირის შექმნა შეიძლება და ევრაზიული კავშირის არა? ეს არის დესტრუქციული პოზიცია.

რატომ დაუჭირეს უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებას მხარი? დღეს მრავალი ჩვენი პარტნიორი ხვდება, რომ შეცდომა დაუშვა, უბრალოდ ამის აღიარება არ სურთ, არ შეიძლება სამხედრო გადატრიალებებით ერისთვის უკეთესობის მოტანა. ახლა რა, უკეთესობაა?    უკრაინაში ცხოვრების დონე კატასტროფულად ეცემა, ქვეყანა გარედან იმართება, უკრაინის დეინდუსტრიალიზაცია ხდება. რის ხარჯზე? შესაძლოა მისცენ უვიზო რეჟემი ევროპაში, ან მისცემენ, ან არა, მაგრამ ეს ხომ მუშაობის უფლებასაც არ ანიჭებს მათ, სამუშაო ვიზაც რომ იყოს, მომვლელებად, მებაღეებად, მუშებად მშენებლობაზე?

უკრაინას ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის დიდი შანსი ჰქონდა, ეკომომიკის თანამდეროვე დარგების განვითარების, რაკეტამშენებლობა, კოსმოსი, ავიამშენებლობა, გემთმშენებლობა, განათლება.. სად არის ყოველივე? დეგრადირებულია! უკრაინის შენახვა კი არავის სურს. კავკასიელებმა უკეთ იციან, თურმე რა სურს უკრაინას და უკრაინელებს.. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს," - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

იხილეთ ფილმი: https://www.youtube.com/watch?v=ZNhYzYUo42g

კონსტანტინე ჩიკვილაძე

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#385)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
წერს: nana mamaladze
me minda shevexo Ruset -Saqartvelos urtiertobebs, didad moxaruli viqnebi mati sruli agdgenit. Mivesalmebi Putinis mier gadagmul nabijs savizo rejimis gauqmebis taobaze, me grmad var darwmunebuli rom Saqartvelos teritoriuli mtlianobis agdgena mxolod Rusettan urtiertobis agdgenis shemdeg agsdgeba, nu dagvaviwydeba Germaniam Berlinis kedlis dangreva mxolod Rusettan daregulirebis shemdeg moaxdina!
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა