ჯეფრი სილვერმანი: ლუგარის ლაბორატორიაში ინფიცირებული პერსონალი საიდუმლოდ გადაიყვანეს “არამიანცის” საავადმყოფოში სამკურნალოდ
ზომა
A

ოთხშაბათი, 18 ნოემბერი / 2015 00:53

თბილისში მოქმედი ლუგარის ლაბორატორია დაარსების დღიდან იპყრობს საზოგადოების ყურადღებას; მიზეზი უპასუხო კითხვებია, რომლებიც მის შესახებ გაჩნდა. ჩვენ ვწერდით 31 ოქტომბერს “ქორთიარდ მარიოტში” გამართული კონფერენციის თაობაზე, რომელზეც ლუგარის ლაბორატორიის საკითხები განიხილეს, მაგრამ გარკვეული კითხვები, საბოლოო ჯამში, კვლავ პასუხგაუცემელი დარჩა. პირველი, ვინც ლუგარის ლაბორატორიისგან მომდინარე საფრთხეზე დაიწყო ლაპარაკი, გახლდათ ამერიკელი ჟურნალისტი, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი ჯეფრი სილვერმანი. სწორედ მასთან შევეცადეთ რიგი საკითხების საფუძვლიანად გარკვევას. 


_ ბატონო ჯეფრი, რა მიზეზებმა განაპირობა 300-მილიონიანი ინვესტიციის ჩადება ლუგარის ლაბორატორიის ასაშენებლად? ამ ლაბორატორიას აშშ დღესაც აფინანსებს...

_ ეს ყველაფერი ბიოლოგიური იარაღის ამკრძალავი კონვენციის გვერდის ავლის მიზნით კეთდება. აშშ-ს არ აქვს უფლება, განაგრძოს სახიფათო ბიოაგენტების (ნივთიერებების) კვლევა, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ იარაღად. ბიოლოგიური იარაღის შესახებ კონვენცია საკანონმდებლო ქარტიაა, რომელიც კრძალავს ბიოლოგიურ იარაღს, მის გამოყენებას და ცდების ჩატარებას ადამიანებზე.

_ ლაბორატორია მდებარეობს თბილისის აეროპორტთან ახლოს. ხომ არ არის ეს ტაქტიკური სვლა, რომ თვითმფრინავის მეშვეობით გადაიტანონ ვირუსები (ინფექციები) სხვა ქვეყანაში ან პირიქით _ სხვა ქვეყნიდან ჩამოიტანონ საქართველოში?

_ ზუსტად ასეა. ლუგარის ლაბორატორია აეროპორტთან ახლოსაა. ბომბების ჩატვირთვას ან ვირუსების გადატანას სხვადასხვა ობიექტზე იქიდან, სადაც ლუგარის ლაბორატორიაა, დიდი დრო არ დასჭირდება. ნახეთ, რა უეფექტოა აშშ-ის ბრძოლა სირიაში ტერორისტებთან. ერთ-ერთი სცენარით, არაბებს, ტერორისტებს და ა.შ. საშუალებას აძლევენ, ერთმანეთი დახოცონ და მას, ვინც ცოცხალი გადარჩება, აშშ გაანადგურებს ბიოიარაღით.

_ თქვენ პირველი ალაპარაკდით ლუგარის ბიოლაბორატორიისგან მომდინარე საფრთხეზე...

_ არა, ამ თემაზე რამდენიმე ადამიანი ლაპარაკობდა, თუმცა მათ ცოტა თუ უსმენდა. მე ვარ პირველი, ვინც მიიქცია საერთაშორისო ყურადღება. მე მაქვს დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში, რომელიც მდებარეობს თბილისის გარეუბანში, აწარმოებენ ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს და ცდიან ადგილობრივ მოსახლეობაზე. ამ საკითხზე თავის დროზე მივეცი ინტერვიუები გაზეთებს _ “საქართველო და მსოფლიოსა” და “ყველა სიახლეს”. დეტალურად აღვწერე, რომ ეს ლაბორატორია არ არის ის, რასაც მთავრობა გვეუბნება. ლაბორატორია მდებარეობს დასახლება ალექსეევკაში, სადაც ერთი მილის (1,6კმ _ ხ.კ) რადიუსში რამდენიმე ათასი ადამიანი ცხოვრობს.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ადამიანებსა და ცხოველებზე სახიფათო ექსპერიმენტებს ატარებენ. თბილისის ლაბორატორიაში ამზადებენ ჯილეხს, ციმბირის წყლულს, შავ ჭირს და .. ღორის გრიპს. და თუ მოხდება უბედური შემთხვევა, საქართველო აღიგვება დედამიწის პირისგან.

_ ჭორის დონეზე გვაქვს ინფორმაცია, რომ ასეთივე ლაბორატორია ქუთაისშიც ამოქმედდება...

_ დიახ, სიმართლეა. ქუთაისში გაცილებით მეტი ბიოაგენტია დასაწყობებული, მაგრამ მეტი ყურადღება ექცევა თბილისის ბიოლაბორატორიას, რომელსაც რუსები განსაკუთრებით აკვირდებიან. ასევე, მოქმედია .. მცენარეთა ლაბორატორია ქობულეთში.

ლაბორატორიაში განთავსებულია ოთახები, სადაც წვავენ გვამებს... რაც შეეხება ექსპერიმენტებს ადამიანებზე, ის მიმდინარეობს, საზოგადოდ, მოსახლეობაზე სხვადასხვა სახის გრიპით (ვირუსით) და საექსპერიმენტო ვაქცინით. ეს საექსპერიმენტო ვაქცინები, რომლებიც გადასცეს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ძალიან საეჭვოა, რადგან შემოწირულია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ. გაითვალისწინეთ, რომ ცხოვრებაში არაფერია უფასო, ხაფანგში დაგებული სატყუარას გარდა.

_ მიწისძვრა, ალბათ, გასაკუთრებით სახიფათო ობიექტად აქცევს ლაბორატორიას.

_ ძალიან, რადგან შენობა რამდენიმეჯერ გადააკეთეს. კომპანია “ბეჩტელ ნეიშენალი”, რომელიც დაკავშირებულია აშშ-ის ყოფილ ვიცეპრეზიდენტ დიკ ჩეინისთან, შეეცადა, გაეზარდა მოგება. ქვეკონტრაქტორად დაიქირავა თურქული კომპანია, რათა სამუშაო მასალების ეკონომია გაეკეთებინა. თურქებმა კი ძალიან უხარისხოდ შეასრულეს სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ ამით ყველამ დიდძალი ფული იშოვა.

_ შესაძლებელია, რომ ქათმისა (H5N1) და ღორის გრიპი(H1N1) ან ჯილეხი გაევრცელებინათ ბიოლაბორატორიიდან?

_ არა, უშუალოდ ლაბორატორიიდან არა, მაგრამ ის გამოუშვეს საქართველოსა და სამხრეთ რუსეთში მეცხოველეობის ინდუსტრიის გასანადგურებლად, განსაკუთრებით _ აფრიკული ღორის გრიპი. მე ვესაუბრე ფერმერებსა და სხვა ადამიანებს, რომლებიც ჩართულნი არიან ხორცის ინდუსტრიაში, და ვიცი, რომ, აშკარა პოლიტიკური თუ კვლევითი მიზნების გარდა, საქართველოში უნდა განხორციელებულიყო ხორცის იმპორტი, რათა წინა მთავრობასთან დაახლოებულ რამდენიმე ადამიანს დიდძალი ფული ეშოვა.

_ მთავრობა შეიცვალა, რას ფიქრობთ, შეიცვლება თუ არა პოზიცია ლუგარის ლაბორატორიის მიმართ?

_ რა თქმა უნდა, თუმცა კვლევები დღესაც მიმდინარეობს თბილისში და საქართველოს სხვა ლაბორატორიებშიც.

_ დგას თუ არა საფრთხის ქვეშ ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლების ჯანმრთელობა?

_ ინფიცირება ნამდვილად მოხდა. 2 წლის წინათ ლუგარის ლაბორატორიაში ინფიცირებული პერსონალი საიდუმლოდ გადაიყვანეს “არამიანცის” საავადმყოფოში სამკურნალოდ და თანხაც გადაიხადეს მედიასაშუალებებისთვის, ინფორმაციის დამალვის მიზნით. ლაბორატორია უნდა განადგურებულიყო 2011 წელს, როდესაც გამოვააშკარავე ეს ამბავი, მაგრამ მაინც გრძელდება არალეგალურ კვლევები. უნდა გვახსოვდეს, რომ ბიოიარაღის პროგრამა აშშ-ის უმსხვილესი ინვესტიციაა საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ლაბორატორიების ქსელის მშენებლობას ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების დაქვემდებარებით.

_ როგორ დავაღწიოთ თავი საშიშ ვირუსებსა და ინფექციებს?

_ ეს მოხდება ლაბორატორიის დახურვით, აგრეთვე, ბიოიარაღის საწყობებისა და იმ ქიმიური ნივთიერებების მოშორებით, რომლებიც შესაძლებელია, გარდაქმნან იარაღად. უნდა დაიწყოს გამოძიება და გამომზეურდეს ის ხელშეკრულება, რომელიც დაიდო აშშ-ის საზღვაო ქვეით ჯარსა და წინა ხელისუფლებას შორის ამ ლაბორატორიების შესახებ... ცხედრები იმ ადამიანებისა, რომლებიც პოტენციურად შეიძლება დაიღუპონ ინფექციისგან, უნდა დაიწვას, რადგანაც ის ინფიცირების მეორადი წყაროა. საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო ბიოლოგიური ნივთიერებების კვლევა საფუძვლიანად უნდა გამოიძიონ, რადგანაც ეს არის ბიოლოგიური იარაღის შესახებ ქარტიის დარღვევა და საერთაშორისო უსაფრთხოების მუქარა. აღარაფერს ვამბობ საქართველოს საზოგადოების ჯანმრთელობაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ ესპანურმა გრიპმა, რომელიც 100 წლის წინათ გავრცელდა, 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა მსოფლიო მასშტაბით. ბებიაჩემი მეუბნებოდა, იმდენი ხალხი კვდებოდა, დროულად დამარხვასაც ვერ ასწრებდნენო.

_ 2012 წლის თებერვალში ატლანტაში მდებარე ბიოლაბორატორიაში, უსაფთხოების ზომების დაცვის მიუხედავად, აირმა გაჟონა. ვართ კი საკმარისად დაცული მსგავსი შემთხვევისგან?

_ უსაფრთხოება დამოკიდებულია ბიოსაშიშროების დონეზე, რაც ასევე სერიოზული პრობლემაა ლაბორატორიაში, რადგანაც ჰაერის გამწოვები არასწორადაა დამონტაჟებული და საჭიროა მათი გადაკეთება. გაჟონვის შემთხვევაში, აირი სწრაფად უნდა დაკონსერვდეს და არ გააღწიოს გარემოში. არსებობს 4 ბიოდონე და ყოველ დონეს აქვს კონტროლის სპეციფიკური მექანიზმები მიკრობებისა და ბიოლოგიური ნივთიერებების შესაკავებლად. თბილისის ბიოლაბორატორია არის მე-3 დონის, რაც არ არის საკმარისი, იქ მომუშავეთა და, საზოგადოდ, ქართველი ხალხის უსაფრთხოებისთვის. თუ აშშ-ის მთავრობა და მისი მოკავშირე ქვეყნები დაჟინებით გააგძელებენ ბიოლოგიური იარაღის კონვენციის დარღვევას, ლაბორატორიის უსაფრთხოების დონე უნდა ამაღლდეს BშL-4-მდე. აშშ-სა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში რამდენიმე ლაბორატორიაა BშL-4-ის უსაფრთხოების სისტემით, სწორედ ასეთი სისტემაა საჭირო საქართველოშიც. თუ უსაფრთხოების ეს დონე არ იქნება თბილისის ლაბორატორიაში, ის უნდა დაიხუროს.

ესაუბრა ხვიჩა კონცელიძე

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#385)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
წერს:
ras uyurebs mtavroba, saswrafod unda daxuron da gaanadguron eg laboratoriebii.. xalxi mainc gamofxizldes,xom xedavt ra virusebia sul ro vrceldeba da vegar vagwevt tavs...es sagangashoa........
წერს: გულგახეთქილი
ამ დაბდურა და მონური სულისკვეთების მთავრობამ როგორ უნდა შეძლოს ამ საშინელების განეიტრალება! ფუ!
წერს:
ეს თუ სიმარეთლეა, აღშფოთებული ვარ.
წერს:
იმიტომ გახშირდა მოურჩენელი ვირუსები, მოკლედ მაგრად გვიყენებენ სტრატეგიული პარტნიორები
წერს:
რას ვუყურებთ ხალხო ეს ამბავი არის საგანგაშო , გაგვხადეს საცდელ ვირთხებად, თუ დააკვირდებით უკანასკნელ 10 წლის განმავლობაში როგორ გაიზარდა მოსახლეობაში კიბო და სიმსიმნეები,რა გამორიცხულიაა რომ ეს სპეციალურად არ კეთდებაა, ჩვენი ხალხი რაღაც გამოთაყვანებულები გავხდით, დროა განგაშის ზარების, მოთხოვნა დახურონ ეს დამპალი ლაბორატორიები არ გვჭირდება
წერს:
tu aseti rame arsebos dalosvilebo, sixis kadrebi xom gamoakveknet, amaze ratom dumxart? mogsont? sassrapot atexet gangashi misi daxurvistvis. magram ikneb saarshevnot gamoikenot? kvekanas ganadgureba emukreba da isev mtavrobebis dadanashaul nebismierebashi kargavt dros? nebismierma mtavrobam nebismier pasad tu is martla mtavrobaa, unda gaskvitos eg veragi xelshekruleba. magram me mains eg ar mjera. realobas moklebuli aaa.....gmerto ar visiiiiiiiiiiiiiii
წერს: lia kvaracxelia
amaze prokuraturam gamozieba unda daiwyos
წერს: მეჩო
არავითარი დონე!!! უნდა დაიხუროს და აღიგავოს სრულად!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
წერს:
gangashi.....vigonot rame......
წერს: მარიამ ზაკალაშვილი
ამას ჰქვია ,,ენას ძვალია არ ააქვსო\\\" უწიგნურობა დედაა ყოველგვარი ბოროტებისა,
წერს:
yvelaz martiv shemtxvevashi ubralod davixocebit ragaca virusisgan. da yvelaze uares shemtxvevashi albat zombebad gvaqceven amaze uaresi biologiuri iaragi ar arsebobs bgeris siswrafit vrceldeba albat kinoebshi moyvanili ideac ragac simartlis safudzvelzea agebuli
წერს:
ამ მთავრობამო კიდევ რომ იძახით წინა მთავრობის დროს არ აშენდა ეს ლაბორატორია? არც ერთი მთავრობა არ ზრუნავს ქართველ ხალხზე და გენოციდია ხალხოო გამოფხიზლდიით!!!
წერს: გელა
მოგიწოდებთ რომ დავთქვათ დღე და ადგილი რომ გავაპროტესტოთ და მოვითხოვოთ აკრძალვა ამ ლაბორატორიის...
წერს:
ვაიმე,რა საშინელებაა, რა გველის, ღმერთო დაგვიფარე! აი რას უნდა მიხედოს მთავრობამ და არა შიდა ურთიერთკინკლაობას.
წერს: ნინო
კომენტარები წავიკითხე და გულს მიხეთქავს ის , რომ ამდენი გაუნათლებელი, უვიცი, აზროვნებას მოკლებული, სკანდალის მოყვარული მოქალაქეა გარშემო. თორემ, ეს რომ აგორებული თემაა ამაზე არც არის საუბარი. ნუ ბლოკავთ ჩემს კომენტარს. ერთი უკვე დაბლოკეთ. ეს მაინც გაუშვით. რისი გეშინიათ.
წერს: ქართველი
SOS! აიკრძალოს ლაბორატორია და გაიტანონ ქვეყნიდან. ლაბორატორიის გახსნის დროს თვალებში ნაცარს როგორ გვაყრიდნენ, ვეჭვობდი,სრული სიმართლე ყოფილა.
წერს: ზინა
კმერტო ეს რა გავიგე და წავიკიტხე ,ხალხო გული ამიკანკალდა ამაზე უნდა ატკდეს მტელი ამბავი სულ ამოგხვოცამენ,როგორ გაკეტეს ამ გორებმა ერტი გამდიდრდეს და ამდემნი ხალხი დაიხოცოს იმიტომ არის საშინელი ვირუსები რომ ვერ იშორებენ ეს რა დგეში ვარტ ხალხო მოსვენება დავკარგე.
წერს: ზინა
კმერტო ეს რა გავიგე და წავიკიტხე ,ხალხო გული ამიკანკალდა ამაზე უნდა ატკდეს მტელი ამბავი სულ ამოგხვოცამენ,როგორ გაკეტეს ამ გორებმა ერტი გამდიდრდეს და ამდემნი ხალხი დაიხოცოს იმიტომ არის საშინელი ვირუსები რომ ვერ იშორებენ ეს რა დგეში ვარტ ხალხო მოსვენება დავკარგე.
წერს:
ხალხო, სანამ ურემი გადაბრუნებულა, რამე უნდა ვიღონოთ, არცერთი მთავრობა არ გააკეთებს ხალხის გასაკეთებელს, მით უმეტეს თუ წინა მთავრობაში ვიღაც გამდიდრდა და ახლაც ვიღაცეები მდიდრდებიან ჩვენი ტანჯვის ხარჯზე. მინახავს ფილმები თუ როგორ ცდიან ამერიკელები აფრიკელ ხალხზე სხვადასხვა ვირუსებს და მერე აკვირდებიან მის მოქმედებას, ასე ვართ ალბათ ჩვენც.
წერს:
პროკურატურამ უნდა აღძრას საქმე და გამოძიიოს ის ხელშეკრულება,რომელიც წინა მთავრობამ გააფორმა აშშ-სთან.ეს ერის მოსპობის ტოლფასია.რაც არ უდა იყოს ჩვენ ქვეყანას არ ჭირდება ესეთი ლაბორატორიები.
წერს:
კარგია გამოფხიზლით? რამდენი წელია ამაზე იწერებოდა გაზეთებში/.
წერს: იკო
ნუ იჯერებთ ამ სისულელეებს ხალხნო..რუსეთის სპეცსამსახურები დაუღალავად მუშაობენ იმისთვის,რომ თქვენ ანტიამერიკული განწყობები შეგიქმნათ ..
წერს: inga
100%It darwmunebul var saqarTveloshi sxvadasxva medikamentebs pirdapir adamianebze cdian, gviyeneben sacdel bocvrebad. 2014 wels mivedi gaciebis gamo eqimtan dawera kagaldis naglejze dasalevi sitxe stafilos feri ,romelic motavsebuli iyo plastmasis mogrzo, martkutxa formis milebshi, samwuxarod saxeli ar maxsovs, rom mcodnoda ra meloda ra gadamagdebinebda wamlis yuts ,. gavfuvdi, davmrgvaldi. da quchashi ramdenime moqalaqem gamachera da mkitxa da tan daayoles , rom mat axloblebsac gadaxdeniat msgavsi ram,unda movitxovot, rom eqimi ar utitebdes , sad, romel aftiaqshi viyidot wamali da movitxovot recepti eqimis bechdit,xelmowerit da klinikis shtampit. eqimebi aftiaqebtan garigebas deben da amit xels itboben. axla wava komentarebi, ai specialurad dawerili da a.S. EMIGRANTI VAR SXVA GZA DA XSNA ROM AR MQONDA VIFIQRE\\\"MIYE , MIYE SIMARTLES GAMOGILEVS SINATLES\\\" AVEDI ASE GAFUEBULI TVItmfRINAVSHI DA UFLIS NEBIt gadavrchi. swor mkurnalobaze mefiqra tu im gaqsuebul eqimis Chivils gadavyolodi, mashin vegar wamovidodi, bilets vada gasdioda .
წერს: Nana G.L.
McDonald-is shenobis rustavelze gamochimvisa ar iyos (shevardnazis dros), ashenebis uplebas ratom vadzlevt imtavitve,roca danamdvilebit ar vicit, ras mogvitans am proektis ganxorcieleba !? mtavrobashi, mogexsenebat, mecnierebi da profesorebi ar sxedan! titq.is yvela qveynis mtavrobashi dzalosnebi da politikuri ambiciebit shepyrobili karieristebi sxedan! ise rom, roca laboratoriebs gvisheneben, aq chvenma mecnierebma da saertashoriso expertebma unda gadacyviton sakitxebi. Xeli unda sheucyon kvalificirebul mecnierebs gaarkvion aseti sasicocxlo mnishvnelobis sakitxebi. amerikisgan damoukideblad dzalian nayopierad mushaobda tbilisis Bakteriopagi sakmaod avariul shenobashi dzalian mcir shemosavlebze. mat uamrav adamians daubrunes janmrteloba da sicocxle. ratom ar daexmara Amerika am da sxva amgvari laboratoriebis ganvitarebas!? ratom ar xdeba expertebis mier mati laboratoriebis sapuzvliani kvleva?
წერს:
esaa tqveni amerika,kacichamiebis modgma
წერს: მარინოლა
კვლევა და გამრავლება კი არ უნდა ამ ბიოლოგიურ საფრთხეებს,პირიქით ბრძოლაა საჭირო ყველანაირი ბიოუბედურების წინააღმდეგ! არანაირი ლაბორატორიები არ გვჭირდება აქ,ყველამ თავის ქვეყანაში იკვლიოს რაც მოეპრიანებათ,ხალხის უბედურებით კი ვინც ხელს ითბობს,არ უნდა ვაპატიოთ,ხმა ამოვიღოთ ხალხო,ეს ყველას საქმეა და ბოლოს და ბოლოს როდამდე უნდა ვიცხოვროთ ვიღაცის კარნახით? ჭირსაც წაუღია ამერიკაც და რუსეთიც,მე ჩემს ქვეყანაში მინდა უსაფრთხოდ ვიცხოვრო!
წერს: ლუბა
მოკლედ ამ წინა ხელისუფლებიდან რა ყველაფერი უბედურება იყო მოსალოდნელი ხალხო, ოღონდ სარგებელი ეშოვათ და არაფერს არ დაეძებდნენ, ძალიან მაგრად დავდგეთ არჩევნებზე რომ ეგენი არ შემოგვეპაროს თორემ დაღუპულები ვართ, ხალხი თუ მაგრა დადგება ვერავითარი ევროპა და ამერიკა ვერაფერს დაგვაკლებს.
წერს: Dali
xalxo nutu ver xvdebit amas kvelapers amerika aketebs, chven gasanadgureblad, advilad chaigdos xelshi chveni kvekana da gaxados poligoni, amitom ertmanets davudget gverdshi politikis gareshe
წერს:
da ty es martalia chveni sashveli ar aris am mogalate mtavrobis xelshi
წერს: ნანა
ეს კარგად უნდა გაითავისოს ამ ლაბორატორიის ახლოს მცხოვრებლებმა და მათი გამოსვლებით, ერთსულოვნებით აიძულონ ხელისუფლება დაიხუროს ეს ლაბორატორიები სანამ მთლად არ ამოვმწყდარვართ .....ახლა ყველაზე კარგი მომენტია ამერიკის მთავრობა შეიცვალა და იქნებ რაიმე საშველი ჩვენთვისაც გამოჩნდეს, უნდა ჩამოგიყვანოს სააკაშვილი მთელი ოჯახის შემადგენლობით და ლაბორატორიის გვერდით აცხოვრო.....ესეც თქვენი მეგობარი ამერიკა, სულ ჩვენი ჯავრით აღარ ეძინათ, იმის ფიქრში არიან როდის ჩაიგდებენ ხელში ამ აყვავებულ მიწებს.....გამოფხიზლდი ჩვენი მთავრობა, თორემ ის მოწამლული ჰაერი თქვენს ოჯახებში შემოვა და თქვენი შვილებიც შეისუნთქავენ!!!!!!!!!!
წერს: leila
xom vxedavt rom chveni mtavroba garigebulia,an ususuria,xalxis dzala tu sheacherebs am ubedurebas,torem tavisi nebit arasodes daxuraven,amitom chven tviton unda vushvelot chvens momavals,garet unda gavidet da gavaprotestot,tan sascrapod,esec erterti nishania am eksperimentebis,rom xalxs cinaagmdegobis gacevis survilic agara akvs,ukve sakmaod zombirebulebi vart,chakles chvenshi kvelaperi da uaresi gvelodeba,gamovpxizldet da vaidzulot rom daixuros laboratoriebi
წერს: ნანა.......
,..........რას უყურებ მთავრობააავ, თუ რაგგონიათ, თუ გაჟონა თქვენ გვერდს აგივლიიით ?????რად გინდათ ამდენი ფულები და ინცესტიციებით,....გაჟონვის შემთხვევაში, ავტომატურად იკეტება საზღვრები,.......!!!!! ვერსად ვერ გაასწრებთ !!!!!
წერს: ლევანი
მე საქმის კურსში ვარ, თუ როდი მოხდა ამ წამოწყების ინიციირება და შემდგომ განხორციელება. ეს დაიწყო რევაზ ადამიას (ბაქტერიოფაგის ყოფილი დირექტორის, პარლამენტის სატანადო თავჯდომარის და ზურაბ ჟვანიას გუნდის წევრის) და ნატოს წარმომადგენლებს შორის \\\"ჰოტელ მეტეხი პალასში\\\" შეხვედრისას. პროექტი განხორციელდა მ.სააკაშვილის დროს. მახსოვს უარყოფითი რეაქცია პარლამენტარ გიორგი გაჩეჩილაძისგან, რომელიც მან ტვ \\\"კავკასია\\\"-ში გააჟღერა. აშშ-სა და ჩვენს სახელმწიფოს შორის ამჟამინდელი ურთიერთობებიუს გათვალისწინებით ამ ლაბორატორიის ლიკვიდირება შეუძლებლად მიმაჩნია. უფრო რეალურია, რომ ლაბორატორიაა, არსებულზე უფრო მაღალი - BშL-4-ის უსაფრთხოების სისტემით აღჭურვონ. აი, ამ მიმართულებით მუშაობამ ნამდვილად შეიძლება მოიტანოს რაიმე შედეგი.
წერს: levan
დიდი ხანი ეჭვი მეპარებოდა რომ, საქართველო არ უნდა ყოფილიყო გაუნათლებელ ქვეყნებს შორის, მაგრამ ამ თქვენ ინტერვიუთი დავრწმუნდი რომ ჩემი ეჭვი, ეჭვი კი არა რეალობაა. ძალიან მაინტერესებს დაწყებული იმ ამერიკელით და მისი ინტერვიუს ამღებით დამთავრებული კომენტატორებით და ამ პუბლიკაციის გამომქვეყნებელით რომელი ხართ მიკრობიოლოგი, ან ვირუსოლოგი ან მოლეკულური ბიოლოგი ან საერთოდ აზრზე ხართ რა სისულეებს წერთ და აქვეყნებთ. თუ რეიტინგის გამო ყველაფერზე მიდიხართ ? შთაბეჭდილება მრჩება რომ გაუნათლებობიდან სიხეეპრეემდე არაფერი აღარ გაკლიათ. ძალიან გავს ანდაზას კუმ ფეხი გამოყო მეც ნახირ ...........
წერს: naiko
Rad ver vkhvdebit,Rom kvelaferi sibinzure amerikidan modus,diakh,es simartle iqneba,radgan,amdeni simsivnit daavadebulebi da virusebit daavadebulebi arasdros Kodiak dare filtvebis antebistvis penicillin -streptomicinis grads at ikhmareboda araferi,da 10nevsit rcheboda avadmkofi,ekhla ra ubedurebaa iseti zlierio da zvirianio medikamentebi da araefeqturi.chvenze rogorc pitomnikis maimunebse use cdian kvelafers,magram vin igebs khmas. LUKASHENKOS ratom ver ubedaven?imitom ,Rom vajkacurad abuapangura amerikelebi.mtavroba tu ar gvpatronobs,chven gamovfkhizldet da gamovidet quchashi.
წერს:
სირიას სირია უნდა რექვას და საქართველოს საქართველო?!!!
წერს: Dali
xalxo amaze unda atkdes gangashi, kudze kaci unda gamovides, amowkdit sakartvelos mogalateebo
წერს: გიოორგი გოგოლაძე (ლუგარის ცენტრის მთავარი სპეციალისტი)
რაც აქ წერია ტყუილია. არანაირი ვირუსები და ბაქტერიები არ ვრცელდება ლაბორატორიიდან. და არც გვამებს არ ვწვავთ იქ. ეს ინტერვიუ არის პროვოკაციული და მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. ლუგარის ცენტრი არის მსოფლიო დონის სამეცნიერო დაწესებულება, რომლის მთავარი მიზანია საქართველოში ეპიდემიების დროული გამოვლენა და შემდგომი გავრცელების პრევენცია.
წერს: ვაჟა
ჯამრთელობის სამინისტრო რას უყურებს? მინისტრო ბატონო ალბათ ელჩს უნდა შეუთახმდე ? მიხედე საქმეს თორემ ხალხი თუ ადგა არც თქვენ დაგადგებსთ კარგი დღე
წერს: მარინა
რუსთაველები გადაირივნენ.რა ხდება ხალხო.სიამოვნებთ ამდენი პატარას წამება? დასახვრეტები არიან.
წერს:
ივანიშვილმა ლუგარის სახელობის ლაბორატორია დაათვალიერა 08 მაისი 2013, 16:19 საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის გახსნას დაესწრო. ლაბორატორიას რიჩარდ ლუგარის სახელი მიენიჭა იმ ღვაწლისთვის, რომელიც ამერიკელ სენატორს მსოფლიოში ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხის შემცირების საქმეში მიუძღვის. ბიძინა ივანიშვილმა ლაბორატორია დაათვალიერა და მის ტექნოლოგიებს გაეცნო. პრემიერმა უშუალოდ ლაბორატორიის თანამშრომლებისგან მიიღო ინფორმაცია უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ. ლაბორატორიის გახსნას ასევე ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.
წერს: მარინა...რუსთავი...
ხალხოოო, მოდით აზრზე.რამდენი პატარა იტანჯება ამ მაიმუნური ვირუსებით.
წერს:
დაიხუროს ლაბორატორია!
წერს: nana
iko xar tu vigac , erti amixseni es amerika ras giketebs kargs , an rashi gadgia
წერს:
amerika emigrantebs xris, da aq sasikvdiloebs aketebs. es didixaia romaa
წერს: marina
gmerto nutu es martalia sascrapot daixuros es laboratoria am patapa ers kidev ganadgureba gvinda?
წერს:
S O S ეს ტექსტი რომ სიმართლეს შეიცავს, უდავოა.... ..უნდა დაიხუროს ლაბორატორია და ამას ძალისხმევა სჭირდება ,ხალხის ერთიანობა სჭირდება ...გულშემატკივრობა სჭირდება იმათი ვისაც ხელწიფება ასეთ საკითხებთან სამართლებლივი მიდგომა და ლაბორატორიის ლიკვიდაცია გაუქმების- კანონიერი გზით მოთხოვნა, მავნებლობის დამადასტურებელი არგუმენტაციით ...... სასწრაფოდ მიღებულ უნდა იქნეს ზომები ლაბორატორიის გაუუვნებელსაყოფად...
წერს: მარინა
თუ დროზე არ აღიკვეთა ეს საშინელება, ნელ-ნელა ყველას შეგვიწირავს!
წერს: ლილი როხვაძე
ტექსტისაქართველოში რომ ქაოსია...ეს ახალი ამბავი არაა...საინტერესოა, ხელისუფალთა შვილები დაცულია ...თუ რატომ არავინ ინტერესდება აღნიშნული თემით ..იქნებ მავანთა ბიუჯეტებს მლნ-ები დააკლდება და არ აწყობთ....სხვაგვარად ახსნა არ აქვს საქართველოში გავრცელებულ ავადმყოფობებს,სუიციდებს და ათასგვარ პრობლემებს...
წერს: რობერტინიო
ნუ პანიკდებით ხალხო !!! ყველაფერი კარგად არის , არაფერი მსგავსი ექსპერიმენტები იქ არ კეთდება თუ არ ჩავთვლით თვითონ სპეციალურად ვირუსის შექმნას და სამაგიეროდ მის საწინააღმდეგოდ გამოსაგონი და დასამარცხებებლ პრეპარატების მიღებას.
წერს: ია
ეს თუ ისევ ჩვენი დაბოლება არაა, მხოლოდ აქ წერთ და მორჩა? თუ ასეთი უტყუარი მასალა გაქვთ რატომ თქვენ თვითონ არ აპროტესტებთ და ასე მშვიდად რატომ აფორიაქებთ ხალხს? თქვენ აეღოთ და ხალხმა იყვიროს? იყვირეთ თქვენ ხმამაღლა და დასაბუთებულად და მერე აგყვებათ ხალხი. ჩუმად წერა ჭორების დაყრას გავს. ამის მწარე გამოცდილება გვაქვს უკვე
წერს: გიგი
ამ მთავრობას თუ არ შესწევს ძალა ვთხოვოთ პუტინს და დაბომბოს ეს ამერიკოსების ბუდე!
წერს:
es aucileblad unda gaprotesdes amis yureba da mosmena ar shrizleba umoqmedod shvilebi gveZrdeba ramdeni axqlgazrda mahvilmkvdari dedebi gamravldnen es sruli koshmaria damgupvelia titoeuli ertistvis
წერს: ზურაბი
ჩვენ კი როგორმე დავცინოთ განგაშის ამტეხ ხალხს და ვხოცოთ ერთმანეთი! განა დაღუპვის ღირსი არაა ასეთი ,,საზოგადოება\\\"? თუ ხელისუფლებაში, ან მასთან ახლოს ვართ, მაშინ არ გვაწყობს ამ უმძიმესი დანაშაულის გამომზეურება. ხოლო განგაშს ვტეხთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შორს ვართ ხელისუფლებისგან და ხელს ვერ ვითბობთ მისი დანაშაულებით. სირცხვილი ასეთ საზოგადოებას!
წერს:
ამ საკითხს უნდა მიეცეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა! მოვითხოვოთ საზოგადოებამ პასუხი!!!! ასევე არასამტავრობოებმაც ამოიღონ ხმა!!!
წერს: TUT-UTSI
ჯეფრი სილვერმანი არის გაურკვეველი წარმოშობისა და მიზნების პერსონა. კარგა ხანია გასაგდებია ქვეყნიდან. არც ცხვირპირის ბევრჯერ შელამაზებამ უშველა!!! სკანდალისტობით და ვითომ ჟურნალისტობით ატყუებს ადამიანებს და ეს არის მისი პური!!!!! :(
წერს: mtvarisanaveriani
რას უზის ეს მთავრობა მხოლოდ ამისთვის არიან დასახვრეტი ნაცები და ახლა ეც ადეთ როგორმე გაყაროთ ეს ბოროტებიდ მანქანის მიერ შრმოთრეული ლაბორატორიები..
წერს: მანანა
ამ ლაბორატორიიდან სულ რამდენიმე მეტრში აეროპორტის დასახლებაა,თავის დროზე როცა ეს ლაბორატორია შენდებოდა,ხალხმა პროტესტი გამოთქვა,გამოვედნენ და აქციაც მოაწყვეს,მაგრამ აქციააქციად დარჩა და ლაბორატორია მაინც აშენდა.ჩვენკი საკუთარი ფანჯრებიდან ვუყურებდით როგორ შენდებოდა და \\\"მშვრნდებოდა\\\".სავარაუდოთ არც არავინ დახურავს,რადგან ამჟამად ეზოში მრავალსართულიანი კორპუსი შენდება.რა შენობაა ვერ გეტყვით.იქნებ სავადმყოფო მსხვერპლები იქვე რომ დააწვინონ.გვეჩვენება თუ დამთხვევაა არ ვიცი.დასახლებაში იმატა სიკვდილიანობამ,თითქმის ეპიდემიასავითაა სიმსივნური დაავადებები.პერიოდულად ღამით დიდი რაოდენობის თეთრი ორთქლი ამოდის მილებიდან.ახლა \\\"სასიხარულოსაც\\\" გეთყვით:ესეც პერიოდულად ხდება,ლაბორატორიის ეზოში სპეციალურად დადგმული სამაგრიდან \\\"ფეიერვერკებს\\\" ისვრიან.ეს ალბათ ის \\\"ზალპია\\\" ახალი მიღწევები და სასიკვდილო აღმოჩენებით კმაყოფილები არიან და აღნიშნავენ.
წერს: თინიკო
ყველა ექიმი, ბავშვს რომ მიიყვან ამას გეუბნება, რომ ვირუსები აშკარად სპეციალურადაა გაშვებულიო.
წერს:
romel mtavrobis dros ashenda es laboratoria da vin misca tanxmopa chvens teritoriaze aseti sashinelebis gaxsnaze ...xalxnoras vpikrobt chveni momavalitaoba da shvilebi gvegupebarad gvinda rom vshromobt tkvilad ..kargivtkvat gamovedit protestit ...vin daxuravs chvens chkuaze am laboratorias .. sakartvelo kartvelebis gRESHEO DA PAKTIC SAXEZEA ...IZAXET KIDE AMERIKA DA NATO ARIS CHVENI MSHVELELIO .....DAGVCAMLES DA EG ARIS ..
წერს:
რაღაც ეჭვი მეპარება.არა მგონია რომელიმე ხელისუფალს(ზოგადად ადამიანს) ასე ამოხოცვა უნდოდეს ქართველების.თუ წინას უნდოდა ეხლანდელი რას ფიქრობს ??????. თუ, ფული არა აქვს? ხალხო დაწყნარდით უფალი არ გაგვწირავს............
წერს: nana
Imitom gvianonseben ase sizustit rom turme viruss elodebian tebervlis bolos da ragac tvis bolos.mere aptiaqebi gamogvicxadeben aqciebs gripis wamlebze da kide unda gvixarodes.sacdeli virtxebi vart xalxno.vai rom bavshvebi yvelaze metad zaraldebian!
წერს: tamari
albat amitom ase gaxshirda leikemia da virusul daavadebebiiiii, ra elis chvebs shvilebs aravin icis, r a g v e sh v e l e b a,yvelas gvaqvs survili am laboratoriebis mospobis, magram vin mogvxedavs, saswrafod xalxiiiiiii, qudze kacio, rom ityvian da iqneb gadavarchinot sucocxleeeeeeee, unda miawvdinot xma televiziaaas, rom xalxma gaigos es ambaviii........s a s w r a f o d
წერს: AVTANDIL UGULAVA - KUTAISI
1990CELS KUTAICHI ORASI ATASZE METI ADAMIANI CXOVROBDA DA SUL 5 APTIAKI IKO DA RIGEBI ARAVIS UNAXAVS!!! EXLA KUTAICHI CXOVROBS ALBAD AS ORMOCDA ATI ATASZE NAKLEBI DA KUTAICHI REGISTRIREBULIA 85 APTIAKI !!!!!!! KVELGAN RIGEBIA !!! AMERIKELEBMA TAVISTAN AR GAAKETES!! SAKARTVELO MEGOBARI DA PARTNIORIA ??? SACDEL VIRTXEBAD GVIKENEBEN !!!
წერს: მაკა გაგნიძე
ს ა ს წ რ ა ფ ო დ უნდა დაიხუროს ეს სიკვდილის ლაბორატორიები. დაიხუროს და არანაირი ალტერნატივა.
წერს: გიორგი
სანამ ლუგარის და სხვა ლაბორატორიებს დახურავთ, ისწავლეთ ქართული მართლწერა. წერეთ ქართული შრიფტით. მკითხველებს მოვუწოდებ არ წაიკითხოს ეს ლათინური აბრა-კადაბრა. ვისაც განათლება აკლია და ქართულად ვერ წერს - დაიწყეთ განათლების მიღება. ეს არის ამერიკული ვირუსი თვენს თავში და ტანში.
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა