ისრაელს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან ვაჭრობის თავისუფალ ზონაზე შეთანხმების გაფორმება სურს
ზომა
A

ოთხშაბათი, 04 ნოემბერი / 2015 13:22

ისრაელის სამხედრო-პოლიტიკური კაბინეტის წევრმა, იერუსალიმის საქმეთა მინისტრმა, აგრეთვე, რუსეთ-ისრაელის სამთავრობოთაშორისი კომისიის თანათავმჯდომარემ ზეევ ელკინმა განაცხადა, რომ ისრაელი დაინტერესებულია ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ზონაზე ხელშეკრულების გაფორმებით.


“ჩვენ ვთვლით, რომ ამას დიდი პოტენციალი აქვს ისრაელის ეკონომიკისთვის, აგრეთვე, საბაჟო კავშირში შემავალი ქვეყნებისთვისაც. მე ვერ ვხედავ ამ შეთანხმებაზე ხელმოწერის გაჭიანურების მიზეზს. რუსეთის მხარეს ვთავაზობთ, 2016 წლის იანვარში დავიწყოთ მოლაპარაკება ამ საკითხზე. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შეთანხმება რაც შეიძლება მოკლე ვადაში გაფორმდეს”, _ განაცხადა ზეევ ელკინმა.

ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრები არიან: რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, სომხეთი; წევრობის კანდიდატები: ჩინეთი, ეგვიპტე, ევროკავშირი, ინდოეთი, ირანი, ზიმბაბვე, ტუნისი, თურქეთი, პაკისტანი, სირია, იორდანია, მონგოლეთი, ალბანეთი, ისრაელი (ბოლო 5 სახელმწიფოს ვაჭრობის თავისუფალი ზონის შექმნა სურს).

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#385)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა